ეროვნული ლიგის მე-5 ტური 28 მარტს ორ ქალაქში დაიწყო და დღესვე დასრულდება.

თბილისის "დინამომ" ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა და "დინამო არენაზე", სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია, "გარეჯს" უმასპინძლა. საგარეჯოელებმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეს. Sportall.ge შეხვედრას ადგილიდან დააკვირდა. სამუშაო დღესა და საათებში გულშემატკივართა მხრიდან ინტერესი თითქმის არ ყოფილა. ტრიბუნაზე თემურ ქეცბაია იმყოფებოდა.

თბილისელთა მოედნის ცენტრში გამოცდილი ჯაბა კანკავა ამჯერად ნიკა ნინუას შეუწყვილდა, ვაკო გვილია კი განაცხადშიც არ ყოფილა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დისკვალიფიკაციის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში გამორჩეულ თორნიკე მორჩილაძეს მოისაკლისებდა, 16 წლის საბა ხარებაშვილი კი, ვინც უკვე 19-წლამდელთა ნაკრებშია, მარცხენა მცველად ვიხილეთ.

"დინამომ" მე-15 წუთზე გაიტანა. მარჯვნიდან განვითარებული შეტევის შემდეგ კარში ჯერ მათე ვაწაძე ურტყამდა, მცველებიდან ასხლეტილი ბურთი კი ლუკა კუტალაძის კარის ბადეში ოთარ აფციაურმა გაახვია.

39 წლის კანკავა ჩვეულად მონდომებული, აქტიური და ხისტი იყო, ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებოდა. მასთან ჭიდილში ფრანგმა ფრენკ-ივ ბამბოკმა დაზიანება მიიღო და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. 71-ე წუთზე, ვახტანგ ბედოშვილთან ორთაბრძოლაში, ჯაბა სეზონში უკვე მეორედ გააფრთხილეს

საწყისი ტაიმის ბოლოს ნინუამ ძველი დრო გაგვახსენა. მისი შორეული და დახვეწილი პასით ვაწაძე კარში სახიფათოდ ურტყამდა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ანგარიშის გაორმაგება უკვე თავად ნინუას შეეძლო, ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე გაისწორა, თუმცა, ააცილა. მალევე, იმავე ნოდარ ლომინაძემ გაიმეორა.

მეორე 45 წუთში სტუმრები "დინამოელთა" კარს მეტად მიუახლოვდნენ, თუმცა რეალური საგოლე ეპიზოდის შექმნა უჭირდათ. 71-ე წუთზე თბილისელთა რიგებში "ნიუკასლის" მომავალი ფეხბურთელი, ვახტანგ სალია შევიდა. სწრაფი შეტევის წაშლისთვის მან ყვითელი ბარათი მიიღო. 85-ე წუთზე მათე ქომეთიანის დარტყმული მეკარე მიხეილ მაქაცარიამ დააფიქსირა. საგარეჯოელების წნეხი გაიზარდა, მაგრამ უშედეგოდ.

სამშაბათს, 1-ელ აპრილს, გადადებულ მატჩში, ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

28.03. თბილისი. დინამო არენა

დინამო - გარეჯი 1:0

გოლი: 1:0 აფციაური (15).

ამ შეხვედრის პარალელურად,

"კოლხეთი" ფოთში, საკუთარ "ფაზისზე" დაბრუნდა, სადაც მინდვრის მშვენიერი საფარია, განათების დამონტაჟების შემდეგ კი თამაშების საღამოს ხილვა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ფოთელთა მოწინააღმდეგე იმ დროისთვის მათსავით ერთქულიანი "გაგრა" იყო, რომელთა ძირითად შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა. "ოქრი" პასიურობდა, ნაკლებად დასამახსოვრებელი იყო, 66-ე წუთზე კი მოედანი დატოვა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ხისტი ბრძოლა, რის შემდეგაც საკმაოდ ბევრი გაფრთხილება მივიღეთ.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე, 53-ე წუთზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა, დავით გოცირიძემ საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელის, ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ თავით გაიტანა. მალევე, არჩილ დათუაშვილი თითქოს საპენალტოდ წაიქცა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ავაზაშვილმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

79-ე წუთზე 19 წლის ბრაზილიელმა პედრო ბორხესმა ტექნიკის დემონსტრირების შემდეგ ლამაზი გოლი გაიტანა - 0:2.

28.03. ფოთი. ფაზისი

კოლხეთი 1913 - გაგრა 0:2

გოლები: 0:1 გოცირიძე (53), 0:2 ბორხესი (79).

Video

28.03.25. კოლხეთი 1913 0-2 გაგრა

კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]

tngh
რა ხდება ქუთაისის "ტორპედოში"??? მეოთხე წაჯება ზედიზედ ნამეტანია...
ცოტნე
მამა კახას დამცველები გამოხტით .. ტიპებს 4 ტურია გოლი არ გაუტანიათ)))
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ოფიციალურად: ჩავი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას ბრწყინვალე გოლი - პსჟ-მ სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
თორნიკე ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 სპაერი. კითხვები ითხოვს პასუხებს...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება