ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერს“ დაუზავდა - 2:2

„ლილთან“ გასული შეხვედრისგან განსხვავებით მასპინძელთა მწვრთნელმა ფონსეკამ ლაკაზეტის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში მიქაუტაძე დააყენა. თავიდან ორივე გუნდი ფრთხილობდა და „ოლიმპიკმა“ დაწინაურება მოახერხა - ალმადას საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს ვერავინ და მათ შორის მეკარე ონანა ვერ შესწვდა და „იუნაიტედის“ კარში აღმოჩნდა. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს იორომ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმირებული აკუოკო ლაკაზეტმა შეცვალა. გიორგიმ ჯერ უგარტეს მიაღებინა ყვითელი ბარათი, შემდეგ კი მცველს გაექცა, პასი ლაკაზეტს გაუკეთა, რომელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. მერე ქართველმა თავად სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მაკგუიარმა დაბლოკა. შანსი „მანჩესტერსაც“ მიეცა, როდესაც გარნაჩოს პერიმ არ გატანინა, ხოლო 89-ე წუთზე პერის კარი თავურით ზირკზემ დალაშქრა. ბოლოს „ლიონი“ შტურმზე გადავიდა, მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ონანამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას შერკიმ დაასწრო და ფრე, 2:2 დააფიქსირა.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“

ლიონი - მანჩესტერი 2:2

გოლები: 1:0 ალმადა (25), 1:1 იორო (45+5), 1:2 ზირკზე (88), 2:2 შერკი (90+5)

სხვა შეხვედრები

ბოდო გლიმტი - ლაციო 2:0

ტოტენჰემი - აინტრახტი 1:1

რეინჯერსი - ბილბაო 0:0

საპასუხო დაპირისპირებები 17 აპრილს ჩატარდება.

სოსო
გია,იმ ფორმატში,როგორც კი გახსნიდი,ყველა ახალი სტატია ერთად ჩნდებოდა.ამ ვერსიაში,სად რა არის დადებული,თუ იმ განყოფლებაში არ შეხვედი და ბოლომდე ჩამოჰყევი,ვერ გაიგებ.გამოხმაურებებიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს და ამ ყველაფერზე,ძალიან დიდი დრო იხარჯება.ჩვენთვის მთავარი ინფორმაციულობა, მისი მიღების სისწრაფე მოსახერხებლობაა.თუ პლეერს და ანტირობოტს მოვაშორებთ იმ ფორმატს,სხვა არაფერი სჭირდება.როგორც კი გახსნი გვერდს,ყველა სიახლის სათაურს მაშინვე ხედავ და რომელიც დაგაინტერესებს,პირდაპირ იმაზე შედიხარ.მგონი ეს არის მთავარი.კაცი თავდაყირა რომ დაკიდო,იმასაც ეჩვევა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ეს კარგია და ფეხზე დგომა არ ურჩევნია.არც ანტირობოტი მოგვწონდა ვინმეს,რამდენჯერ დავწერე ამაზე,ყველასმაგრად გვიშლიდა ნერვებს და მიხვდნენ,რომ მოსაშორებელია.ახლა ესეც მოსაშორებელი გახდება,ეს უკვე ცხადია!მოაშორონ პლეერი,ანტი რობოტი ძველ ვიზუალს და განახლებულიც გვექნება,მოხერხებულიც,ინფორმაციულიც და სწრაფიც.რაც კარგია ის დარჩება ახალი ფორმატიდან,რაც ცუდია,ის კი მოშორდება და ძველ ფორმატში რაც კარგი იყო,იმით შეივსება ეს ახალი ფორმატი.არაფერი მოცდა და შეჩვევა არ სჭირდება,ამას.აგერ ორნაირი ფორმულირება შევთავაზე,რომელიც ერთსა და იგივე შინაარსს გვთავაზობს.მიიღონ ნებისმიერი,ამ ორიდან და ყველა კმაყოფილები ვიქნებით.
simartle
ფორმატის რა მოგახსენოთ მაგრამ ჟორჟს ჰქონდა კაგი მომენტებიც მაგრამ გოლი მისი დაკარგული ბურთის მერე გაუშვეს. ~ირველ თაიმში ბევრჯერ დაკარგა ბურთი და მეორეშიც რამდენჯერმე შეცდა, განსაკუთრებით ერთი ერთზე გასვლის შანსი როდესაც ჰქოდნა და არ წავიდა და არც პასი გააკეთა და დაჰკარგა ბურთი. ფეხბურთია და ხდება, ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერავინ ატარებს. მაგტრამ რაც მთავარია მაინც იბრძოლა და ბევრი კარგი რამ გააკეთა. მეორე გოლიმისი დარგტყმულის შემდერ ჩრეკიმ ასხლეტილზე შეაგდო. ასე რომ ჟორჟი ძალიან მაგარია
რეალობა
მართლა რა უსახურია ახალი ფორმატი. რამდენი გადაუხადეთ ამის შექმნაში?
გია_544
გამოცდილი ვებ დიზაინერი ვარ და გეუბნებით: ძველ დიზაინს მიეჩვიეთ (არაფერი განსაკუთრებულად კარგი იმაში არ იყო) ახალ დიზაინს მიეჩვევით (არაფერი განსაკუთრებულად ცუდი ამაში არ არის) მთავარია მოვიშორეთ ის სამარცხვინო პლეერი! იმის დაბრუნედა ვისაც გინდათ, იმათ არაფერი არ ეშველებათ ))) მომწონს რომ აქ სიახლეებია და ზრუნავენ თავიანთ იმიჯზე !
ამო
ძველი ვიზუალი ჯობდა
ანაგელი
ყოჩაღ გიო, მაგრა ითამაშა, პრინციპში გიოს დამსახურებაა ეგ ფრე. უკეთეს გუნდს იმსახურებს ჟორჟი😊!!!
ჟორა
მგონი ძველ ფორმატზე კრიტიკა არავის გამოუთქვამს.
ქართველი
ძველი ფორმატი ნამდვილად ჯობდა.
Კეკე
Ვინც ეს ფორმატი მოიფიქრა და მერე დათანხმდა ამის დაყენებაზე,იმათ თავში ჩამახედა რა.
ჯონი 1
ძველი ჯობდა
ქობულეთიდან
ამას ძველი ფორმატი არ ჯობდა?
გიო
მკითხველს პატივი ეცით და დააბრუნეთ ძველი ფორმატი, ჩვენი აზრი მაინც გამოგეკითხათ რომ თხარეთ ეს აბდაუბდა
დავით
ვიზუალს რო ცვლით გამოკითხვა მაინც გააკეთეთ ან ვინ არი ის მცოდნე ესეთი ვიზუალი რო დააყენა ნეგატიურია ჩემი აზრით.

დააბრუნეთ ძველი ფორმატის საიტი!!
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას