ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20 წ. | მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდი შეკრება დაიწყო

20 წ. | მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდი შეკრება დაიწყო

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა დღეს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.

20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია მესამედ (2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.

საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობაში ამჟამად 45 მოთამაშეა, რომელთაც მოგვიანებით დაემატებიან ლეგიონერები: მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა საღინაძე (ლიონი) და გიორგი ხაინდრავა (ბორდო), ასევე დავით ბარამია (ტულონი) და ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), რომლებიც ამჟამად 18-წლამდელებთან ერთად ექვსი ერის ფესტივალზე თამაშობენ.

ამჟამად "შევარდენზე" მყოფ 45 მოთამაშეს შორის 28 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. მათგან 13 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ - 9 თბილისის "ლელოს", 7 ქუთაისის "აიას", 6 თბილისის "ხვამლს", 4 თბილისის "არმიას", 2 პატარძეულის "ვეფხვებს" და თითო-თითო რუსთავის "ხარებს", ოზურგეთის "არწივებს", "ბათუმს" და თბილისის "წიქარას".

14 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" "ავჭალაზე" ამხანაგურ თამაშს გამართავენ ინგლისელ თანატოლებთან. ისინი ჩემპიონატის წინ ზედიზედ მესამედ ჩამოვლენ საქართველოში. შეგახსენებთ, ლადო კილასონიას შეგირდებს მზადების ადრეულ ეტაპზე, თებერვლის ბოლოს ორმატჩიანი სერია ჰქონდათ სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ალიკა ბაჩოშვილი (ვეფხვები), არჩილ ნოზაძე (აჟენი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), შოთა ხელაძე (ლელო), მიხეილ ხახუბია (ლელო), ირაკლი უსუბიანი (სურენსი), ბექა ნეფარიძე (ხვამლი), გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი მესხიძე (პერპინიანი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი (ორიაკი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (გრენობლი), ლევან კეპულაძე (ბორდო), ცოტნე ცხოვრებაძე (ხვამლი), დათა ჭილაია (ლელო), ანდრო დვალი (პერპინიანი), დავით წიკლაური (ხვამლი), გიორგი ხუროშვილი (ლელო), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა ნარსია (აია), საბა ლაღაძე (აია), გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი), საბა ნებიერიძე (ოზურგეთი), დავით არჩვაძე (ლელო);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გიორგი ჭელიძე (აია), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიორგი ჯაში (არმია), გიგი სირბილაძე (ლელო), სანდრო სესიაშვილი (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), სანდრო მესხიძე (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა კეშელავა (არმია), საბა შარვაშიძე (აია), გივი სოსელია (ხვამლი), ანზორ სარალიძე (აია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), გიგა ყიფშიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან

რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა

მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე

ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ

რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია

U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ

საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!

“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება

უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა

რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა

როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

ბულგარეთში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი მოკლეს

"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა

"შეშლილია, ჭკუიდან გადავიდა" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებს, ამჯერად ხმაურიანად რონალდოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა