საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს დაძაბულ ბრძოლაში 24:19 სძლია და ფინალში ზედიზედ მე-11-ედ ითამაშებს.

მეტოქემ, რომელმაც 1/4-ფინალში პორტუგალია 20:15 დაამარცხა, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მთელ რიგ კომპონენტებში პრობლემები შეგვიქმნა. მიუხედავად ამისა, დასკვნით წუთებში ჩვენმა გუნდმა მობილიზება მოახერხა, სასურველი ანგარიში შეინარჩუნა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პრაღაში, „მარკეტა სთედიუმზე“ ანგარიში საქართველომ დებიუტშივე გახსნა. პრაქტიკულად პირველსავე შეტევაში, ჩვენს მორაგბეებს კონტაქტის არეში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ფაზებით თითქმის 30 მეტრი დაფარეს და საბა მერებაშვილმა ლელო შეიტანა, ლუკა ჭაკუამ კი გარდასახა. საპასუხოდ ნიდერლანდებმა მოლით პირველად შემოგვიტია, მათი შეჩერება აშკარა ჯარიმით მოვახერხეთ და საჯარიმო ლელოსთან ერთად, გიორგი ხონელიძის სინბინითაც დავისაჯეთ.

თამაში რომ განახლდა იქვე მძლავრი მოლით უკვე საქართველომ დააყენა, 5-მეტრიანში რაქიდან დროებით ჰავბექის პოზიციაზე გადასულმა ჭაკუამ შეუტია და ლელოთი ლიდერობა მალევე დაგვიბრუნა. 26-ე წუთზე კიდევ ერთხელ დავრჩით კაცნაკლული. ამჯერად სინბინით ბართლომე ხამაშურიძე დაისაჯა, თუმცა ლელო კვლავ იქით გავიტანეთ. ტაიმის მიწურულს, რამდენიმე ფაზის შემდეგ, გიორგი ბერძენიშვილმა მძლავრად შეუტია, ორი მბოჭავი არ შეიმჩნია და საქართველოს მესამე ლელო გაიტანა, რომელიც ჭაკუამ გარდასახა - 19:7.

მეორე ტაიმი საქართველომ კარგად დაიწყო, ფაზები აკინძა, მერე ბურთი ფრთაზე ჩაათამაშა, სადაც მათე ბერუაშვილი ბოლო მბოჭავს სისწრაფეში გაექცა და ლელო გაიტანა. თითქოს, ეს გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნიდერლანდებმა მოახერხა ინიციატივის დაუფლება, ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი გარდასახა და საფინალო სასტვენამდე 3-4 წუთით ადრე, სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა.

გაწითლებულ დროზე მეტოქემ კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენს 22-ში ფეხის მოკიდება, თუმცა საქართველომ 5-მეტრიანში თავი დაიცვა და 24:19 გამარჯვებით, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პრაღაში ფინალური შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მეტოქის ვინაობა ესპანეთისა და ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის

ნახევარფინალი. 10 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

საქართველო - ნიდერლანდები 24:19 (19:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.

მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. გოგა ბერიძე, 25. მიხეილ მგალობლიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.

ესპანეთი - ჩეხეთი (21:30)

V ადგილის ნახევარფინალი

ბელგია - გერმანია 53:7

პოლონეთი - პორტუგალია 7:34

Rugby.ge

18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | ზედიზედ მეცხრე ფინალი
U18. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს სძლია და მერვედ გავიდა ფინალში
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | როტაციით ნიდერლანდებთან
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს