ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ დღეს "ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის წინ პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს დიდი თავსატეხი აქვს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, შეტევით ხაზში ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დებელეს ძირითად შემადგენლობაში დღეს ადგილი გარანტირებული აქვთ, მაგრამ ესპანელი დამრიგებელი დეზირე დუესა და ბრედლი ბარკოლას შორის არჩევანზე ყოყმანობს.

ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ იმას, რომ დუეს შესანიშნავი ფორმის მიუხედავად, ენრიკემ საბოლოოდ არჩევანი მაინც ბარკოლაზე შეაჩერა, რადგან ის უფრო სწრაფია, მეტოქეს შესატევი აქვს და ასეთ შემთხვევებში ცარიელი სივრცეების ათვისება ბრედლის უფრო შეეძლება. დღეს ბირმინგემში პარიზელთა შეტევა დიდი ალბათობით კვარაცხელია-დემბელე-ბარკოლას ტრიო იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პსჟ-იმ 3:1 მოიგო, დღევანდელი დაპირისპირება კი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

რევაზი (მეტსახელად რეზო) :)-s
შე კაი კაცო ამდენხანს თუ არ დაკვირვები ხარ აწი დააკვირდი, ეგებ სხვებიც ეგრეა ჰა? რამდენი ხანია ვინისიუს არაფერი გამოსდის, მბაპესაც, იგი პსჟ-ლ დემბელეს გოლი, გოლზე გაქონდა ჩახედაე ახლა სტატისტიკაში რამდენი ხანია არ გაუტანია, ყველა თამაშში ვერავინ ვერ დაფრინავს ეგრე სადდა.
რევაზი (მეტსახელად რეზო) :)
ჩვენი ხვიჩოვსკი რომ ნიჭიერია,ჩვენც და მთელი მსოფლიოც ვხედავთ. ამასთან ერთად,მინდა აღვნიშნო,რომ ხვიჩა არ თამაშობს სტაბილურად... ერთ თამაშში გადარევს მთელ მსოფლიოს,შემდეგ მატჩებში დაძუნძულებს აქეთ-იქით. :) ანუ,"მინდა ვითამაშებ,მინდა არ ვითამაშებ". ) სავარაუდოდ,ხვიჩა,ძველი წარმოშობით,სვანია.(მინდა დავლევ,მინდა არ დავლევ). :))) ხასიათის ამბავია. :))) წარმატებები ხვიჩა!!!თავის საქმე თვითონ იცის... ვუსურვებ,იყოს სტაბილური... იმედია,განაგდებს წინაპრების მავნე ჩვევებს. :)))
tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
დავით 67
ხვიჩა რომ მოვიდა გუნდში მიდიოდა ლაპარაკი ხვიჩა თუ ბარკოლა. ეხლა ბარკოლა დუეზე მიდის არჩევანი. იმდენად უალტერნატივოა ხვიჩა. დღესაც გოლი გვინდა შენი ხვიჩა
ზვიადი
ნეტა ტყუილად არ ნერვიულობდეთ? :) მიხედავს თავს ენრიკე როგორმე
მალხაზ ჯობავა
მაგათთვისაც ასე აჯობებს.
zura222
სწორი გადაწყვეტილებაა აბა რაა კვარა და ბარკოლა ააწიოკებენ კონტრშეტევებზე დაცვას!და თუ ასარჩევია მე მაგალითად დეუს დემბელეს მაგივრად დავაყენებდი
lasha
ბარკოლა მაინც თადარიგის მოთამაშე მგონია კრეატიულობა, ფანტაზია და საფეხბურთო ინტელექტი აკლია კვარა, დემბელე და დეზირე სხვა ლეველია
სევერიან წახნაგიშვილი
ბარკოლას ან დუეს მოუწევს პარიზელთა რიგების დატოვება ზაფხულში!
დიმიტრი
დღეს ხვიჩას დღეა, უნდა დაგლიჯოს ჩვენმა მგელმა! ფინალი და თასი ხვიჩიკო, სხვა ვარიანტი არც კი განიხილება! გფარავდეთ უფალი!წინ საქართველო!!!
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ვიდეო, რომელიც ბევრს ამბობს - ილია თოფურიას რეაქცია, როდესაც პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის ხმა გაიგო [VIDEO]
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება