პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის საიტთან ინტერვიუში გუნდში ადაპატაციასა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- ხვიჩა, შენ პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩამოხვედი. ადაპტაცია როგორ მიმდინარეობს?

- ვფიქრობ, ყველაზე რთული ისაა, რომ ახალი ფეხბურთელის გადმოსვლა შეიძლება ასევე მწვრთნელისთვისაც არ იყოს იოლი, რადგან გუნდს შუა სეზონში უერთდები. გარემოსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ მქონდა, თუმცა მგონია, პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ეს პრეზიდენტის, პერსონალის, მწვრთნელის, კლუბის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დახმარებით მოხდა, რომლებმაც თბილად მიმიღეს. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა უკეთ თამაშში მეხმარება.

- გულშემატკივრებმა უკვე მიგიღეს...

- იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს, თავი მართლაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა. ეს ძალიან მეხმარება და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ამით მაქსიმალურად ვისარგებლო. ქომაგების მხრიდან პირველივე წუთებიდან ძლიერი თანადგომა ვიგრძენი. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე მიმიღეს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და როგორც ფეხბურთელის როლი შევიცანი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო - თავი მაღალი კლასის მოთამაშედ მეგრძნო, რომელიც დიად კლუბს შუერთდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, თუ როგორ კომფორტულად გაგრძნობინებს კლუბი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

- პსჟ-ს ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორ მოგეწონა?

- აქ ჩემი დასაწუნი არაფერია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ვარჯიშის და სწრაფად აღდგენის ყველა შესაძლებლობა გვაქვს. ინფრასტრუქტურა სრულად კეთილმოწყობილია. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. საწვრთნელი ცენტრის ყველა რესურსს ვიყენებთ და ეს ძალიან გვეხმარება. აღარაფერს ვამბობ ფიზიოთერაპევტის და სამედიცინო პერსონალის დახმარებაზე, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან. აქ ინდივიდუალურად ვარჯიშისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. უბრალოდ ფეხბურთსა და ვარჯიშზე უნდა იყო კონცენტრირებული, დანარჩენზე კლუბი ზრუნავს, რაც ფეხბურთელების პროგრესისთვის მნიშვნელოვანია.

- ქალაქზე რას იტყვი?

- ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია. მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ. მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები მნიშვნელოვანია. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ.

- ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე რას გვეტყვი?

- ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად მისმა ხასიათმა მომხიბლა, იმან, როგორ ეპყრობა შეგირდებს. ეს იმის შეგრძნებას გაძლევს, რომ მოედანსა და მოედნის მიღმა კლუბისა და გულშემატკივრებისათვის ბოლომდე დაიხარჯოთ, რამეთუ დიდი პატივისცემით გექცევა... ყველამ ვიცით, როგორი მწვრთნელია, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ადამიანური თვისებები მომეწონა, მოთამაშეებთან ურთიერთობის მანერა, საფეხბურთო ისტორიების მოყოლა.

- საფრანგეთის ჩემპიონი გახდი. ეს როგორი გრძნობაა?

- ცხადია, ტიტულის მოგემამ ძალიან გამახარა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიზანი გვაქვს. ჯერ კიდევ შეგვიძლია ორი ტურნირის მოგება და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმის მისაღებად, რასაც ვიმსახურებთ. თავს არ ვზოგავთ. მობილიზება მაქსიმალურია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მთელი ძალების დახარჯვა მოგვიწევს.

- ჩემპიონთა ლიგა სამშაბათს ლონდონში „არსენალთან“ გასვლითი მატჩით განახლდება. ეს ტურნირი შენთვის რას ნიშნავს?

- ეს, ალბათ, ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ყველას გამარჯვება სურს, რაც ძალიან რთულია. ნახევარფინალურ სტადიაზე გასვლა ნებისმიერი გუნდისთვის ძნელია. შეჯიბრის დასახელება თავის თავზე მეტყველებს - ჩემპიონთა ლიგა. ეს ჩემპიონთა ტურნირია და მის მოსაგებად ყოველ კლუბს თავისი შესაძლებლობები გააჩნია. საკუთარ თამაშზე, ყველა მატჩზე და ყველა მომენტზე სრულად კონცენტრირება გვმართებს.

- „ასტონ ვილასთან“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში შენი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა...

- როდესაც ნახევრფინალში გასასვლელად მიზანდასახული, ასეთ მნიშვნელოვან დროს შენი ფანების და მთელი გუნდისთვის გაიტან, ეს, ალბათ, ყველაზე სასიხარულო და ემოციური გოლია, რომელიც ოდესმე გამიტანია. აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვიყავი. იმედია, უფრო მეტად ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს გავიტან.

- მაშ ასე, „ლივერპულის“ და „ასტონ ვილას“ მერე მორიგ ინგლისურ კლუბთან შეხვედრის დრო დადგა!

- ერთის მხრივ ეს კარგია, თუმცა მეორეს მხრივ ნაკლებად, რადგან მათ ჩვენი თამაში შეისწავლეს. ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მათ მატჩებს. ძალიან კარგია, რომ ახლა ინგლისური ფეხბურთი უკეთ მესმის, განსაკუთრებით ისეთ მეტოქეებთან დაპირისპირებების შემდეგ, როგორებიც „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“ არიან. მათთან ბრძოლა ადვილი არ იყო, მაგრამ ბოლომდე მთელი ძალები გავიღეთ. ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება „არსენალთან“ დადებით სამსახურს გაგვიწევს.

მანანა
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს! შეეშვით სპორტის პოლიტიზირებას!!! ხვიჩა- წინ გამარჯვებისკენ...
ტელემაყურებელი
აბა შენ იცი

ეგ გოგო თავის ადგილზეა,ეს შენ გაქვს შეჩრილი.არ შეაკიკინეს მართლა?!
სოსო
ყარაულის მარილით გატენილი თოფი მოგხვდეს,ასეთი სისულელის თქმისათვის.იქნებ ჭკუა გესწავლა!რასაც თქვენ აკეთებთ,რუსთაველის აოხრებას უძახი საქართველოს სიყვარულს?!წლები გაივლის,თვითონვე მიხვდები,რა სისულელეს აკეთებდი და თვითონვე შეგრცხვება,დღვანდელი დღეების.ხვიჩა კვარაცხელია კი,მაშინაც ქართველების გულებში იქნება,როგორც სხვა ქართველი ვარსკვლავები,მთელ საქართველოს სიხარულით რომ უვსებდნენ გულს.
დათო
ხო აბა ეხლა რუსთაველზე დადგები მომიტინგეების გვერზე მეტი დარდი არ გაქ , ყარაულის თოფივით გაგივარდა ეგ ბურთი და საქართველო წიხლზე არა გკიდია? პარიზი, მილანი , დიდება, პატივი,სახელი .... კი არ მშურს შენც ნუ დაემსგავსები სოსო პავლიაშვილს, ქეთა თოფურიას და იმ კამანდას საქართველოს გარედან რომ დემაგოგობენ ! უყვართ სამშობლო მაგრამ ფული უფრო ძვირფასია და ვალენტინის შარვალიც და დიორის ჩანთაც , რას ვიზავთ ... იმდენს ნუ იზავ რომ შეგვაზიზღო თავი , თორემ არც შენი სახელი დაგვაინტერესებს და არც შენი პარიზული თუ არაბული ვოიაჟები ... ფეხს უფრთხილდი ! ეგ არის შენი სიმდიდრე და არა პარიზი და მილანი
euu -ს - გიორგი
ბედნიერი ხარ, რადგან ოდნავადაც კი ვერ ხვდები თუ რა საცოდავი და უბედური ხარ…
გიორგი
რას ამბობ როცა ჩემპიონები გახდნენ სუყველას ცოლები თუ მეგობარი გოგონები სრულად გამოეფინენ მინდორზე. მასეც რომ არ იყოს ვერ ვხდები რატომ უნდა დაწერო ადამიანმა ასეთი რამ?
100%
რა ლამაზები და კარგები ხართ, ღმერთმა გამრავლოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
ეს ქალბატონი გოგო არ არის, გაიცანი, ის ხვიჩაც მეუღლეა, გულზე რომ ყავს მიხუტებული კი ხვიჩას ვაჟკაცია, მამის საგულშემატკივროდ დადის სტადიონზე.
eeu
არცერთი ფეხბურთელის ცოლი მოედანზე არ გამოდის ეს გოგო ყველგან ეჩრება.
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე
ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა
ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა
გამოიცანით - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ოსერთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა
[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა
[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე
[VIDEO] წიტაიშვილი დაბრუნდა, გაიტანა და ტრავმა მიიღო - "გრანადამ" მოიგო და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა