ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან წარმატებული წელი გამოუვიდა. პსჟ-ში გადასვლიდან მალევე მან ამ გუნდისთვის ასე ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგება იზეიმა, რასაც ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკონტინენტთაშორისო თასი მოჰყვა.

ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2025 წლის 30 აპრილს, "არსენალთან" პირველი ნახევარფინალის შემდეგ გამოქვეყნდა და სადაც კარგად ჩანს ის გზა, რასაც "კვარა" პარიზულ კლუბში გადიოდა. წლის ბოლოს ეს წერილი კიდევ უფრო სასიამოვნოდ იკითხება.

ხვიჩა კვარაცხელიამ მართლაც დიდ სცენასა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა და ტოპფეხბურთელის იმიჯი ჯიდევ უფრო გაიმყარა.

ამ დონის შეხვედრებში მოწინააღმდეგის მიერ დაშვებულ პირველ შეცდომას დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, თამაშის შინაარსს არსებითად ცვლის. იმასთან მიმართებაში, რაც "კვარამ" გააკეთა, "შეცდომა" არაფერ შუაშია, უბრალოდ მან რთულად "მოსათვინიერებელი" ბურთი დაამუშავა და "არსენალის" ნახევარმცველი რაისი აიძულა, მცველი დაეზღვია, რამაც ცენტრი მოაშიშვლა. ქართველი შემტევის ერთ-ერთი მთავარი თვისება სიტუაციის სწრაფად და სწორად შეფასებაა, რაც ამ ეპიზოდშიც ვნახეთ.

ჩვენ საქმე დიდი შეტევითი უნარების მქონე ჩვენებურთან გვაქვს და სულ გვინდა, ხვიჩა უტევდეს და თვალს გვწყვეტდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ასე შეუძლებელია, საქმეში სტრატეგიული დეტალები ერთვება. მეორე ტაიმში ტაქტიკურად კიდევ უფრო დაბრძენებული კვარაცხელია ვნახეთ, საჭიროების მიხედვით ტემპს რომ აგდებდა და აქცენტს ბურთის გათამაშებაზე აკეთებდა, დაცვაში ხომ დაუზარებლად მუშაობდა. რომელ ფლანგზეც ხვიჩა არ თამაშობს, იქ აშკარად იგრძნობა რომ მცველს ნაკლები დახმარება აქვს. ახლა ამ ვითარებაში ყოფნა უფრო ჰაკიმის უწევდა. "კვარას" კიდევ ერთი უნარი გააჩნია, მეტოქის იმ ფეხბურთელს, ვინაც მისი ფრთის დაცვა ევალება, თამაშიდან თიშავს, უბრალოდ იძულებულს ხდის, წინ წასვლაზე არც კი იფიქროს.

რადგანაც ჩვენი წერილის დიდი ნაწილი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ აეწყო, ისიც ვთქვათ, სამუშაო რაზეა, რაც განმეორებით შეხვედრაში გამოსადეგი იქნება. როცა მეტოქე აპრესინგებს, პარიზელები ცდილობდნენ, გრძელი პასებით ეს წინააღმდეგობა მარტივად დაძლიონ. მეკარე დონარუმას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, პირველი პასი კვარაცხელიას მისამართით გაეშვა. ასეთ დროს ერთი, არ დარჩენილა განცდა, რომ ეს კომპონენტი ვარჯიშებზე სრულყოფილად დამუშავებული იყო და მეორე, თავით ორთაბრძლობის მოგება ხვიჩას საუკეთესო მხარე არაა და დარწმუნებულები ვართ, ის ამაზე მუშაობს. კიდევ ერთი ამბავი იმას ეხება, "კვარა" რამდენიმე მეურვის გარემოცვაში როცა მოხვდა და ბურთი დაკარგა, სწრაფი კონტრშეტევა კი ჰაკიმის გაფრთხილების ხარჯზე შეჩერდა. მაროკოელს ეს ყვითელი ბარათი კინაღამ ძვირად დაუჯდა, სხვა ვითარებაში მსაჯმა დაინდო. "არსენალი" პარიზშიც ეცდება, მოწინააღმდეგე ასეთ მცირე შეცდომებში გამოიჭიროს, აბა გასვლით დაპირისპირებაში ინიციატივის მთლიანად დაუფლებაზე ფიქრი მათ გაუჭირდებათ.

ფაქტია, ქართველი ლუის ენრიკეს დავალებებს კარგად უსმენს, ეპანელი მწვრთნელის კომპეტენცია და მრავალმხრივობა კი საგრძნობი ხდება. ის ტაქტიკურად აშკარად გაზრდილია, 10 წლის წინანდელი ტრიუმფის მერე. ახლა მთავარია, პსჟმ მობილიზება არ დაკარგოს, გუნდურმა გამოუცდელობამ მათ გადამწტყვეტ გამოსვლაზე ნეგატიურად არ აისახოს, უნებლიე შეცდომები შემცირდეს და ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც რთულად, მაგრამ მოვა.

ჭიდაობაში რეიტინგით ბევრი ნომერი პირველი გვყოლია,ძალოსნობაშიც,ფარიკაობაშიც და ახლა უკვე მმა-შიც გვყავს,მაგიდის ჩოგბურთში,სარქის სარხოიანიც,მსოფლიოს უძლიერესებში შედიოდა,მრავალი წელი და მაინცდა მაინც ალექსანდრე მეტრეველი რამ გაგახსენა?მეცხრე დგილამდე ააღწია,ლეილა მესხიც იყო,ათეულში,სწორად თუ მახსოვს,მაგრამ ფეხბურთი რა შუაშია?
jano
რას ბოდიალოოობ ?
დააფასეთ ალექს მეტრეველი
სამწუხაროდ ვერ აჯობა ხვიჩამ ალექსანდრე მეტრეველს. მეტრეველი იყო მეცხრე ეიტიპის მსოფლიოს რეიტინგში. ხვიჩასთვის ათეული ამ ეტაპზე მიუღწეველი რჩება.
Achi
Ki hakimis tavshiaq avardnili da mendeshic araklebs magram es tavxedoba xshirat gasdit da golebsac itanen da sagole gadacemebsac aketeben aserom egeti tipis fexburtels epatieba ase ro vtqvat
მირო
ფაქტია ის,რომ კვარა მბრწყინავი ვარსკვლავიდან ენრიკემ ნელ ნელა გადააკეთა გუნდისთვის სასარგებლო ერთ ერთ კარგ ფეხბურთელად.შრომობს მოედანზე,დაცვას ეხმარება,თავდასხმაშიც მონაწილეობს შეძლებისდაგვარად,მაგრამ უკვე ნაკლებადაა ის ემოოციური,ჟილკიანი,ლამაზად შესრულებული მოქმედებები თავდასხმაში,დრიბლინგები,რამოდენიმე მეტოქის გაბითურებით გატანილი ლამაზი გოლები.შედეგი,სულ ორიოდე გატანილი გოლი და საგოლე გადაცემა ლიგაში.ვხედავთ კვარას,რომელიც თავისი ტალანტის გამო ზოგჯერ მაინც გაიბრწყინებს,ძირითადად კი ჩვეულებრივ გუნდურ შავ სამუშაოს ასრულებს.ენრიკეს ასე აწყობს.არა მგონია კვარას აწყობდეს თავისი ტალანტის ძირითადად ჩახშობა.
ლაშა
ანალიზი ნამდვილად იცი და ვერავინ წაგართმევს.მაგრამ არის შემთხვევები იმდენი არასწორი ინფორმაცია გეპარებათ ეს ძალიან ცუდი
კოტე
ავტორი უარყოფით კონტექსტში ამახვილებს ყურადღებას თითქოს ხვიჩას ბურთის დაკარგვამ გამოიწვია მცველი ჰაკიმის გაყვითლება, თუმცა ჩემი აზრით ჰაკიმი თავად მისი არასწორი მოქმედების და პოზიციის გამო გაყვითლდა, რადგან მას უკან დამზღვევი არ ჰყავდა და ამიტომ მოუწია გაყვითლება. მესმის რომ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი თუმცა ამის ხვიჩაზე დაბრალება არ მიმაჩნია მართებულად.
კოტეს
ავტორი ზუსტად მაგას წერს რომ კვარა მცველებს ძალიან ეხმარება და გუშინ ჰაკიმის ძალიან დააკლდა. რქც შეეხება იმ ჯარიმას, ხვიჩამ ბურთი შეტევაში დაკარგა და ამ დროა ენრიკეს დავალება იქნებოდა, სწრაფი შეტევა ჩაეშალათ
კოტე
ღვთისავარ ანთაძე აღწერაში ჭიდაობა გიწერიათ, თუმცა ფეხბურთშიც ბევრ სწორ ანალიზს ახერხებთ. ერთში შეგეპასუხებით - ჰაკიმი მცველია და ყოველთვის უნდა იყოს მზად თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად. კვარამ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან დაკარგა და მცველს ისე უნდა ისე დაეზღვია რომ არ გაყვითლებულიყო, რადგან როცა მენდეშ გადადიოდა შეტევაში კვარა უკან რჩებოდა და აზღვევდა, ჰაკიმი კი ეგრევე შეტევაში გარბის და სივრცეებს ტოვებს ხშირად.
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
"კვარას" როლი "არსენალთან" დიდი იქნება - დემბელეს სათადარიგოობის დროა?!
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
არსენალი VS პსჟ - ხვიჩა ფინალისთვის!
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება