"ნაპოლის" ყოფილმა და იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ თავის ავტობიოგრაფიულ წინგში "სამოთხე არსებობს" "პარტენოპეიში" ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ ჯეს ტრანსფერები გაიხსენა.

როგორც იცით, ქართველიცა და სამხრეთ კორეელიც იტალიურ გუნდში ფაქტობრივად ერთად მოვიდნენ და ორივემ საჩემპიონო სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა. კიმი შემდეგ ზაფხულსავე "ბაიერნში" გადავიდა, ხვიჩამ კი ახლახანს პსჟ-ის მიაშურა.

"წინა სეზონი მესამე ადგილზე გვქონდა დასრულებული. ფეხბურთელებთან მივედი და ვუებნები, რომ თუ ისტორიის გადაწერა უნდოდათ, სკუდეტო უნდა მოგვეგო. ზაფხული ძალიან რთული გამოდგა.

ისეთი მოთამაშეები დაგვემშვიდობნენ, როგორებიც დავიდ ოსპინა, ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი და კალიდუ კულიბალი არიან, რომლის წასვლამაც უბრალოდ შოკში ჩამაგდო.

გუნდმა შევსება დაიწყო. სრულიად ვენდობოდი იმჟამინდელ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის. კვარაცხელიას რეკომდენაცია ჩემმა რუსმა მეგობრებმა გაუწიეს, მაგრამ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ქართველისა და სამხრეთ კორეელი კიმ მინ ჯეს ტრანსფერებზე სკეპტიკურად იყო განწყობილი.

დე ლაურენტისი მოვიდა და მეკითხება: "მწვრთნელო, თქვენ "ნაპოლის" გაძლიერებას ქართველი კვარაცხელიათი და სამხრეთ კორეელი კიმით მართლა აპირებთ?!", - მას გაოცება ეტყობოდა", - აღნიშნავს სპალეტი.

რა შეხსენება უნდა ამ ამბავს, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ აღნიშნულ სეზონში "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ სკუდეტო პირველად მოიგო. ხვიჩა ყაზანის "რუბინში" თამაშობდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა, სპალეტი კი 2009/14-წლებში "ზენიტს" თავკაცობდა.

ასეა, თუ ისეა , ხვიცა ჩერეზ ნაპოლი გახდა ვარსკვლავი.მადლობა ყველს, ვინც ხელი შეუწყო მის კარიერას , სიტყვა შეაწია , ასწავლა, დაარიგა და დაეხმარა. თავის საქმეს კი კვარა ხუთიანზე აკეთებს. საფეხბურთო ნიჭი და ინტელექტი უხვად მისცა ღმერთმა .
მანანა
დიახ, ყველას მადლობა, რომ ეს ასპარეზი ხვიჩას მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადეს ქართველებისთვის

სპალეტი ხარ თუ პალეტი თუ პადონი შენ ყოფილხარ რუსეთუმე!!
გიო გიო
მადლობა სპალეტის, მადლობა მის იმ მეგობრებს რო რეკომენდაცია გაუწიეს, განურჩევლად ერისა სქესისა და სარწმუნოებისა, ყველა ვარიანტში ხვიჩას სიკეთე გაუკეთეს და ეხლა იქ არის სადაც არის, წარმატებები უსურვოთ დღევანდელ მატჩში (და არამარტო დღევანდელში)
zura222
მე თავიდანვე არ მომეწონა კვარას ნაპოლიში წასვლა და აქაც დავწერე ძალიან კარგად ვიცნობ სამხრეთ იტალიელებს(4 წელი ვიცხოვრე ბარიში სალერნოში და ნეაპოლში)მაშინაც ვწერდი რომ სამხრეთ იტრალია მძარცველების ქურდბაცაცების და აფერისტების ბუდეა და ამ მხარის კრიმინალური დედაქალაქი ნეაპოლია! ნეაპოლში სანამ ქალაქში გახვალ ბეჭედი საათი საფულე სასტუმროში უნდა დატოვო თუმცა ეგეც არაა გამოსავალი იმიტომ რომ სასტუმროს გაქურდვებიც არაა იშვიათი თანაც მეტწილად იმავე სასტუმროს თანამშრომლები ქურდობენ!და რომ უჩივლებ დირექციასთან იქ გეტყვიან ხოო მართალი ხართ მაგრამ ის რომ გავაგდოთ იმაზე უარესი მოვაო D ქალაქში რომ ივლი ყველაფერი ერთ ჯიბეში უნდაშეინახო და ხელი იმ ჯიბეში გქონდეს სულ თორემ ისე დაგიცარიელებენ ვერც გაიგებ ! "შიპაჩობის" უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან ! და ნაპოლის ეგ "სიკეთეები" ხვიჩამაც გამოსცადა საკუთარ თავზე ყველას ახსოვს სახლში რომ დაადგნენ მძარცველები იარაღით @ იმ შემთხვევამდე ხვიჩა ანგრევდა ყველას და ყველაფერს და უცებ დაემართა კრიზისი ყველა ამბობდა რომ ტრავმის ბრალიაო(ლივერპულში რომ დაეჯახნენ და მოედანთან იმ ორმოში რომ ჩავარდა) მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის პატარა ტრავმა კი არ იყო მიზეზი (მარტო 1 თამაში გამოტოვა) მიზეზი იყო ზუსტად ის შეიარაღებული ძარცვა @ და ხვიჩამ დიდი სტრესი გადაიტანა და იმის მერე მაგრა მოუკლო თამაშს. და იმ ბებერი ვირთხა ლაურენტისის არაკაცობები არაა გასაკვირი --ნეაპოლში არაა დაბადებული მაგრამ იქ და იმ მიდამოებებშია გაზრდილი!
fani
"დე ლაურენტისი მოვიდა და მეკითხება: "მწვრთნელო, თქვენ "ნაპოლის" გაძლიერებას ქართველი კვარაცხელიათი და სამხრეთ კორეელი კიმით მართლა აპირებთ?!" . არამზადა და არაკაცი (დე ლაურენტისი)
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა