საკლუბო ფეხბურთი შესვენებისათვის ემზადება. შაბათს, 17 მაისს (23:00 საათზე ყველა მატჩი ერთდოულად), საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება, ხვიჩა კვარაცხელია (2 გოლი, 3 შედეგიანი პასი აქვს) და პსჟ კი ოქროს მედლებით დაჯილდოვდებიან.

პარიზელებს მთელი ყურადღება მომდევნო ორ შაბათზე აქვთ, როცა ჯერ ქვეყნის თასის ფინალში ითამაშებენ, შემდეგ - ჩემპიონთა ლიგის. საკუთარ მოედანზე "ოსერთან" შეხვედრაში გუნდს ერთადერთი ინტერესი ის თუ ექნება, პირველ წრეში ისინი სტუმრად ვერ დაამარცხეს.

ევროტურნირებისთვის გიორგი მიქაუტაძის (სეზონში 11 გოლი, 6 პასი) "ლიონი" იბრძვის, ზურიკო დავითაშვილის (9 გოლი, 7 საგოლე პასი) "სენტ ეტიენი" კი გადარჩენისთვის, თუმცა ცუდი ისაა, რომ ეს გუნდები მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ არიან. ლიონელები "ანჟეს" უმასპინძლებენ, ზურიკოს გუნდი - "ტულუზას".

ლაკაზეტი "ლიონში" ბოლო მატჩს ჩაატარებს, შესაბამისად, მიქაუტაძემ მომავალ სეზონში უფრო მეტიც უნდა ითამაშოს და შედეგიანადაც. რაც შეეხება დავითაშვილს, მას უფრო ამბიციურ გუნდში ველით, სადაც მისი ინდივიდუალური შედეგები "წყალში არ ჩაიყრება".

შაბათს ბუნდესლიგაც სრულდება. მთავარია, ბუდუ ზივზივაძის (2 გოლი, 3 პასი) "ჰაიდენჰაიმი" გავარდნას გადაურჩა. ზუსტად მაგ დროს გადაწყდება, მეორე ბუნდესლიგიდან დაწინაურებისთვის ვინ იბრძოლებს და ქართველის გუნდს ოტმატჩიანი დაპირისპირება ვისთან მოუწევს. ბოლო ტურში შინ "ვერდერთან" (17:30 სთ) გამარჯვების შემთხვევაშიც, ბურთების ბალანსიდან გამომდინარე, ისინი ბუნდესლიგაში პირდაპირ ვერ დარჩებიან.

შაბათს, 18:15 საათზე, გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრას "დეპორტივისთან" კვლავ ეცდება. იმედია, გიორგი ქოჩორაშვილის "გრანადა" "ლა ლიგაში" პირდაპირ აღზევდება.

ბოლო ორი ტურია ჩასატარებელი ესპანეთსა და იტალიაში. თუკი გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" უმოტივაციოა (კვირას, 21:00 საათზე, ბილბაოს ესტუმრება), საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" გადარჩენისთვის იბრძვის და უკვე გავარდნილ "მონცას" კვირას, 22:45 საათზე ესტუმრება. სერია "ა"-ში "ნაპოლისა" და "ინტერის" საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება.

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
[VIDEO] გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლი" "ნაპოლის" ვერ გაუმკლავდა
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
დავითაშვილმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
[VIDEO] დავითაშვილმა "სტრასბურგს" მაგარი გოლი გაუტანა
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
იტალიური გრანდი მიქაუტაძით კვლავ ინტერესდება - რას წერს Tuttosport-ი?
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
ზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
თურქული მედია დავითაშვილის "ბეშიქთაშში" შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
დღეს ხვიჩა ითამაშებს? - ტონუსში ყოფნა თუ დასვენება...
თურქული გრანდი ზაფხულში დავითაშვილის შეძენას ეცდება
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება