თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონობას მიუახლოვდა. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო და სუპერლიგის ჩემპიონობას 1 გამარჯვება აშორებს. აქამდე თსუ მხოლოდ ერთხელ – 2022-2023 წლების სეზონში ყოფილა ჩემპიონი და ახლა ქართული კალათბურთის მწვერვალამდე 1 ნაბიჯი აკლია.

აქამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა, როცა ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენილი გუნდი ჩემპიონი გახდა. ეს შორეულ, 1998 წელს იყო, როცა რუსთავის აზოტი 2:0 უგებდა ვითას და შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი წააგო. იგივე რომ განმეორდეს, ქუთაისმა ზედიზედ 3 შეხვედრა უნდა მოიგოს, მათ შორის მომავალი 2 მატჩი თბილისში, თუმცა 25 მაისს თსუ-ს გამარჯვების შემთხვევაში სერია მშრალი ანგარიშით შეწყდება.

არავინ იცის, რა მოხდება, თუმცა თსუ-ს უდიდესი უპირატესობა აქვს. სადაც ქუთაისში, მეტოქის ქომაგებით სავსე დარბაზში იმარჯვა, თბილისში გამარჯვების უკეთესი შანსები აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს ქუთაისში ქომაგობა არ აკლდა. მართალია, რაოდენობით ქუთაისელებთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ, მაგრამ სტუდენტები არ გაჩერებულან და მთელი შეხვედრა ომახიანად და მხურვალედ ქომაგობდნენ თსუ-ს.

არადა, ქუთაისმა გააბათილა 18-ქულიანი ჩამორჩენა და ბოლო წუთზე იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლო შეტევაში გამოეპარა დევონტრე ტომასი, მატჩის გმირი თსუ-ს ფორვარდი, რომელმაც მანამდე ხომ ხელი არ დააკლო ქუთაისელებს და საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე გამარჯვების სამქულიანი ჩაუგდო. ბოლო შეტევის წინ თსუ ქულით აგებდა, როცა წუთშესვენება აიღო და მწვრთნელმა გადამწყვეტი შეტევა დაგეგმა. გეგმის მიხედვით ბურთი ცენტრთან, კარსონ ბაშამთან საჯარიმოში ჩაიტანეს, რომელსაც მჭიდროდ მეურვეობდნენ. ბაშამმა ბურთი პერიმეტრზე მიტოვებულ ტომასს მიაწოდა, რომელმაც სამქულიანით თსუ 86:84 (სტატისტიკა) დააწინაურა.

ყველაფრის მიუხედავად ქუთაისს დარჩა შანსი. დარჩენილ 13 წამში მასპინძლებმა შეუტიეს, მაგრამ ისევე როგორც თითქმის მთელი თამაში, თსუ-ელებმა ბოლო შეტევაშიც დიდებული დაცვა დააყენეს და ელაია ჯოინერმა ყველაზე მთავარი გარღვევა გააცუდა. ბურთი ტომასმა მოახსნა, მეტოქის ფარისკენ დაიძრა, თუმცა საფინალო სირენამ მოედნის ცენტრში მოუსწრო და მატჩიც დასრულდა.

ტომასმა შეხვედრა 32 ქულით დაასრულა. მან ქუთაისს მხოლოდ პირველ მეოთხედში 16 ქულა ჩაუგდო. 17 ქულა დააგროვა გლენ აბრამმა, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისში 21 ქულით საუკეთესო იყო მარქილ სმიტი. 15 ქულა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა.

ფინალური სერიის მე-3 მატჩი 25 მაისს, თბილისი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF

ლა მასია
ხარისხიანი და კვალიფიციური ლეგიონერი - წარმატების ფორმულაა? დაუბერდა ქუთაისს ძველი გვარდია დვალიშვილი, ბექაური, ბერიშვილი - ამათ თუ თამაში წაუვიდა ვერავინ აჩერებთ, თუ არა და ცოდოა მარტო ოჩხიკიძე-სულაბერიძე, ჯოინერიც ბოლო ტრამვის მერე ვერ იყო , მეორე- სმიტი კი ვერა და ვერ ათამაშდა სრული ძალებით. ისე 12 კაცი რომ არის „სასტავში“ უნდა იყოს 12 და არა 8,5 :) რა ქნან გუნდებმა არ ჰყოფნით ყველაზე - და კორსანტია ის ტყუილად არ გახდა რეგულარულის მვპ. გიო სუპერია, ოჩხი-სულა-კორსნტია და კარგი ახალგაზდული გუნდი გვინდა მომავალში!!!
თემური
წინ გამარჯვებისკენ ყოჩაღ თსუ
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თსუ vs "გიოტინგენი" | ფიბა-ევროპის თასის მორიგი მატჩი თბილისში
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს