ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა "ლეიმა კორუნა ბასკეტმა" მორიგი მარცხი იწვნია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბექა ბურჯანაძის გუნდმა სტუმრად "მურსიასთან" წააგო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 105:93 დასრულდა.

ბურჯანაძემ, რომელმაც წინა ტურში "ბარსელონასთან" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, სასტარტო ხუთეულში იყო. ბექამ კორუნელთაგან ყველაზე მეტი – 27:44 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ოთხივე ორქულიანი ააცილა, სამაგიეროდ ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 10 საჯარიმოდან მიზანში 6 გაარტყა.

ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა, რაც "კორუნა ბასკეტში" მე-3 შედეგი გახლდათ. ამ მხრივ საუკეთესო ფილ სკრაბი იყო (22), შემდეგ კი ოლე ლუნდკვისტი (19) მოდის.

"ლეიმა კორუნას" 7 მოგება და 26 მარცხი აქვს და ბლო ადგილზე. ბოლო, 34-ე ტურში ბურჯანაძის გუნდი "ბასკონიას" უმასპინძლებს.

GBF.GE

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
ბურჯანაძის 9 ქულა "მურსიასთან" | "კორუნამ" სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
ოფიციალურად: "რეალმა" მთავარ მწვრთნელად ხაბი ალონსოს დანიშვნა გამოაცხადა
"დინამო თბილისმა" "ტორპედოს" მოუგო, "დილამ" ფოთში იმარჯვა...
ლუის ენრიკე: "კვარა" სამშაბათის ვარჯიშისთვის მზად იქნება
Geo Team-ი კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] კვარაცხელიამ ვერ ითამაშა - პსჟ თასის მფლობელი გახდა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ბოლო წუთამდე სასტარტოში იყო - კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი
ლანდო ნორისის პოული - F1 მონტე კარლოს ესტუმრა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ნონსენსი. ეკუთვნის, მაგრამ არ ეკუთვნისო - კვარაცხელია ორგზის ჩემპიონი ერთი მედლით
პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
"ამას მხოლოდ კონტე თუ მოახერხებდა" - "ნაპოლის" კაპიტანი სკუდეტოს მოგების შემდეგ
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან