ავსტრიული krone-ს ცნობით, ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვების შემდეგ, შეიძლება „შტურმს“ შოკისმომგვრელი სიახლე ელის, რაც დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან სამი ფეხბურთელის წასვლის გარდა, არაა გამორიცხული, კლუბი გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს.

აღნიშნულია, რომ „შტურმში“ ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც, შესაძლოა, უფრო მასშტაბური გახდეს, რამეთუ ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ 29 წლის კიტეიშვილის დამატებას პრემიერლიგაში დაბრუნებული „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ განიხილავენ.

გამოცემა წერს, რომ ოთარმა იანვარში გრაცულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა და მისი წასვლა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

ქართველმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ფასი 5 მილიონი ევროა.

ალექსანდრე
ავსტრიის ჩემპიონობა ორჯერ, გარანტირებული ლიგა, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ზედიზედ ორჯერ, კაპიტნობა.. რავი, ასეთი გარემოდან წასვლა მის ასაკში და სრულიად ახალ რეალობაში მოხვედრა ყველანაირი თვალსაზრისით, ბუნდოვანი მომავლით და სუსტი გუნდით არამგონია მიზანშეწონილი გადაწყვეტილება. გაცილებით მეტს იმსახურებს კიტე ვიდრე პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდია. ისევე როგორც ზურიკო ან ჩაკვე.
Zviadi
დააბრუნეთ ძველი დიზაინი საიტზე. შემოსვლა მეზარება უკვე, გამოხვალ სტატიიდან და იმის მაგივრად ინ ადგილზე დამსვას სადაც ვიყავი, ისევ თავში მაბრუნებს საიტზე. არ მოგვწონს
აკაპულკო
გულწრფელად მაინტერესებს ბუდუს რა საფეზბურთო უნარები/ტალანტი აქვს ისეთი, რის გამოც ბუნდესლიგის ლიდერებმა ან საშუალოზე მაღალი კლასის გუნდებმა უნდა გადაიყვანონ?
Bacho
არამგონია წავიდეს, ჩემპიონთალიგაზე თამაშს ამჯობინებს ჩემი აზრით, თან უკვე 29 წლისაა
Porto
ასეთი რეგვენობის დაწერას ჯობდა ნაყინი გეყიდა ახლა კიდე რამდენმა ადამიანმა გახსენა, მოიკითხა შენი ახლობლები. რა გინდოდა?? :)))))))))))))))
კობუჩი
ანუ ამ საიტის ახალი ფორმატი შეგვრჩა და მივეჩვიეთ უკვე ? კომენტარების ნაკლებობას კი განვიცდით
ქართველი
შენ დარჩი სადაც გდიხარ თუ კაია, და ერთი ადგილი დააყენე(თ) თორე რაც მოგივათ თქვენ თავს დააბრალეთ მერე
ქომაგი
ჩემთვის გაუგებარია რატომ არ წაიყვანა კიტეიშვილი ტოპ-5 ლიგის რომელიმე მოწინავე გუნდმა, თავისუფლად ითამაშებს კიტე სიტყვაზე ნაპოლის, დორტმუნდის ან აინტრახტის დონის გუნდში, თან სატრანსფერო ფასიც დაბალი აქვს არადა ისეთ ფეხბურთელებში იხდიან თუნდაც პრემიერლიგის გუნდები 25-30 მილიონს კიტეს დონესთან ახლოსაც, რომ ვერ მივლენ. კარგი იქნება თუ პრემიერლიგის ისეთ გუნდში მოხვდება, რომელიც არ იქნება გავარდნის კანდიდატი. მაგარი იქნება წელს კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე პრემიერლიგის გუნდებში თუ გადავლენ, წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს.
დარჩი ჯობია
რჩევა- უკვე ბებერია, დარჩეს ან დუბაის მიაშუროს რონალდოსთან ან მესის მაიამისკენ ( თუ ეპატიჟება ვინმე). პრემიერლიგაში ვოლკები არიან, ახალგაზრდები, კიტე კი უკვე 30 ხდება. მისი გადასაწყვეტია
გიგო პაპა
პრემიერლიგის საშუალო დონის გუნდებმა მაინც ხომ უნდა დაუძახონ? რა ამბავია ეს მაჩანჩალა გუნდები? ჯერ ზურიკო და ბუდუ, ეხლა ალბათ ჩაკვე და კიტე იქნებიან. მერე ისევ დაქვეითდებიან და დრო კი გარბის. აგენტები მუშაობენ ცუდად. აბა კიტე 5 მილიონზე მეტი არ უნდა ღირდეს, კაცი ორგზის ქვეყნის საუკეთესოდ დასახელდა.

კიტემ შრომით ბევრს მიაღწია - ავსტრიაში გუნდი კაპიტანი იყო და ზედიზედ ორჯერ საუკეთესო, ჩამოთვალეთ აბა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რომელი გახსენდებათ თუნდაც მეორე ეშელონის ჩემპიონატებში. ტრავმები რომ არა, გაცილებით წარმატებული კარიერა ექნებოდა. ახლა კი იქ უნდა წავიდეს სადაც უკეთეს და ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებენ. წარმატებები კიტე!
tngh
ჩემის აზრით, "კიტე" სჯობს ავსტრიაში დარჩეს!!!
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება დამაიმედებელი სიახლეა - პსჟ პარასკევს მიუნხენში გაემგზავრება
გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
როგორია "კვარას" მდგომარეობა? - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
მისი "კვარას" ტრანსფერში ჩართვა სურდათ - "ნაპოლი" პსჟ-ს გარემარბის შეძენას ცდილობს
[VIDEO] როცა ქალაქის მერი "იუვენტუსის" ფანია - რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს "კალიარისთან" საჩემპიონო მატჩის დროს
რონალდო "ალ ნასრიდან" მიდის? - დიდი ალბათობით, პორტუგალიელი საუდის არაბეთის კლუბს დატოვებს
მიდის თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე "ინტერიდან" - ინძაგიმ შეკითხვას უპასუხა
დე ლაურენტისი: სკუდეტო ვარსკვლავის, "კვარას" გარეშე მოიპოვა - უნდა ჩავეხუტო კონტეს
"ნაპოლი" 45 მილიონად შეფასებულ თავდამსხმელს უფასოდ ჩაიგდებს ხელში
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "ელვერსბერგს" მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩა
მიქაუტაძის თანაგუნდელი შეიძლება "ლივერპულში" გადავიდეს
ქართველები ევროტურნირების ფინალში
OneFootball: "ბლეფი"? - კვარაცხელიას უთამაშებლობა შეიძლება ლუის ენრიკეს მანიპულაცია იყოს
Ballon d'Or 2025: რომელ ადგილზეა პრეტენდენტებში "კვარა"?
ეს უკვე რეალურია - კიტეიშვილს პრემიერლიგის კლუბები ეპატიჟებიან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქუთაისმა თსუ დაამარცხა და ფინალურ სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირა
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]
ხვიჩას ფლანგელი ბარკოლას დასაწყისი ძმასთან ერთად, 6 და-ძმა, ორმაგი მოქალაქეობა და სხვადასხვა ნაკრები...