კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის პირველი მატჩი გაიმართა. გორის "დილა" შინ აგებდა "დინამო თბილისთან", მაგრამ შოთა შეყილაძის ლამაზი გოლებით გაიმარჯვა - 2:1.

დილა 2:1 დინამო თბ

გორის "დილამ" ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიმარჯვა და მეორე ადგილი უფრო გაიმყარა. ამ ხუთი შეხვედრიდან სამი იყო ისეთი, რომელშიც გორელები აგებდნენ და მაინც სამი ქულა მოიპოვეს...

ისიც აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისს" არაერთი ფეხბურთელი აკლდა. თავიდან სწორედ დინამოელები დაწინაურდნენ: კუთხურს მოჰყვა ირაკლი იაკობიძის თავურით პასი და ლეო ასენსეუმ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში. ეს ლეო ასუნსეუს მეოთხე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დილამ" პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, კერძოდ, შოთა შეყილაძემ ბრწყინვალე ინდივიდუალურ მოქმედებას ზუსტი დარტყმაც მიაყოლა.

52-ე წუთზე კი ისევ შეყილაძემ გაიტანა. მან ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში. ესეც ლამაზი გოლი გამოვიდა - 2:1. შოთას ჰეთ-თრიქამდე ცოტა დააკლდა, ხარიხას მოარტყა ბურთი...შეყილაძეს წლეულს 8 გოლი მოუგროვდა.

85-ე წუთზე "დინამო თბილისი" ათი კაცით დარჩა, რადგან ჯაბა კანკავა გულშემატკივრებთან დაპირისპირების გამო გააძევეს. ჯაბას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს მისი მეორე წითელი ბარათია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბოლოს "დილას" ჰქონდა მომენტები, ირაკლი ბუღრიძემ ძელს მოარტყა ბურთი, ორ მომენტში მეკარე სტეფან სიკაჩმა ითამაშა კარგად. საბოლოოდ 2:1.

erovnuliliga.ge

ჯიმი
ტრიბუნებიდან რომ ბილწსიტყვაობენ არა კაცური საქციელია შეძლებისდაგვარად უნდა გაკონტროლდეს დადაისაჯოს
tngh
გორელმა შ. შეყილაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა!!! ზ. ზიდანის სტილში!!!
ეჰჰჰა
რა გაიკვირვეთ გინება სტადიონზე, რა პირველად შეაგინეს? სტადიონი არის საგინებელი ადგილი. თუ ფეხბურთელობა გინდა უნდა აიტანო აღარ უნდა კანკავას ფეხბურთის თამაში მაგრამ ხელფასი უნდა და გამოდის ყველა თამაშზე და წითლებს იღებს
კობუჩი
რა ხდება ამ გორში რას აიმყრალეთ პირი. როგორ შეიძლება ქართველმა ქართველს ასე აგინო და გამოიყვანო მდგომარეობიდან. პირველი შემთხვევა არაა და წესიერ გორელ გულშემატკივარსაც ჩირქს გცხებთ ეგეთი არარაობები, მოაკეტინეთ მაინც. რა პირით აგინებ 17-18 წლის ბიჭები დარბიან სტადიონზე ან კანკავას როგორ უნდა აგინო კაცობის და პატიოსნების მაგალითია ბიჭი
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
მამადუ სახო "ტორპედოდან" წავიდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
ანდორა - საქართველო | ერთა ლიგის მეხუთე მატჩი
სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი იოჰან კრუიფის ინსტიტუტთან ერთად
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
სავსე ტრიბუნების დროა!
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
"ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს" - ზინედინ ზიდანი
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
"დილას" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] ჩელსიმ" "ბეტისს" თამაში შემოუტრიალა და კონფერენს ლიგა მოიგო
"ინტერი" თუ პსჟ? - რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
სულ გაგიჟდნენ - ოსიმენს "ალ ჰილალმა" წარმოუდგენელი ხელფასი შესთავაზა
საბო: არ მგონია სუდაკოვი "ნაპოლისთვის" და "იუვენტუსისთვის" საჭირო ფეხბურთელი იყოს
დემბელე: ტიტული გვწყურია - მე, კვარაცხელიას და დუეს ერთად თამაში ძალიან მოგვწონს
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია