რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა გრძელდება. მეამე წელია, აღნიშნულ პროგრამას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, კერძოდ კი მისი რეგიონული განვითარების დეპარტამენტი ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს და ის ქვეყნის მასშტაბით რეგიონების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას გულისხმობს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან და მის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა რეგიონებში დადიან და საკალათბურთო სკოლებისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სახის ატრიბუტიკა ჩააქვთ.

აღნიშნული ინვენტარით მომარაგების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth development Fund) შეთანხმებით ტაბლოები შეიძინა, რომლებსაც საჩუქრად გადასცემს ყველა იმ დარბაზს, სადაც საკალათბურთო წრეები ფუნქციონირებენ. აქამდეც არაერთი რეგიონის დარბაზი მომარაგდა თანამედროვე, სტანდარტული საკალათბურთო ფარებით, ამჯერად კი კიდევ 4 ქალაქს შეემატა აღნიშნული ინვენტარი. ფედერაციის წარმომადგენლები ქუთაისს, ხარაგაულს, წყალტუბოს და ზუგდიდს ესტუმრნენ, სადაც საჩუქრად თანამედროვე ტაბლოები ჩაიტანეს. ქუთაისში ტაბლო არ გააჩნდა ახალგახსნილ საკალათბურთო სკოლა Level Up-ს და ეს პრობლემა დღეს უკვე გადაჭრილია. რაც შეეხება ხარაგაულს, წყალტუბოს და ზუგდიდს, ამ ქალაქებში აქტიური საკალათბურთო ვარჯიშების მიუხედავად, დარბაზებს არ გააჩნდათ ტაბლოები, რაც ოფიციალური თამაშებისა და ტურნირების ჩატარებას გამორიცხავდა. ამიერიდან აღნიშნულ ქალაქებსა და დარბაზებს საშუალება ექნებათ, ყველა სტანდარტის დაცვით უმასპინძლონ საკალათბურთო მატჩებს, რაც სპორის ამ სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი და საუკეთესო საშუალებაა.

რეგიონული განვითარების დეპარტამენტი აგრძელებს საქმიანობას და ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებს ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარით დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ყველა საკალათბურთო სკოლამ მიიღო ფიბა-ს პროგრამით გათვალისწინებული ინვენტარი და კარგა ხანია, არსებულის შევსება და ახალი, მოდერნიზებული ინვენტარით მომარაგება მიმდინარეობს.

GBF

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
კიტეიშვილის "შტურმი" ნორვეგიაში განადგურდა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
უკრაინულ-რუსული ცივი ომი პსჟ-ში - საქმეში ფეხბურთელების მეუღლეები ჩაერთვნენ
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
პსჟ "სოსიედადის" იაპონელი შემტევით დაინტერესდა
"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის
"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
[VIDEO] "ჩვენ აქ რუსულად არ ვსაუბრობთ, ეს უკრაინის ჩემპიონატია!" - რა მოხდა უკრაინის ქალთა საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
რაფაელ ლეაო სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს
Le Parisien: ლუის ენრიკემ ზაბარნისთან დაკავშირებით ახალი გეგმა დასახა
სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე
[VIDEO] ქოჩორაშვილის ფავორიტი ქართული კერძების ათეული - რა ვიდეოს აქვეყნებს "სპორტინგი"
ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
პსჟ მზადაა დონარუმა ნახევარ ფასში გაყიდოს