28 მაისს, ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის "დილამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, მატჩის 85-ე წუთზე თბილისელთაგან ფანებთან დაპირისპირების გამო ჯაბა კანკავა გააძევეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა გორის "დილამ" და ფედერაციას კანკავას წითელი ბარათის გაუქმება მოსთხოვა.

საფეხბურთო კლუბ ,,დილას" განცხადება"

გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ დილა - დინამო თბილისის მატჩში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით, პირველ რიგში გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უპირობო პატივისცემა, როგორც კონკრეტულად ჯაბა კანკავას, როგორც ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ფეხბურთელისადმი, ასევე ზოგადად თბილისის ,,დინამოს" ყველა ფეხბურთელის და წევრის მიმართ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თხოვნით მივმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს, ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმებების თაობაზე.

თავდაპირველად ჩვენ არ გვსურდა, აღნიშნული ეპიზოდზე ასეთი დეტალური ჩაღრმავება, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საკითხს მოყვა არაერთი სახის სპეკულაცია, მათ შორის არასპორტულ ჭრილშიც, ამიტომ მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილია მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის.

ასევე ვაკონკრეტებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გრძელდებოდა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში და იგი არ ყოფილა განგრძობითი მთელი მატჩის განმავლობაში. აქვე გვსურს უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას გადავუხადოთ დიდი მადლობა უშუალოდ ინციდენტის დროს მაღალ დონეზე რეაგირებისა და მაღალი რისკის საფრთხის თავიდან აცილებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ დინამოს ფეხბურთელები სრული შემადგენლობით, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მივიდნენ აღნიშნულ ტრიბუნასთან საიდანაც მიიღეს მხოლოდ პატივისცემა და აპლოდისმენტები, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის მხრიდან სწორი ფასეულობების ქონას. ფეხბურთის ფუნდამენტური პრინციპის - პატივისცემის დაცვას, და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენს კლუბს საქართველოში ერთ ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს", - წერია განცხადებაში

დათო
ერთგან გავაკეთე კომენტარი გინებასთან დაკავშირებით, თითქოს რა მოხდა ისეთი რაც არ მომხდარათქო. საქმის არსში არ ვიყავი ჩახედული კარგად და მერე რაც გავიგე, ჩემმა კომენტარმა შემაწუხა, ბოდიშს ვიხდი იმ კომენტარის გამო. ეს მაგინებლები, ეს გარეწრები უნდა დაისაჯონ ისე, რომ მეზობელმაც კი გამარჯობა არ უნდა უთხრას ასეთ ხალხს. ორი აზრი არაა, დასაგმობია...
DVB
მახსოვს, ბავშვობაში (როცა ახალი დაწყებული მქონდა სტადიონზე სიარული) უფროსი თაობის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა როგორ დატუქსა გვერდით მჯდომი ყმაწვილი... შემდეგ მოგვიბრუნდა ახალგაზრდა თაობას და მოგვისებური დარიგება მოგვცა: (ახლაც თვალწინ მიდგას ეგ კადრი!) "გულშემატკივარმა ფეხბურთელს არ უნდა აგინოს"!!! მსაჯს კიდევ ხო (არავინ გამოხტეთ ახლა, მსაჯს ყველგან აგინებენ!) მაგრამ ფეხბურთელს: არასოდეს!!! მადლობა ღემრთს, სანამ საქართველოში ვცხოვრობდი მომეცა შანსი, იგივე დარიგება მიმეცა ახალგაზრდებისთვის... P.S: კანკავას შეგნებულად არ შევეხე, იმხელა ღვაწლი აქვს მაგ ადამიანს საქართველოსთვის და ვინც იცნობს მას პირადად ყველა დამეთანხმება - სულით და გულით, მთელი მრწამსით ნაღდი ქართველი კაცია!!! პლუს ამას, სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი რომც იყოს (ღვაწლმოსილი, დანწყები, მხცოვანი თუ ახალგაზრდა!) აბა დაფიქრდით - დღეს რომ აგინო და ხვალ თქვენს კლუბში გადმოვიდეს... რა "პასუხს აძლევთ სინდისს"??? გვერდით მჯდომ ჭეშმარიტ ქომაგს??? მომავალ თაობას???
gio
ჩვენი ერის გამოსწორება ვერ იქნება უფლის მეორედ მოსვლამდე, ყველაზე არ ვამბობ ამას მაგრამ უმრავლესობა ერთმანეთს არაკაცობაში ეჯიბრება... ვაი ჩემო საქართველო საით მიექანები ,, დაღმართზე დაგორებული ლოდივი-თ " როგორც ჩვენმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა !!!
ჟორა გაბრიჭიძე
ვისაც არ უნდა ჰკითხო საქართველოში გეტყვის, რომ საქართველოში ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ. ეს არასწორია და საქართველოში გულშემატკივრები აზრზე არ არიან რა არის იყო გუნდის გულშემატკივარი. იყო გუნდის გულშემატკივარი ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში გუნდთან ერთად ხარ. მასთან ერთად ხარობ გამარჯვებით და სწუხარ დამარცხებას. ჩვენთან კი გაიმარჯვებს გუნდი ხარობენ და ერთი ამბავი აქვთ, აგებს გუნდი და დედას აგინებენ გუდის მეპატრონიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული, ესაა ჩვენი გულშემატკივრობა? ყველაფერს, რომ დასავლეთიდან ვიღებთ, იქნებ ესეც გადმოვიღოთ იქიდან? ხომ ხედავთ ყველა ქვეყნის ჩემპიონატში სავსეა ტრიბუნები და არააქვს მნიშვნელობა გუნდი იგებს თუ აგებს, მთელი შეხვედრის მანძილზე გუგუნებს სტადიონი და დამარცხებულ გუნდს კი არ აგინებენ, არამედ ტაშს უკრავენ და ამხნევებენ, იმ იმედით, რომ შემდეგ თამაშს მოიგებენ.
ბს
ხო აბა კაცო! ოპოზიცია თორე პოზიცია ხომ რას ამბობ სულ სალიტერატურო ენით საუბრობს. გამოხტა ესეც დამცველი , ვაი შენს პატრონს
გორი
შარშანაც იგივი იყო უბრალოდ მაშინ ჯაბა არიყო და სხვა ფეხბურთელებს აგინებდნე მარა რა მნიშვნელიბა აქვს და აქ რო დავწერე რაც მოხდა აქ იცინოდნენ და მითხრეს რო არ იარო შენ სტადიონზეო სახლიდან უყურეო ))) ამათი გამოსწორება არიქნება
ირმა
რატომ არ წერთ, რა მიზეზით აგინებდნენ, დედას რას ერჩოდნენ. არა მგონია მარტო გინების ამბავი იყოს მანდ.
tng-ს
ზარქუას,ყაველაშვილის,სამხარაძის,რამიშვილის პატრონებს რა გაკვირვებთ??
იკა
ბოდიში თავდადებულო კაპიტანო, ბავშვები არიან ჯერ ბევრი აქვთ სასწავლი
თბილისელი
ჯიგრები ხართ გორელები. კარგი სადღეგრძელო გამოგივიდათ.ამას ყანწით ხელში თუ ეტყვი ფედერაციას ( ანდა "კარტოჩკაზე" 2 გრამი კოკაინით) უფრო ლამაზი და დამაჯერებელი იქნება. დედის გინებაში ქვეყანა რომ დაოსტატდა ყველასთვის ნათელია. აგე გინდა "პრეზიდენტი",გინდა "პარლამენტარი" ზარქუა,და გინდა დიტოია სამხარაძე... იგინეს,იგინეს და მოხვდნენ იქ სადაც "ოცნებობდნე"
ოტია იოსელიანი
რას დაემსგავსა საქართველო!
tngh
ვისაც ლაკა ხოშტარიას ლექსიკა მოუსმენია... გინება არ უნდა გაუკვირდეს!!!
თეიმურაზ
რა სისულელეებს სწერ... თუ ხვდება!!!
ზ.მ.England
მერე ეს შემოტანილი დამპყრობთა მიერ ტრადიციები,ვერ უნდა ამოვძირკვოთ?რომ რომ "დავბორიალობთ",სუკუნეები დამპყრობ ურდოების,არაადამიანური ყოფის გაგებებით ათივე ქრისტიანული მცნების ფეხებზე დაკიდვით,გადაგვარების გზას დამდგარი,უსწავლელობისა გამო,ალბათ მოგვწონს ამგვარად ყოფა,უფრო ცხოველური არსებობა,გონებით მონათა უსუსურობა ....
SOS
ამ თაობაში თუ არა შემდეგ თაობაში მაინც უნდა ამოიძირკვოს სამუდამოთ და უდიდეს სირცხვილად იქცეს დედის გინება,არც ერთ ქვეყანაში არ იგინებიან ასე საზიზღრად დედის მისამართით
ნინო
გაუნათლებლობამ,უწესობამ,უზრდელობამ,თავხედობამ, წალეკა საქართველო!!
საქართველო
საშინელებაა ხალხო ეს დედის გინება,ქრისტიანულ ქვეყანას ეს არ შეგვეფერება,ეს არ არის ქართული ტრადიცია,მონღოლების შემოტანილი უბინძურესი ტრადიციაა,მას შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში როცა დაგვიპყრეს!
tngh
სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობა... გინება და მკრეხელობა გადაიქცა ჩვენი ზოგიერთი ვაი-ოპოზიციონერის და მათი აქტივისტის "საფირმო" ნიშნად... განსაკუთრებით ქალბატონენის!!!
L.J.
Respect

რატომ სჯობდა ლადო?გახმაურდა ამბავი,დაინახეს,რომ აბსოლიტური უმრავლესობა გმობს მათ საქციელს,იმასაც კარგად მიხვდნენ,რომ რაც მაგათ ჯაბას აგინეს,თვითონ მრავალ ათასჯერ მეტი გინება მიიღეს,ხალხისაგან და დარწმუნებული ვარ,არ მოეწონათ,მათ მიმართ გინება.უკვე გაურკვევიათ,ვინ არიან და სავარაუდოდ პირდაპირ მათაც ბევრი ეტყვის უსიამოვნო სიტყვებს.ასე რომ რასაც ფეხბურთლი განიცდის,ახლა მათაც მოსინჯეს და იმედი მაქვს აღარასოდეს გაიმეორებენ,მსგავსს.ეგეც არ იყოს,სხვებისთვისაც მაგალითი გახდება,რომ მსგავსად აღარ მოიქცნენ. სპორტული არენა,სპორტული შეჯიბრების ადგილია და არა გინებისა,როგორც ერთერთი აქ შემომსვლელი წერდა,სპორტულ შეჯიბრებას თავის წესები აქვს,რომელიც ჯანსაღი დაპირისპირების გამართვას ემსახურება და ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის,შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს.ასეთია სპორტული ეთიკა.
ზურა
ჯერ, არ ვაპირებდით ინციდენტში ჩაღრმავებასო, მერე კიდევ ფეხბურთელის წარმომადგენელი და ის გულშემატკივრები შეხვედრიან თურმე ერთმანეთს. ალბათ ჩაიცუცქეს და საქმე გაარჩიეს, სად ვცხვრობთ ხალხო? ან კიდევ ერთიცაა, ვინისიუსს აგინებთ რატომ რეაგირებ რასისტულ შეძახილზეო და გინება ტრიბუნიდან როდის აქეთ გახდა ფეხბურთში გასაკვირი ან ჩვენთან და ან სადმე? ფეხბურთელი რო ხარ, შეგუებული უნდა იყო ამას და არ გამიხდნენ ძველი ბიჭები? რა უბედურება გვჭირს ხალხო, თუ ვინმე გადასცდა ზღვარს და ძალადობის მცდელობაც იყო - აუკრძალონ იმ გულშემატკივარს სტადიონზე დასწრება და დაასრულონ ცივილურად. არ უნდა ამას ჩაცუცქვა და ნათესავ-მეგობრები. ეჰ, ერთ დიდ პროვინციას ვემსგავსებით დღითი დღე...
ლადო
სჯობდა საერთოდ არ დაეწერათ არაფერი.
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
მამადუ სახო "ტორპედოდან" წავიდა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უარი გიოკერესზე - "არსენალის" ნომერ პირველი სამიზნე ბენჟამინ შეშკოა
პსჟ შეთავაზებას აყოვნებს - დონარუმა ზაფხულში გუნდს შეიცვლის?
პსჟ თუ ინტერი? - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ქართველი "მხატვარი", რომლის საფეხბურთო უნარმა მამა გადაარჩინა" - The New York Times-ი ქართველზე წერს
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
ანდორა - საქართველო | ერთა ლიგის მეხუთე მატჩი
გაზრდილი ხელფასი, ტრანსფერები - დე ლაურენტისმა კონტე დარჩენაზე დაიყოლია
11 წლის შემდეგ ალეგრი "მილანში" დაბრუნდება
დე ბრუინმა დე ლაურენტისს უგანა?
L'Équipe: რატომაა "კვარა" ასეთი პოპულარული? - ბესტის მსგავსი ქართველი რაინდი
მამადუ სახო "ტორპედოდან" წავიდა
დონარუმა პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს
სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი იოჰან კრუიფის ინსტიტუტთან ერთად
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა