სოფელი ფცაში ზვიად და დურმიშხან ბერულაშვილების სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი გაიმართა
სოფელი ფცა და მისი დახურული "საჭიდაო" ქართული ჭიდაობის ქომაგებს ვერ იტევდა. ხილის ბაღებსა და სოფლის გზაჯვარედინს შორის მდებარე ამ შესანიშნავ სარბიელზე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს, ფცის გამგებლის გიორგი ბერუაშვილის, აგრეთვე "პრივატბანკის" ქარელის ფილიალის ხელშეწყობით ქართული ჭიდაობის ტრადიციულ მემორიალურ ტურნირზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზვიად და დურმიშხან ბერულაშვილების სახელები. მათი ხსოვნის ასპარეზობამ არაერთი ტიტულოვანი მოჭიდავე მოიზიდა.

შეჯიბრების სიმძაფრეს ისიც ზრდიდა, რომ დაწესებული იყო ფულადი ჯილდოები გამარჯვებულებისთვის.

ტურნირს შიდა ქართლის ადმინისტრაციის და ქარელის რაიონის თავკაცობაც ესწრებოდნენ.

მაყურებლებს ექვსი საათის განმავლობაში არ მოუცილებიათ თვალი ამფითეატრის ტიპის საჭიდაოს ტრიბუნიდან მწვავე ორთაბრძოლებისთვის. გვიან ღამით, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ნელ-ნელა აიშალნენ კმაყოფილი ქომაგები იმ იმედით, რომ მსგავსი ვნებათაღელვა და საჭიდაო მუსიკის ჰანგები კვლავ მალე აჟღერდება ფცის სარბიელზე.

შეჯიბრება ორ ნაწილად ჩატარდა.

პირველ ნაწილში ახალბედა ფალავნებმა იჯერეს გული ორთაბრძოლებით ნახერხიან წრეში. შემდეგ კი ასპარეზი შეიძლება ითქვას პროფესიონალებს დაეთმოთ.

ახალბედებში წონითი კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილები მოიპოვეს:დავით ჩაგელიშვილმა (38 კგ. ძლევიჯვარი), გიორგი დოღანაძემ (42, დირბი), გიორგი ზაკუტაშვილმა (46, ჭანდრები), გიორგი მარანელმა (50, გორი), გიორგი მეტრეველმა (55, ვაყა). გამოცდილ ფალავანთა შორის გამარჯვებულები არიან: ლაშა გიუნაშვილი (62, ძლევიჯვარი), გიორგი პაპუნაშვილი (72, გორი), ხვიჩა ხუციშვილი (82, ჭიათურა), თედო აბელაშვილი (92, უჯარმა) და პაატა ღვინიაშვილი (აბსოლუტური, რუისი).

მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თედო აბელაშვილის კარგმა ჭიდაობამ და ფალავნურმა ქცევებმა.

ფცის მემორიალური შეჯიბრება კარგ მაგალითია საქართველოს სხვა რეგიონებისთვის. სხვათა შორის, შეჯიბრებას თვალს ადევნებდა ფცის საჭიდაოს ამშენებელი სიმონ ბერუაშვილიც.

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ტოჩი" მეტოქეს სახეზე შეეხო და დოჰიოდან გაიყვანა [VIDEO]
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა