თორნიკე შენგელიას მორიგი სუპერმატჩი იტალიის სერია A-ს პლეი ოფში. ზედიზედ მეორედ, ქართველი ფორვარდის ჩაგდებული ბურთით ბოლონიურმა კლუბმა გამარჯვება მოიპოვა. წინა მატჩში სულაც შენგელიამ "ვირტუსი" გადაარჩინა, როცა "ვენეციასთან" მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში მოედანზე ტრავმირებული ბოლო წუთებზე გამოჩნდა და გამარჯვების ბურთი მიითვალა. დღეს კი შენგელიამ ნახევარფინალური სერიის გახსნის მატჩში "ოლიმპია მილანოს" საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გამარჯვების ორიანი ჩაუგდო – 68:67.

შენგელიამ მთლიანობაში 20 წუთი ითამაშა და 18 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა შესაშური მიზანი გამოავლინა და მთლიანობაში მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

საბოლოოდ შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა და ის ამ შედეგით მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შესაბამისად, თოკო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი დამსახურებით "ვირტუსი" ჯერ პლეი ოფში დარჩა და ახლა უკვე ნახევარფინალურ სერიას 1:0 იგებს. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში – 2 ივნისს გაიმართება.

GBF.GE

გიორგი
სერიოზული მიღწევააა. ევროპულ კალათბურთში მაინც უმაღლეს დონეზე სტაბილური თამაში დიდი მიღწევაა. ყოჩაღ, თორნიკე!
არჩი
ნამდვილი ლიდერია, გიჟურ ფორმაშია, ამიტომაც წაიყვანა ბარსელონამ. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ბიჭები გვყავს! ჩვენს ძიუდოისტებს წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე! ქართულ გენს გაუმარჯოს!
მალხაზ ჯობავა
მეგრელების ტრიუმფალური აღმასვლა, კვარაცხელია-ლიგის თასი, გამსახურდია-ევერესტი, შენგელია....... სულ გამარჯვებები ჯიშს და მოდგმას, საქართველოს სადიდებლად!!!
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
ოსიმენისთვის "იუვენტუსი" გამოირიცხა - დარჩა ორი ვარიანტი
წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "გრანადა" პლეი-ოფის მიღმა დარჩა
[VIDEO] პარიზში საჩემპიონო ზეიმი დაიწყო
დონარუმამ შეიძლება პსჟ დატოვოს - მიზეზი ცნობილია
ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება დაიწყო - საზონოვმა ივარჯიშა
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
"ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა" - დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] მესის დუბლი და 2 საგოლე პასი "კოლუმბუსთან"
შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში "ვირტუსი" დაწინაურდა
"მარად ჩემთანაა" - ლუის ენრიკემ გამარჯვება გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?
რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა