ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"კვარას" "ღალატი" აპატიეს - სკუდეტოს მედალი და "ოქროს ბურთი" ეკუთვნის" - ნეაპოლელი ტიფოზები ქართველს გულშემატკივრობენ

"კვარას" "ღალატი" აპატიეს - სკუდეტოს მედალი და "ოქროს ბურთი" ეკუთვნის" - ნეაპოლელი ტიფოზები ქართველს გულშემატკივრობენ

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sport Italia-ს განუცხადა, რომ თავს სერია А-ს გამარჯვებულად გრძნობს:

„ძალიამ ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. მე მართლა ვთვლი, რომ სკუდეტო მოვიპოვე, რადგან გასულ სეზონში „ნაპოლიში“ 17 მატჩი ჩავატარე. ამ გუნდის თამაშებს თვალს ვადევნებდი, მათ გამარჯვება დაიმსახურეს“.

Areanapoli წერს, რომ ქართველის იანვარში პსჟ-ში გადასვლამ ძალიან გაანაწყენა „ნაპოლის“ გულშემატკივრები, რადგან შეეძლო ედისონ კავანის და ესეკილ ლავეცის მსგავსად ზაფხულში წასულიყო, თუმცა „ღალატი“ აპატიეს და ფინალში გულშემატკივრობდნენ:

„სიმართლე ისაა, რომ „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას შორის ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაუარესდა. ფეხბურთელმა იცოდა, რომ „პარი სენ ჟერმენს“ მართლაც  მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვების მოპოვება შეეძლო. ზოგიერთი დიდი კლუბის პრობლემების გამო, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის აშკარა ფავორიტები იყვნენ. „კვარამ“ არა მხოლოდ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, არამედ ფინალში გოლიც გაიტანა.

ხვიჩამ ამ სეზონში ყველა ტიტული მოიპოვა, რაც კი შესაძლებელი იყო. ნეაპოლელი ფანები მასთან ძალიან არიან დაკავშირებული, წყენა დაივიწყეს და ტრიუმფის ერთ-ერთ გმირს მხარს უჭერდნენ. ისინი ამბობენ, რომ „კვარა“ ერთ-ერთი მათგანია. წავიდა, თუმცა ერთი რამ არ შეიცვალა: იყოს ყველგან გადამწყვეტი მნიშვნელობის. აღსანიშნავია მისი დიდი სიყვარული ყოფილი გუნდის მიმართ“.

ნეაპოლელი ულტრასების ყოფილმა ლიდერმა, ამჟამად კი ჟურნალისტმა ჯენარო მონტუირიმ კვარაცხელია შეაქო: „მან ისტორია შექმნა. წელს ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და „ოქროს ბურთი“ ეკუთვნის. სკუდეტოს ოქროს მედალს მხოლოდ იმას გადასცემენ, ვინც გუნდის წევრია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს პირველ წრეში გოლებით და საგოლე გადაცემებით შეტანილი მისი წვლილი, რაც მტკივნეული დამშვიდობებით დასრულდა“.

კომენტარები „ნაპოლის“ სხვა ქომაგებმაც გამოაქვეყნეს, რომლებიც აცხადებენ, რომ „კვარა“ დაკარგეს, ჩემპიონატი მოიგეს, ქართველის შემცვლელი ვერ მონახეს, მან ყველა ტიტული დაიმსახურა, თუმცა „ნაპოლი“ უნდა ახსოვდეს და მადლობელი იყოს.

კვარაცხელიამ გასულ სეზონში „ნაპოლიში“ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მთლიანობაში ნეაპოლურ გუნდში მის ანგარიშზე 107 შეხვედრაში 30 გოლი და 29 საგოლე პასია.

• გია

გეირჭეთ ეხლა ერთ ადგილას თქვენი სკუდეტოს მედალი!

• გიგო პაპა

იცით რაშია საქმე? ამას ვერავინ ხვდება, რომ სადაც მიდის ხვიჩა, იქ უმალვე დგება გამარჯვება და წარმატება. თანაც პირველივე წელს. სულ ვამბობდი, რომ ხვიჩა არ უნდა დარჩენილიყო მეორე წელს ნაპოლიში, როდესაც მე-10 ადგილზე გავიდნენ. ეს ბიჭი ძალიან იღბლიანია და სადაც მიდის, იმ გუნდის აურა, განწყობილება თუ შემართება ყოველთვის გამარჯვებისკენ იცვლება და ის გუნდი უძლეველი ხდება. თუ ასე არაა, მაშ რას მივაწეროთ ვარსკვლავებით დახუნძლული ნაპოლის და მით უმეტეს პსჟ-ს წარუმატებლობა ხვიჩამდე? ეს ბიჭი არის გამარჯვების სიმბოლო. ალბათ საკლუბოსაც მოიგებენ და ტოტენჰემსაც შეჭამენ მალე, ამიტომაც მგონია, რომ მიუხედავად კარგი ანაზღაურებისა, მეორე სეზონი აღარ უნდა დარჩეს მაგ გუნდში, თორემ დიდი ალბათობაა რომ ისევ ნაპოლი განმეორდეს. ყველაფერს უნდა ეცადონ, რომ ხვიჩა რეალში გადავიდეს. დარწმუნებული ვარ, სულ მინიმუმ ხვიჩას სტატისტიკა გაორმაგდება და შეიძლება სეზონზე გასამმაგდეს და 30 გოლიც კი გაიტანოს. ჯანმრთელობას ვუსურვებ კარგ ბიჭს და საქართველოს სიამაყეს. იმედია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. და კიდევ: დარწმუნებული ვარ, თუ რეალში გადავა, როგორც ბარკოლა და ელმასი ამოაგდო ძირითადიდან, ისევე ამოაგდებს მბაპეს ამოაგდებს 2-3 თამაშის შემდეგ. დაუჯერებელია? მაგრამ ნამდვილად ასე მოხდება.

• tngh

"ნაპოლიმ" მადლობა უთხრას ხვიჩას ორი ჩემპიონობისათვის... რის ღალატი, რა ღალატი!!!

• ბრუტუსი

ღალატი არა კვახი, ღალატის მნიშვნელობა დაგუგლონ

• nino

romel gundshic ar unda gadasuliyo kvara,yvelgan kvara iqneboda da gaaketebda imas rasac yoveltvis yvelgan aketebs da es saprangetshic gamochnda.xolo napoli xvichas gareshe didi albatobit skudetos ver moigebda.skeptikosebma daitvalon xvichas golebi da asistebi+tviton neapolelebi amboben,rom xvichas shemcvleli dgemde ver ipoves da bevri sxva ram.ase,rom xvicha ki ar unda iyos madlobeli (mas es ar escavleba,tavmdabali da kargad agzrdili bichia),madloblebi unda iyvnen napoli da mati tifozebi.

• ABARA

კვარას კი არ აპატიეს ღალატი, კვარამ აქეთ აპატია:დაუფასებლობა, აბუჩად აგდება, უმადურობა. ძალიან დიდხანს ითმინა ბიჭმა, რომელმაც სკუდეტო მოაგებინა გუნდს 33 წლის შემდეგ, მისვლის პირველივე სეზონში და რომელიც ხელფასის მიხედვით top ათეულშიც კი არ შედიოდა. წაავიდა იქ, სადაც დამსახურებული პატივისცემა და სათანადო პირობები შესთავაზეს, წავიდა ჩუმად და სკანდალების გარეშე. მოიგო ლიგა ერთი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა! დე ლაურენტისმა და უმადურმა ნეაპოლეტანელებმა ჯობს ხმა ჩაიწყვიტონ ბოდიში მოუხადონ და მადლობლები დარჩნენ იმის გამო, რაც მისი წყალობით ეღირსათ!

• WTF

ხვიჩა ნაპოლიმ შეიძინა დაბალ ფასად, ორწელიწად ნახევარი ითამაშა "დამლაგებლის" ხელფასზე, თასი მოაგებინა გუნდს 30 წლიანი ლოდინის შემდეგ, წავიდა და გუნდს მნიშვნელოვანი თანხა მოუტანა. ესენი რა ღალატზე საუბრობენ.

• ბორის მამისაშვილი

ხვიჩა მოღალატე არაა მოღალატე ისაა ვინც ამ დონის ფეხბურთელს სამარცხვინო ხელფასს უხდიდა

• მალხაზ ჯობავა

ოდნავ იუმორის გრძნობა რომ გქონია, ისიც დადებითია შენისთანა ადამიანისთვის. მიაწექი მაგ ჩვენებას, მაგრამ უფრო დამძიმდები და ცუდია სულისთვის.

• გურულო

მაინც თავისას უბერავდა ეს პროჭი იტალიაშკები, ნაპოლი უნდა ახსოვდეს, თუ ნაპოლის უნდა ახსოვდეს პროქებო?!

• ნანი ფუტკარაძე

ხვიჩა გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, უფალმა დაგლოცოთ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ თქვენი ლამაზი ოჯახით,გაიხარე საქართველო საამაყო ვაჟკაცო,შენ გაიხარე.

• ჯიმა ხოხობავა

ერთი ჩემპიონთა ლიგაც და შეუძლია მერობაზე გაიქაჩოს კვარას....რამდენი ხანია მეგრელი მერი არ გვყოლია:)))

• სტუმარი

კი, კვარას გოლი განსაკუთრებით გაუხარდათ, მაგრამ ნეაპოლელები ისედაც უგულშემატკივრებდნენ პსჟ-ს ისევე, როგორც მარსელელები გულშემატკივრობდნენ ინტერს

• bego

ასეთი ტალანტი იშვიათია უფალმა დაგლოცოს ოჯახთან ერთად წინ წარმატებისკენ გაუხსნას გზა.

უმადურები!არ სჭირდება კვარას თქვენი დამადლებული არაფერი!

განახლებული ხელშეკრულება კი შესთავაზეს,მაგრამ ეს ის შეთავაზება არ იყო,რაც ხვიჩას დააკმაყოფილებდა.მეორე მხრივ,მაინც მგონია,რომ რაც უნდა შეეთავაზებინათ,კვარა მაინც უარს იტყოდა,რადგან მანამდე,მთელი წინა სეზონი,დე ლაურენტისი მას ძალიან აგდებით ეკიდებოდა და სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე.რა თქმა უნდა კარგად ხედავდა,რომ პსჟ გაცილებით უკეთესი გუნდი იყო და პირობებსაც გაცილებით უკეთესს სთავაზობდა.ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც შეეძლო და თამაშის სტილიც კვარას თამაშს რომ შეეფერებოდა,ისეთი.კონტესთან სცადა,მაგრამ ვნახეთ,რომ ეს ნაპოლი,სახვიჩაო აღარ იყო და ამიტომ გაიწია.რომ დარჩენილიყო,შესაძლოა ნაპოლი ჩემპიონობას ვერ შესწვდენოდა,რადგან კონტეს ფეხბურთს,კარგი განწყობით ვერ ითამაშებდა,მისი ცუდი განწყობა კი,გუნდზეც ცუდად იმოქმედებდა და ის თავდადება აღარ ექნებოდათ,რაც მის გარეშე გამოიჩინეს.კვარას არყოფნაში სხვებმა წამოიწიეს ლიდერის პოზიციებზე და სანუკვარ გამარჯვებასაც მიაღწიეს.ახლა,რაკი ნაპოლიმაც გაიმარჯვა და კვარამაც,ნაპოლის ტიფოზები უფრო შემწყნარებლები გახდნენ და თვლიან,რომ კვარას წასვლით,არც მათ უზარალიათ და კვარამაც თავისი ოცნება აიხდინა.ახლა შეიძლება მასაც გადასცენ მედალი,თუმცა დე ლაურენტისს ნუ დავივიწყებთ,გადაწყვეტილება მისი მისაღებია და მაგის კაიკაცობა ნაკლებად მ,ოსალოდნელია.

• SOS!!!

ნაპოლი-მ დაკარგა, სამაგიეროდ პსჟ-მ იპოვა, და მერე რა ბიჭი იპოვა!

• ჟორა გაბრიჭიძე

თუ ნეაპოლელი ტიფოზები გაიხსენებენ, რომ კვარა სწორედაც რომ ზაფხულში მიდიოდა და დიდი დაპირებებით დატოვეს, შემდეგ კი არცერთი არ შეუსრულეს და განახლებული ხელშეკრულებაც არ აღირსეს, გაბრაზებული ნაპოლის ხელმძღვანელობაზე უნდა იყვნონ და არა ხვიჩაზე.

"ხვიჩა არის ადამიანი, რომელსაც..." - რა თქვა მაკრონმა კვარაცხელიაზე?

"ჯუღელმა სახლში 10 მილიონი წაიღო და "კვარა" მაგიდის ქვეშიდან მოგვპარეს!" - ნეაპოლელი ჟურნალისტი

"მინდა, სოროებში მოგიკითხოთ "კვარას" კრიტიკოსები - ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც..." - ოთარ ტატიშვილი

საქართველო - კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

დრო და მეტოქე ცნობილია - რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

[VIDEO] 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ემოციები ვერ შეიკავა - ლუის ენრიკეს ასისტენტის პირადი ტკივილი

კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ

პსჟ-ს პრეზიდენტის "განკარგულება" ორი ტურნირის მოსაგებად - კვარაცხელია მაკრონთან მიღებაზე იმყოფებოდა

ზივზივაძე გამოირიცხა - ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

"იდიოტი ვარ" - "ინტერს" აეროპორტში ერთადერთი გულშემატკივარი დახვდა

ოსიმენისთვის "იუვენტუსი" გამოირიცხა - დარჩა ორი ვარიანტი

წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "გრანადა" პლეი-ოფის მიღმა დარჩა

Ballon d'Or 2025: კვარაცხელიამ ფინალში საკვანძო როლი ითამაშა და ოთხი პოზიციით წინ წაიწია

[VIDEO] პარიზში საჩემპიონო ზეიმი დაიწყო

დონარუმამ შეიძლება პსჟ დატოვოს - მიზეზი ცნობილია

სლუცკი: ხვიჩას ცხოვრებაში საგზური მივეცი

ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება დაიწყო - საზონოვმა ივარჯიშა

"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი

"ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა" - დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა

"პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია