AC Milan საქართველოში პირველ ოფიციალურ ბანაკს ხსნის. პროექტის ფარგლებში, 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველი მოზარდებისთვის „მილანის“ ოფიციალური მწვრთნელები სავარჯიშო პროგრამას გამართავენ იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც „მილანის“ ყველა ოფიციალური გუნდისთვის გამოიყენება. Milan Camp Tbilisi 8 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვარჯიშები საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.

მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 3 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ. AC Milan Footbal Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება 800 ლარია (თითოეულ მონაწილეზე).

ბილეთების საფასურში შედის: ტრენინგი, მონაწილეებისთვის „მილანის“ ოფიციალური სერთიფიკატისა და მერჩენდაიზის ფორმის (მაისური, შორტი, გეტრები) გადაცემა. ბანაკი ადგილობრივი მწვრთნელებისთვის AC Milan-ის სემინარით გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მსვლელობისას მოხდება მწვრთნელების მიერ შეჩეული წარმატებული მოზარდების AC Milan-ის საერთაშორისო ბანაკებში უსასყიდლოდ მიწვევა, რაც ფეხბურთის მოყვარულ მოზარდებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად, უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. „მილანის“ აკადემია არის პროექტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში იმ საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით, რომელთაც საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგია მოიცავს.

მრავალი წელია, რაც „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. ისინი ყველა მონაწილეს სთავაზობენ შესაძლებლობას, გაიზიარონ უნიკალური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც, შეიძენენ ახალ მეგობრებს, გაატარებენ სასიამოვნო დროს და ითამაშებენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ, ს.კ “მილანის მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/486084/ac-milan-junior-camp-georgia

"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? - ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა