"უმცროსი ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებენ.

მთავარი მწვრთნელის, ლადო კილასონიას განკარგულებაში ამჟამად 40 მოთამაშეა. გუნდს უკვე შეუერთდა ლეგიონერთა ნაწილი.

"დიდი შეკრება დასრულდა და მზადების დასკვნით ფაზაში ვართ, რომელიც მოკლე - 3-4-დღიან შეკრებებს მოიცავს. შემოგვიერთდნენ ლეგიონერები და მოცემული მომენტისთვის მოთამაშეთა 95% ჩვენთან არის. გვაქვს პატარ-პატარა ტრავმები და ვნახოთ რა იქნება. გამოგვაკლდა გიორგი ხაინდრავა, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც 20-წლამდელებს მთავარ ნაკრებში ეძახიან, თუმცა ის ჩემპიონატზე ძალიან დაგვაკლდება", - აღნიშნა ლადო კილასონიამ.

მზადების ფარგლებში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თებერვლის ბოლოს სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან ორი ამხანაგური თამაში გამართეს, 14 ივნისს 18 საათზე კი "ავჭალაზე" ინგლისს ესპარინგებიან.

"ჩვენი მიზანი იმ შეცდომების გამოსწორებაა, რომელთა გამოც სამხრეთ აფრიკასთან დავზარალდით, თუმცა თამაშებს შორის დიდი წყვეტა იყო და გასახსენებელი და გასამეორებელი გვაქვს სათამაშო სტრატეგია. გვაქვს კიდევ ერთი მოსამზადებელი შეხვედრა ინგლისთან, სადაც ყურადღება დაეთმობა როგორც შეთამაშებას, ასევე სელექციას. როდესაც თამაშებს შორის ამხელა წყვეტაა, სხვა გამოსავალი არ რჩება. არის პოზიციები, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს კითხვის ნიშნები. მნიშვნელოვანია ვნახოთ როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები, როგორია საერთო სურათი და ასევე ის, თუ როგორ იმუშავებს ჩვენს მიერ დასახული გეგმა", - განაცხადა კილასონიამ.

20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია მესამედ (2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.

საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

Rugby.ge

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]