რამდენიმე დღის წინ ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი ლეონიდ სლუცკისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრო, სადაც პსჟ-მ "ინტერი" 5:0 დაამარცხა.

"არსენალის" ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, კვარაცხელია მარადონა არაა, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. სწრაფი, ტექნიკური და ჭკვიანია, მისი ხასიათის შესახებ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარიერა კიდევ უფრო განავითაროს.

ჰგავს თუ არა მესისა და რონალდოს? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, თამაშის სტილით ყველაზე მეტად ალექსანდრ გლებს წააგავს. "კვარა" ტიპიური ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს რბილად ატარებს. სხვათა შორის, ასეთი ტიპის ფეხბურთელები ახლა ბევრნი არიან. ხვიჩა თანამედროვე ძლიერი გარემარბია", - განაცხადა არშავინმა.

შეგახსენებთ, არშავინი "ზენიტის" აღზრდილია, იგი 2008 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, არსენ ვენგერის მოთხოვნით "არსენალმა" დაახლოებით 15 მილიონ ევროდ შეიძინა, თავდაპირველად არშავინმა კარგად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვების მომტანი გოლით "მეთოფეთა" გულშემატკივრის გულებიც მოიგო, თუმცა პრემიერლიგაში მაღალ დონეზე ასპარეზობა ვერ მოახერხა და 2012 წელს კვლავ "ზენიტში" დაბრუნდა, 2018 წელს კი კარიერა "კაირათის" რიგებში დაასრულა.

ვიორგი
ქართველისადმი შურით და ღვარძლით სავსე ვინმე არშავინის შხამიანი შეფასებები ხვიჩაზე ძალიანაც კარგია ხვიჩასთვისაც და ყველა ქართველისთვისაც! ტრაგედია იქნებოდა არშავინს ხვიჩა რომ შეექო! ეს იქნებოდა წყევლა არშავინის მხრიდან!
tngh
ყიფიანი გავრილოვს მხოლოდ ერთხელ შეადარა მასლაჩენკომ, როდესაც დათომ მოკლე დაბალი პასი გააკეთა. ყველა გამოკითხვაში მასლაჩენკო ყიფიანს გავრილოვზე და სხვა ფეხბურთელებზე წინ აყენებდა, და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო "ფლეი-მეიკერად" მიაჩნდა!!!
Goga
ეს ვიღაა.
george-ს
100 % იანი ხარ ჯიგარო, ანზორა არის ბათუმელი ბერძენი კავაზიდისი, მაგას ქართველობის არაფერი არ გააჩნია საერთოდ, უბრალოდ საქართველოში დაიბადა და ეგაა. ტიპმა რა მოხია თუ გახსოვთ, ბათუმის სტადიონზე ჩემი სახელის დარქმევა უნდათო (!)
გ.ხ.
გლებს კიდე არაუშავს, აშვეთიამ იზმაილოვს შეადარა

ყიფიანზე ამბობდა უკრაინელი მასლაჩენკო. ძაან ვრედნი იყო ,თანაც ტრიპაჩი/ერთხელ მახსოვს გაბელიაზე თქვა, გრუზინსკი ვრატარ ოკაზალსა ნესკრომნიმო. მასლაჩენკოს გამო მახარაძე და ოზეროვი მაგრად დაჩაგრეს მს. ჩემპიონატზე. გულის შეტევა მოუვიდა ოზეროვს. კარგი კაცი იყო, მარტო კარგს ამბობდა ჩვენებზე.
გენა
მარადონა და მესი რომ არაა ეგ ჩვენც ყველამ ვიცით, მაგრამ კვარაცხელიას და გლების შედარება ძალიან უადგილოა. კვარაცხელია ათი თავით მაღლაა. რუსებს ასეთი ფეხბურთელი თავის დღეში არ ჰყოლიათ. ასე რომ თავის ძიუბას და საფონოვს მიხედონ.
tngh
ხვიჩა თავისი კარიერის დასაწყისში ყველაზე მეტად სლავა მეტრეველს წააგავდა... დღეს თავისი სტილით ჩამოყალიბდა!!!
Lasha
გლები არა იგნაშევიჩი და გორლუკოვიჩი კიდევ
ისე მაინც
ისეთივე შედარებაა, ჩვენში რომ იციან: სად ერეკლე და სად ბამბის რიგიო...
პაატა
მაგ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საფონოვმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კვარამაცო (а также квара). ეგ არის შოვინისტი ახვარი რუსი. ერთი ისიც უნდა გენახათ, როგორ დასცინოდა სლუცკის ეგ არაკაცი.
ქუთაისი
რა თქვა ეხლა ამ კაცმა ისეთი,რომ გადაირიეთ...მარადონა არაა,მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელია,სწრაფი,ტექნიკური და ჭკვიანიო...რა,არაა მართალი?!...მეტი უკეთესი რა უნდა ეთქვა...თამაშის სტილით მესის და რონალდოს არ გავს,უფრო გლების სტილს მაგონებსო...ალექსანდრ გლები იყო შესანიშნავი ბელარუსი ფეხბურთელი...კვირას სტილის ფეხბურთელები ერთეულები არიან...არშავინს ბესტის თამაში არ აქვს ნანახი და ვინც გაახსენდა გლები იყო...რას აყაყანდით ვერ გავიგე...გლების და კვირას საფეხბურთო დონე კი არ შეუდარებია ერთმანეთთან,სტილი შეადარა...კვირას თამაშის სტილი მართლაც გლებთან უფრო ახლოსაა,ვიდრე დავუშვათ რობენთან და რიბერისთან...ამ ორთან შედარებით,გლები უფრო ინტელექტუალური ფეხბურთელი იყო...ნუ იქნებით პატარა კაცები..და ნუ იფურთხებით უაზროდ და უადგილოდ.
სტალინი
ლენინგრადის ზენიტმა 2008 წლის უეფას თასი და ევროპის სიპერთასი მოიგო(ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა). იმავე წელს, ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ნახევარფინალში გავიდა. მანამდე კი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ჰოლანდია ლამაზ სტილში დაამარცხა და ამ ორივე გუნდის დამრტყმელი ძალა სწორედ ანდრიუხა არშავინი იყო. ეგ არი პიროვნულად არ ვარგა(თუ როგორ აწამა და დაასახიჩრა საყვარელი გოგონა), მაგრამ თუ თანამედროვე რუსეთში ფეხბურთში რამე მოეკითხება, სწორედ რომ არშავინია
ტუკო რამირესი
პესკოვმა და მედვედევმა არაფერი თქვეს? მაგათი ჯიში და ჯილაგი ......................
dziadzia
ეხ არშა არშა, რა ძაან “რუსობას” აწვები… ტი ტოჟე არც შევჩენკოს დონის იყავი არც კვარაცხელიას და არც ქინქლაძის მარა ნეჩევო Fუტბალისტი იყავი რა. წატი დაიძინე ეხლა
გიორგი-ს
მეც ეგ გამახსენდა, მაგრამ ის ოზეროვი კი არა მასლაჩენკო იყო რომ თქვა - "კიპიანი იგრაეტ ვ სტილე გავრილოვაო". ეს არის კლასიკური რუსული შოვინიზმი. არც ყიფიანს, არც კვარაცხელიას და არც ერთ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ამათი ნათქვამისგან არაფერი დააკლდებათ.წარმატებები ხვიჩას და ღმერთმა უმრავლოს საამაყო შვილები საქართველოს.
George
ანზორიკო კავაზაშვილი (კავაზიდისი) გამოგრჩა - მისი აზრიც საინტერესოა
არშავინს
ვაი შენს პატრონს არშავინი ხარ თუ ვიღაცაა გულებს რო კვარას დონეზე ეთამაშა რაუჭირდაა ბოღმიანები ხართ 150 მილიონში ერთი ნორმალური ფეხბურთელი რომ არ გყავთ გლებიო ბიჭო ამის უფანტაზიო....
ამათი ფეხბურთელობა არ გაიშვა
ფოტოზეც როგორი "ჭკვიანის" შთაბეჭდილებას ტოვებს.
უცხოს, თვალით დანახული ქართველი!
ქართველებზე: ბოღმიანი, შურიანი და ბოროტი ერი, არა მგონია კიდევ იყოს სადმე. ჯერ როგორ ლანძღავთ, აგინებთ, ჭამთ ერთმანეთს, "სადღეგრძელოებში" კი მაგრები ხართ, მაგრამ სინამდვილეში და რეალობაში? არაფერს წარმოადგენთ!
გიორგი
ყიფიანი ზენიტში რომ იყო, რუსი კომენტატორი ოზეროვი, ყიფიანის პასებზე ამბობდა ,,პო გავრილოვსკი იგრაეტ,,-ო. ეს ფარჩაკი გავრილოვი მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა. ყიფიანის მეასედი არ იყო. ეგრე იცის ბოღმამ და შურმა. გლები არა მალოფეევი
ცოფიანი სპილო
ჩვენც რომ ვიყოთ აზიის შესარჩევში, ყოველ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით, ალბათ. იქნებ აჯობებდა კიდეც, კი ვიბრალებთ ევროპელობას, მაგრამ აშკარად აზიური მენტალიტეტი გვაქვს მეტწილად
ამატ არ იცნობ
გგონიათ, არ იცის, გლებს რომ არ გავს, მაგრამ ხომ უნდა დააკნინოს ტექნიკურად. ამათ სხვანაირად არ შეუძლიათ, ეგეთი ჯიშია, შურიანი და ბოღმიანი. ფუჰ...
უვიცი
გლები? სასწაული შედარებაა:D
ლექსო
გლებს ჰგავსო :))))
იხვი
რა ვქნათ, აზიის ზონაში გადავიდეთ?
იუზა ბიძია
რაღაც კავაზაშვილის კომენტარებს აღარ აქვეყნებთ ამ ბოლო დროს...
სტალინი
ფახთაქორი(უზბეკეთი) მსოფლიო ჩემპიონატზეა. დინამოს დიდების დროს იყო გამოთქმა "ხიე ფახთაქორს". მაგრამ, ვაი რომ ჯერჯერობით უზბეკებმა გვაჯობეს.
lasha
ველოდები ძიუბას, გაზაევის და აგუტინის შეფასებებს
toy
გლები ცუდი ფეხბურთელი არ იყო, მარა სათამაშო სტილით სად იგი და სად კვარა.დდდდ

არშავინი კვარას 20% არ არის. ამის დაწერას სჯობს კვარას კითხოთ თუ იცის საერთოდ ვინ არის არშავინი და რას ფიქრობს მის ფეხბურთზე :))))))))
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"რეალი" პსჟ-ს ამომავალ ვარსკვლავს ართმევს
ნუთუ სულ არ რცხვენია? - არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
არშავინმა ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" წარმატების მიზეზი განმარტა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"პორნოს უყურებდა, მაგრამ არ მასტურბირებდა" - ადებაიორმა არშავინზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"შემიძლია ამაზე ფსონს ჩამოვიდე" - არშავინის აზრით, რუსები ევროტურნირებზე კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდებიან
"არ მესმის, რუსეთიდან ევროპაში სათამაშოდ რატომ უნდა წახვიდე?" - ანდრეი არშავინი
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ