საქართველოს ნაკრები ეცდება, 2025 წელს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს. ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში კაბო-ვერდეს უმასპინძლებს - დღეს, 8 ივნისს, 20:00 საათზე.

"ჯვაროსნების" ბოლო 10 საშინაო მატჩი 5 მოგება, 4 ფრე (ბერძნებს პენალტებში მოვუგეთ) და მხოლოდ ერთი მარცხია(ალბანეთთან), ქუთაისში კი გუნდი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ ფარერები თუ (1:0) დაამარცხა, კაბო-ვერდემ ამხანაგურში მალაიზიას (3:0) აჯობა. იტალიური "ვერონას" ფორვარდმა, დაილონ როშა ლივრამენტმა დუბლი შეასრულა. ამავე ნაკრებები 29 მაისს ფრით (1:1) დაშორდნენ.

სანიოლის ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლას სექტემბერში იწყებენ, მათი მოწინააღმდეგე კი საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერია და კამერუნს ერთი ქულით აღემატება. შანსს პლეი-ოფითაც მიიღებენ. ფაქტია, მუნდიალზე ადგილების რაოდენობის ზრდა ევროპულ ნაკრებებს არაფერში წაადგათ, აი, სხვებს კი...

"ლურჯ ზვიგენებსაც" სურს, სექტემბერს კარგ ხასიათზე შეხვდეს. "ვილიარეალის" მცველი ლიგან კოსტა ითამაშებს. ბუბისტას გუნდი ეცდება ისარგებლოს იმით, რომ ქართველებს ლიდერები არ ჰყავთ. 35 წლის რაიან მენდესი, ვინც ახლა თურქეთში, "ქოჩაელში" გამოდის, მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გამოვა. კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელი გუნდია და ეცდებიან, მეხუთე წაუგებელი მატჩი ჰქონდეთ.

ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს, ვინც თავი სათანადოდ ვერ გამოიჩინა, შანსი 3 დღეში ექნება და ზოგიერთი კი ზარს სექტემბერში დაელოდოსო. აქედან გამომდინარე, შემადგენლობაში ბევრ სიახლეს ველით და უნდა ითამაშონ მათაც, ფარერებთან დრო საერთოდ რომ არ მიუღიათ.

კარში ლუკა გუგეშაშვილი იქნება. დაცვაში ორ ახალ სახეს ველით. ივა გელაშვილი გველესიანს ან დვალს შეცვლის, მარცხნივ კი შანსი ამჯერად გურამ გიორბელიძემ უნდა მიიღოს.

ნიკა კვეკვეაკირსა და სანდრო ალთუნაშვილს 3 დღის წინ დრო არ მისცემიათ. ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი მაინც ქუთაისში დაიწყებს.

თუკი ვინმეს შანსის ახლიდან მიცემაზეა საუბარი, ალბათ გიორგი ბერიძე და გიორგი გულიაშვილი უნდა იყვნენ. სანიოლს იქნებ უფრო მეტად სურს, მათ შესაძლებლობებსა და სანაკრებო პერსპექტივებში გაერკვეს.

რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, გიორგი ქვილითაია მატჩს აღარ დაიწყებს, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გიორგი გაგუა ითამაშებს, რთული სათქმელია, კიდევ ერთ შესაძლებლობაზე უარს არც დავით ვოლკოვი იტყვის!..

C
Fred damtavrebula, ვაღიარებ ვერ გამოვიცანი. ვულოცავ ვისაც გაუხარდა. რსთქმაუნდა არ მიყურებია და იმედია რამე დადებითი მაიმც იყო თამაშში. კიდევ კარგი კვარა გვყავს
C
ბოდიში ვისაც არ სიამოვნებს და 1:4 ს წავაგებთ დღეს. ამის მოზეზებზე ეხლა მეზარება და რომ წავაგებთ მერე თქვენ თვითონ მიხვდებით. ვინც მიცნობს წინა საიტიდან (ამ საიტს არ ვცნობ, განახლების მერე) იცის, რომ არაობიექტური არ ვყოფილვარ. უბრალოდ დღეს გუნდი 2004-2014 წლების გუნდზე უარესი შემადგენლობითაა. გაგუას ვუსურვებ წარმატებებს! მამამისს ვიცნობ და მგონია კარგი ვიჭი იქნება. ისე წარმატებებს სხვებსაც ვისირვებ ცხადია. დროებით
df
გემოვნების ამბავია. როცა ესკიზები ვნახე მეც არ მომეწონა, თუმცა ფეხბურთელებს უხდებოდათ. საბოლოოდ ვფიქრობ კარგი ფორმაა, მაგრამ მთავარი აქ სხვაა. რამდენადაა მიზანშეწონილი ფორმის ასე ხშირად ცვლა? ჯერ ერთს მიეჩვიო, მერე მეორეს, და ა.შ. თან ხალხი ამ ფორმებს ყიდულობს და ეს ფორმები არც ისე იაფია. შესაბამისად თქვენ ფულის გაკეთება თუ გინდათ ფორმებზე პირდაპირ თქვით.
t.q
კომენტარი ადმინისტრაციისთვის ჯიგრებო სამი დღეა მობილურ ვერსიაზე ლაივს გაჭედილი აქვს არ იცით ამის შესახეეებ? სტატიის წასაკითხად რომ რომ აკლიკავ სტატიას ინფრომაცია რაც უნდა წავიკითხოთ აღარ მოაქვს ბაზიდან ჯერ ისედაც ხარვეზებით მუშაობდა თუ არ დაარეფრეშებდი საიტს სტატიას რო დააკლიკავდი საერთოდ სხვა ჯგუფის სტატიებზე გაგდებდა მაგალითად კალათბურთის ან რაგბის და იმ კონკრეტულ სტატიაზე არ გიშვებდა ეხლა კიდე ეს მაგრაა განაახლეთ საიტი რა სს ა აააააააღოლ!

სიმარტლეს.სიმურტლე უფრო მოგიხდებოდა,შენი სიტყვების და ფეხბურთელების დამცირების გამო.სამ დღეში 21 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი იწყება,ეგეც არ იცი და ისევ ფედერაცია ზის ტყემალზე და სანიოლს ასწავლი ჭკუას?ჯერ საკუთარი ფსევდონიმის სწორად დაწერა ისწავლე,მერე ქართულ ენაზე გამართულად წერა,მერე ფეხბურთის აზრზე მოდი და როცა ისწავლი,მერე თუ კიდევ რაიმე გექნება სათქმელი,შემოდი საიტზე,სისულელის კი არა,მართალი სათქმელის სათქმელად.
მწარე
რას ამბობ? 21-ანებს აქვთ შანსი, რომ დაამტკიცონ თავიანთი კლასი სლოვაკეთში. მერე იბლატაონ. ახალგაზრდობა არ ნიშნავს-უკეთესს. ან ახალგაზრდას თუ ათამაშებ, ასე უაზროდ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, აუცილებლად კლასს აიმაღლებს. ეს ბავშვობა უნდა დამრთავდეს. იამალი არის ტალანტი, დუეც და სხვებიც. ეგეთი ვინმე რომ გვყავდეს, არავინ არ გააჩერებს უქმად. იცი რატომ? იმიტომ რომ ეგეთ ხალხს დიდი ფული მოაქვთ, დიდი მოგება მოაქვთ, ხოლო ის ხალხი ვინც ფეხბურთში ტრიალებს ფულის მოყვარული ხალხია. ამას იმიტომ ვყვები, რომ ერთმა უაზრო გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი უკან დააბრუნოს. ის კვეკვესკირი ნაკრებში სათამაშოდ კი არ ყავს, არა გუნდის შეკვრა უნდა, მისი გამოცდილება უნდა. მოკლედ რა ...
zura222
რათქმა უნდა რაღა დროს ქვილითაიაა ? ვოლკოვმა და გულიაშვილმა უნდა ითამაშონ ძირითადში !
ეზო
ფარერებთან ჩვენები ახალი მაისურებით გამოვიდნენ და მაისურებს ღილები ქონდათ მე პერანგი მეგონა.. შეიძლება ესე?? არვიცი ვიკითხე უბრალოდ
სიმარტლე
კაგით რა მსოფლიოზე თამაშის პრეტენზია გვაქვს და კაბო ვერდე და ფასრერები? მეტი კუნულები ვერ ახეთ უფრო ნაკლები მოსახლეობით? აგერ უზბეკეთი გავიდა მსოფლიოზე ჩვენი ფედერაცია კი ტყემალზე ზის. ისევ. სახელებს არ დავასახელებ როა არავის არ გაგიტყდეთ მაგრამ ამ ნაკრებიდან ნახევერი არ არის გამოსაძახებელი. ყველა აქცენთს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ამყარებენ, ჩვენ კიდევ ვამწნილებთ ახალგაზრდებს, ჯერ ეს ნაკრები უნდა გამოიარონ, მერე ის და ასე შემდეგ. არ არიან გუნდის ლიდერები არ ნიშნავს რომ ვინც საპენსიო ასაკისა არის ყველა გამოიძახონ ნაკრებში. გამოეძახებინათ ახალგაზრდები 23 წლამდე მისულები რომ ენახათ როგორ გაქაჩავენ, სად არის კვერნაძე, ლომინაძე განსაკუთრებით როდესაც ნაკრებს სიმაღლე აკლია? 21 წლიანებშიო იტყვით. მერე აქვთ რამე თამაშები დაგეგმილი 21 წლიანებს? მე. თოკო კვარაცხელიასაც მივცემდი თამაშის საშუალებას ასეთ უაზრო გუნდების წინააღმდეგ და ანდრია ბართიშვილსაც, მერე რა რომ პატარები არიან? იამალიც პატარაა მაგრამ ხატავს. ამ დროს ფარერების წინააღმდეგ დახატეს სასწაული...ეს გუნდი ჩვენს სამხრეთელ ბიძაშვილებთან იგივე ანგარიშით წააგებს რითაც ჩვენ მოვუგეთ ამას წინათ...ამხანაგური მატჩები არის ახალგაზრდებისთვის შანსის მისაცემი და არა პენსიონერებისათვის! ლორიას გაცილებაზე არ მაქვს ლაპარაკი აქ. ლორიას უფრო დიდ გუნდთან ეკუთვნოდა გაცილება ვიდრე რაღაც კუნძულებთან! ჰო მერე შესთავაზეთ ამასაც პარლამენტის წევრობა კიდევ... https://www.youtube.com/watch?v=0gt7QXwYpZo

თედო,საქართველოს 21 წლამდელთა თამაშს უყურე რუმინეთთან?თუ უყურე,მოგეწონა და შენი აზრით,დღესვე შეცვლიან პირველი ნაკრების ფეხბურთელებს?ყველაფერს თავისი დრო აქვს.
tngh
კაბო-ვერდესთანაც იგივე დონის თამაში იქნება, რაც ფარერებთან... სამწვრთნელო, ამხანაგური!!!
ნუგზარს
"გვახარჯვიებ" კარგი სიტყვაა... )))))
ნუგზარი
მერე რატომ გვახარჯვიებ ამდენ ფულს მწვრთნელში. თვეში 2-3 დოლარად უარს არ გეტყვიან თქვენნაირ სპეციალისტს.
tngh
ფარერებთან იყო სამწვრთნელო, ამხანაგური თამაში...
პორტოს
თქვენც დატოვეთ ნომერი, ბატონო პორტო. გეძებთ ხალხი, ნახირი რომ უპატრონოდ დაგიტოვებიათ ველზე.
Porto
იქნებ თქვენი ნომერი დატოვოთ ფედერაციიდან რომ დაგიკავშირდნენ :))))))))))))))))
გივი
ფარერებთან რაც ტემპი იყო თუ ახლაც მასე ითამაშეს არანაირი შანსი არ გვექნება, კონკრეტულ ფეხბურთელებზე ახლა რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ზოგიერთი აშკარად აღარ შეესაბამება ნაკრების დონეს და სანიოლი რას ამოწმებს ვერ მივხვდი, ერთი მარტო ლობჟანიძეზე ვიტყვი, რომ კარგად დარბის ძალიან კარგადაც, მაგრამ კარს ვერაფრით უმიზნებს ან წამით აგვიანებს ყოველთვის და მასე არაფერი არ გამოვაა...
tedo
ერთმა ჟურნალისტმა მაინც ჰკითხეთ სამწვრთნელო სტაფს , რა მიზანს უსახავენ გუნდს , ასევე ახალწვეულ ფეხბურთელებს და როგორ ასრულებენ . მე ვერ დავინახე ვერც დავალება , ვერც ტაქტიკური მონახაზი , ვერც მიზანი და ვერც რაიმე მომზადებული კომბინაცია . ამას გარდა , ვოლკოვის და ქვილითაიას აქ ყოფნის მიზეზს და არსსაც ვერ ვხედავ (კვეკვესკირზე აგარაფერს ვამბობ ). მადლობა მათ , მაგრამ თბილი ნახვამდის ! ახალგაზრდების და ახალი სახეების წარმოჩენას არ უნდა ემსახურებოდეს ასეთი თამაშები ?ფარერებთან თამაში არ იყო .იყო ცოდვილობა .არც ტემპი . არც მონდომება . ან ლობჯანიძეს რა უნდოდა მარცხნივ , ან გულიაშვილს ნახევარდაცვაში ვერ გავიგე . მოკლედ რა !
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
რომელი პოზიციიდან შეუტევს "კვარა" მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?