ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ჩვენ მიერ გამოტანილი სათაური ნებისმიერი თამაშის შემდეგ განსახილველი ამბავია. მწვრთნელის მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა. ახლა თითქოს საქმე სხვა ვითარებასთან გვაქვს, რეალურად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო მატჩებისგან მკვეთრად განსხვავებული შემადგენლობით ვითამაშებთ. ამის მიუხედავად, ჩატარებულ თამაშებზეც შეგვიძლია თქმა, რა პოზიტივი და ნეგატივი დავინახეთ. ამპლუების მიხედვით გავარჩიოთ.

მეკარე

პოზიტივი: ვინ აქამდეც იცოდა რომ ასე იყო და ვინც არა, უშუალოდ დავრწმუნდით, რომ ლუკა გუგეშაშვილის სახით საიმედო და თავდაჯერებული მეკარე გვყავს, ვისი იმედიც საჭიროების შემთხვევაშიც გვაქვს.

ნეგატივი: ამ შეკრებას სამწუხარო ის ჰქონდა, გიორგი ლორიამ დაგვტოვა და მისი გამოცდილება გუნდს დააკლდება. ამ ამბავზე აქვე დავწერთ, რომ ვფიქრობთ, მესამე მეკარისთვის 21-წლამდელთა კიპერი ლუკა ხარატიშვილი აქტიურად იბრძოლებს.

დაცვა

პოზიტივი: რეალურად, საქართველოს ნაკრებს მარცხენა მცველის პრობლემა უდგას, როცა საქმე 4-მცველიან ტაქტიკას ეხება და შეგვიძლია ვთქვათ, ეს საკითხი ლუკა ლოჩოშვილის მხრიდან ამ ეტაპზე მოგვარებულია. თავად სანიოლმა თქვა, რომ ლუკა ცენტრში უკეთესია, მაგრამ ტატქიკის შეცვლა მწვრთნელს თუ არ შეაშინებს, ერთ-ერთი სწორედ ლუკას ფაქტორი იქნება.

ფრანგი ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს, ეს აშკარაა. ჩვენ დიდი ხანია დაცვის გადახალისებაზე ვწერთ და ხშირად ვსაუბრობთ იმ სამეულზე, ევროპის წინა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რომ გამოდიოდა. ერთ-ერთი მთავარი სწორედ ივაა.

ნეგატივი: აშკარად გამოიკვეთა, რომ დაცვის ცენტრში პრობლემები არის, თანაც ამას თურქეთისა და ესპანეთის მაგალითზე თუ გავიაზრებთ. ის საკითხები, რის გამოც სანიოლი 3 ცენტრალურ მცველს ათამაშებდა, ჯერ აღმოფხვრილი არაა. გასაგებია, გურამ კაშია არ იყო, მაგრამ სისწრაფის ნაწილში პრობლემები მასაც აქვს. იმედია, საბა გოგლიჩიძე დროულად დაბრუნდება, ყოველთვის გვაქვს საბა საზონოვის იმედი.

ახლა ოთარ კაკაბაძე არ იყო და მარჯვენა ფლანგზე ის უკონკურენტოა. რატომ? სწორედ დაცვითი უნარების გამო, მითუმეტეს 4 მცველში. კიდევ ერთხელ ვნახეთ, გიორგი გოჩოლეიშვილს შეტევა რა მაგრად შეუძლია, თუმცა ბალანსის კუთხით სანიოლს მასთან შეკითვები აქვს. 3-მცველიან ტაქტიკაში გიორგიც უკეთესად თამაშობს და ეს ახალი ტაქტიკის ნეგატივი გამოდის. სამწვრთნელო შტაბი ოთხ უკანახაზელზე ხაზგასმით საუბრობს, თუმცა ჯერ კიდევ ვერაფერს გამოვრიცხავთ, განსაკუთრებით, სექტემბერის შეხვედრებში.

ნახევარდაცვა

პოზიტივი: ნიკა გაგნიძე - ნახევარმცველი, ვინც ბევრს მოძრაობს, დაუზარელია, დაცვის დახმარებაც იცის და შეტევის წარმართვაც. მექვაბიშვილი-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის სამეულის მიღმა ვილის ალტერნატივის ძიება უჭირდა და უნდა ვთქვათ, ახლა ცოტას ამოისუნთქავს, ნიკა შემოდგომაზეც გუნდთან ერთად იქნება. პოზიტივი იყო საბა ლობჟანიძის მონდომება და გოლის გატანა.

ნეგატივი: სამწუხაროდ, კონკურენცია არ იზრდება. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბი ალთუნაშვილის, ნონიკაშვილისა და კვეკვესკირის კონდიციებით კმაყოფილი არაა. სანაკრებო მატჩებში უკეთესი მამუჩაშვილი გვახსოვს.

მარჯვენა ფლანგის ამბავს ერთხელაც უნდა შევეხოთ. თუკი 4-2-3-1 ტაქტიკაში მარჯვნივ გიორგი ჩაკვეტაძე არ იქნება, პირველი ალტერნატივა მაინც ზურიკო დავითაშვილია, მაგრამ ამ ფეხბურთელების უნარებისა და მრავალმხვრივობიდან გამომდინარე, სანიოლი მკვეთრად მარჯვენაფლანგელს ეძებს. ეძებს ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ყველაზე ხშირად ლევან შენგელიას ეყრდნობა, ვისაც მანამდე საპირისპირო ფლანგზე ათამაშებდა. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ჩვენი მარცხენა ფრთა დატვირთულია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ფლანგები დაბალანსდეს, რაც ჯერჯერობით მიღწევადად არ გამოიყურება.

შეტევა

პოზიტივი: როცა 2 მატჩში ამდენივე გოლს გაიტან, ლიდერების არყოფნაში კი უფერულად უტევ, დადებითზე საუბარი მარტივი არაა. მართალია, ჩვენ ფორვარდებს არ გაუტანიათ, თუმცა რამდენჯერმე შეტევის გასაგრძელებლად მშვენიერი ვარიანტები მოძებნეს.

რეალურად, ფრანგი დამრიგებლის მიზანი იყო, გამოეკვეთა მესამე თავდამსხმელი, ვინც გუნდში მიქაუტაძესა და ზივზივაძესთან ერთად იქნებოდა და ვფიქრობთ, ის ამ დასკვნამდე მივიდოდა. დაველოდოთ, მაგრამ შესაძლოა, ეს დავით ვოლკოვი იყოს.

ნეგატივი: ნეგატივი მწირი შედეგიანობაა, რასაც უკვე შევეხეთ. ასევე ის, რომ პრესკონფერენციაზე ნათქვამიდან და უკვე განვლილი მატჩებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, გიორგი გაგუა ამ ეტაპზე ნაკრებისთვის მზად არაა და თუ არაა ახლა, მითუმეტეს რთული იქნება მისი ოფიციალურ შეხვედრდში ხილვა. რეალურად, ამ სტილის ფორვარდი არ გვყავს და საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკის შეცვლისას კარგ ვარიანტად წარმოგვედგინა!..

• თამაზი

დაცვაზე მსჯელობენ და აზაროვს არც ახსენებენ! ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში შეუცვლელია! კვარა ისტორიაშია ერთ ერთი საუკეთესო! ცენტრალური თავდამსხმელი მიქაუტაძე! ჩემი აზრით ამ გუნდს მოუხდება ბატონი რამაზი!

ვინმე გეგულება მასთან თუნდაც ახლოს მყოფი?გვითხარი ,რას მალავ!

• inviz9

მშვენივრად თამაშობს მაისურაძე-დროა კაკაბაძის ნაცვლად ვიხილოთ, რადგან ოთარმა მაგრამ მოუკლო აღარაფერს ვლაპარაკობ ესპანეთთან ავტოგოლზე, შეცდომებზე დაცვაში და ბურთის უაზრო, უადრესატო ჩაწოდებებზე საჯარიმოში. სულაც არ არის კაკაბაძე უალტერნატივო და მაისურაძე გოჩოსაც ჯობია, რომელიც ბევრ ენერგიას კი ხარჯავს და აქტიურია, მაგრამ ნაკლებად ეფქტური სწორზახობრივი გადაწყვეტილებების და ტექნიკის ნაკლებობის გამო დაცვაში მართლაც გვიჭირს-ფლანგებზე აქამდეც გვიჭირდა ახლა ცენტრიც დაემატა პრობლემებში. შენგელიასგან მეტს ველოდით, მაგრამ არც მარჯვენა და არც მარცხენა ფლანგებზე მისი თამაში დამაჯერებელი არ არის კრეატივის და შეტევის დაგვირგვინების (შორეულ დარტყმებს ვგულისხმობ) თვალსაზრისით-თუმცა მონდომებას და აქტიურობას მასაც ვერ დაუკარგავთ

• saagento

კარგი ანალიზია, თუმცა უფრო კონკრეტული გვარებით შეიძლებოდა გამდიდრება. დაცვის ცენტრში კაბო-ვერდესთან სუსტზე სუსტი იყო გველესიანი - მიხიჩა მას პირველსავე ტაიმში შეცვლიდა. გელაშვილის სანაკრებო პერსპექტივაზე ავტორს ვეთანხმები, მაგრამ კალანდაძეს რას ერჩის სანიოლი იქნებ ესეც მოიტანოს მკითხველამდე.

• fsiuuu

განპირა მცველებიდან ახალი არავინ გამოუცდიათ, მერე იტყვიან კაკაბაძე უკონკურენტოაო..

• tngh

პოზიტივი ის იყო, რომ გამოიცადა რამდენიმე ფეხბურთელი... მათგან (2-3)-ს შეიძლება ოფიციალურ თამაშიც ვენდოთ!!!

• Giorgi

უზუსტო პასები ძალიან დიდი პრობლემაა, განდაკუთრებით კონტრთამაშის დროს.

• სხვა

ნეგატივი ისაა რომ შიში ქონდათ ბურთი არ დაეკარგათ და უკან პასებით გააწამეს მეკარეც და მაყურებელიც, უკან პასი მაშინაა კარგი როცა მცველი ზუსტ გრძელ გადაცემას აკეთებს შეტევაში და არა როცა ერთმანეთს აჩეჩებემ ბურთს, ესაა დაბალი დონის ჩემპიონატების გამოძახილი, სასწრაფოდ შეიცვალონ უნდა გუნდები

• მერაბი ჩხოროწყუ,

მინდა მადლობა ვუთხრა გიორგი ლორიას, რაც გიორგიმ გააკეთა ნაკრებისთვის, გიო კარგი ადამიანი ბრძანდებით , წარმატებებს გისურვებთ, თქვენი ნიჭი და ტალანტი გამოადგება ჩვენს ფეხბურთს, სულ კარგად და ჯანმრთელად თქვენი ოჯახის წევრებით,

• sonigi

გუგეშაშვილი, გოჩოლეიშვილი, დვალი - რაც ისედაც ვიცოდით :) შეიძლება გაგნიძე და მექვაბიშვილი ( მომატების იმედით ) . ნეგატიური იმდენი იყო არც ღირს დაკონკრეტებათ :(

• ნუგზარი

ამ ორმა შეხვედრამ გვაჩვენა რომ საჭირო "სპარინგები" იყო, ამ შემადგენლობისთვის სწორად შერჩეული მოწინააღმედეგეებით. საჭირო იყო დაგვენახა თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ნაკრებში, მათ გარდა, ვისაც სისტემატიურად იძახებენ შეკრებებზე. ამისთვის კი სწორედ ასეთი გუნდები იყო საჭირო. გუგეშაშვილი ჩანს რომ მზადაა როგორც პროფესიულად,ისე მენტალურად ნაკრებში სათამაშოდ. გაგნიძე კიდევ მოუმატებს და ნახევარდაცვაში კონკურენციას გაზრდის. გულიაშვილს მეტი აქვს სამუშაო და მისთვისაც აუცილებელი იყო ეს თამაშები. გოჩოლა კიდევ ერთჯერ ვნახეთ და მასაც მოსამატებელი აქვს დაცვით ფუნქციებში. სამწუხაროა ზარია რომ არ იყო ტრავმის გამო.

• გივი

პოზიტივი არის ის რომ მოგვიმრავლდა ტოპ ჩემპიონატებში და კარგ გუნდებში ფეხბურთელები, ნეგატიური კი არის ის რომ უკრაინის, ბოსნიის, პოლონეთის... ჩემპიონატებში თავგამოჩენილები უნდა გადავიდნენ უკეთეს ჩემპიონატებში და განვითარდნენ, თორემ რეგრესი ეწყებათ მერე და ზანტად უფანტაზიოდ გამოიყურებიან...

• დ

ეს მგონი საქართველოს მეორე ნაკრებიც არ იყო, უფრო ალბათ მესამე.

• მეგი ბიბიჩაძე

საბა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია <3 ვფიქრობ ნაკრებთან თამაშში მეტი გამოცდილება ჭირდება, პასების სიზუსტე უკეთესი უნდა გახადოს. ძალიან ტექნიკური და სწრაფია, საჯარიმომდე ფაქტობრივად უშეცდომო, საჯარიმოში ხშირად უშვებს შეცდომებს. მაგრამ დიდი პოტენციალის მატარებელია და სწორი რჩევებით და მონდომებით მისგან დიდ პლიუს მიიღებს ნაკრები. თავდასხმაში ვოლკოვი მომეწონა განსაკუთრებით, ბურთის მიღების უნიკალური მანერა აქვს. ყოველთვის აჯობა მცველებს ბურთის მიღებაში. ვფიქრობ მასზე მუშაობა, დაკვირვება და ნაკრებთან შეთამაშება კარგ შედეგს მოიტანს. გუგეშაშვილის ნახვის ხათრით დავესწარი ორივე მატჩს :) ძალიან მაინტერესებდა. პირველში ლორიამ ცრემლები და დიდი სინანული მომგვარა წასვლით, მეორეში კი მივხვდი, რომ ლუკას იმედი შეიძლება გვქონდეს. გაგნიძე მომეწონა, გულიაშვილისგან მეტს ველოდი. ლოჩო, გოჩოლეიშვილი, შენგელია და ძირითადი ნაკრების სხვა წევრები <3 კარგი იყო ეს შესაძლებლობა რომ მიეცა ვილის, ბიჭებს და გულშემატკივარს. ასე თუ ისე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა და ჩვენი რას მიქვია დარწმუნებული ვარ სამწვრთნელო შტაბი ბევრ რამეში გაერკვა. წარმატებები და მადლობა მათ <3

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რომელი პოზიციიდან შეუტევს "კვარა" მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა

მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს

მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები

ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს

20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე

"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა

მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს

"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა

ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება

"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე