ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს

სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 0:4 დამარცხდა, ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა:

"წითელმა ბარათმა მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები. პორტუგალიას ნაკრების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და მინდა მათ ჩემპიონობა ვუსურვო. პორტუგალიამ იცის, თუ როგორ გამოიყენოს რიცხობრივი უპირატესობა, რომელიც შეხვედრის დასაწყისში მიიღო. გაძევების შემდეგ დასანანი გოლი მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა. ყველაფერმა ერთად იჩინა თავი - დაღლილობა, ემოციებმა.

დღეს დიდი გაკვეთილი მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ველით მომავალ თაობას და ვიმედოვნებ, რომ ამ გუნდიდან ბევრი შეაღებს ეროვნული ნაკრების კარს. ვიბრძოლებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ეს სჭირდება მომავალ თაობას და ქართულ ფეხბურთს.

ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვიასპარეზეთ. ბოლო ტურამდე გვქონდა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ბევრ რამეზე მწყდება გული, თუმცა ყველაზე მეტად იმაზე, რომ არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ეს ფაქტია და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დავკარგეთ ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი. ამას დაემატა საზონოვის ჯერ გმირობა და შემდეგ ტრავმა. დღეს, მისი ადგილი იაკობიძემ დაიკავა და საკმაოდ კარგად ითამაშა. სამწუხაროდ, გუნდის ლიდერებს, რომელთაც დიდი როლი აქვთ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში, დაეტყოთ უთამაშებლობა. მათ აუცილებლად უნდა დაიწყონ თამაში. ეს სჭირდებათ მათ და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ".

NAKREBI.GE

• ჟორა გაბრიჭიძე

ვერ ვიტან ამ რეგვნულ კომენტარებს. ევროპაზე საკუთარი ხოდით გასვლა და ევროპის ერთ-ერთი კარგი გუნდის დამარცხება ცოტა საქმეა? ამდენი ტრამვების შემდეგ ასეთი გამოსვლა ნამდვილად მისალოცია ბიჭებისთვისაც, მწვრთნელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ არა გაძევება, პორტუგალიასთან ტოლ-სწორად ვითამაშებდით. რაც შეეხება გაძევებას 50/50-ზეა და ამით სუდიამ თამაში გააფუჭა.

საჩინო,გუნდში ლიდერად ფეხბურთელებმა თუ არ გაღიარეს,მწვრთნელი ვერაფერს იზამს.სვანაძეც იმას ჩიოდა,რომ ბევრ ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა,ბევრსაც,ვინც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს,დიდ სიჩქარეებზე თამაშის გამოცდილება არა აქვს და მიუჩვეველია.რა თქმა უნდა გაუჭირდათ და ეს უხეში ჯარიმებიც ამისი შედეგია.თამაშის ბოლოს შეცდომებიც,ფეხბურთელების გადაღლის შედეგი იყო,მეტწილად.საფრანგეთთან ეიფორიამაც იმოქმედა,მაგრამ დაღლილობამ საზონოვის გასვლით გათავისუფლებული ზონის გადაფარვის საშუალება არ მისცა ბიჭებს და პორტუგალიასთანაც,სულ ბოლოს აშკარად მიუწყდათ ბიჭებს,განსაკუთრებით უკანა ხაზელებს,რადგან წინა ხაზში შეცვლები გაკეთდა,დაცვას კი,მთელი თამაში დიდი დატვირთვით მოუწიათ თამაში.ოდიშარიას გაძევება,სწორი გადაწყვეტილება იყო,დასწრება სცადა და გამართული ფეხით წვივში დაეჯახა მეტოქეს,მაგრამ დაახლოებით 60 წუთის შემდეგ,მგონი ლომინაძე იყო,პორტუგალიელმაც ტერფში ასევე გამართული ფეხით მიარტყა,მაგრამ მსაჯმა თამაშიც კი არ გააჩერა,არათუ სასჯელი.გაძევებამდე ვერ ქაჩავდა,მაგრამ ჯარიმა და გაფრთხილება,აუცილებელი იყო.საბოლოო ჯამში ერთი წითელი და ორი ყვითელი ბარათი მივიღეთ პორტუგალიასთან და ის საბედისწერო წითელი რომ არა,ასეთი დონის თამაშებში,3 და 4 ყვითელი ბარათი,ბევრად აღარ ითვლება.არც მე მომწონს,ამდენ სიხისტეს რომ ატარებენ მსაჯები,მაგრამ დაამკვიდრეს და გვინდა თუ არა,ჩვენც უნდა მივიღოთ.

• ვერდიქტი

გუნდი დასაშლელია, ეგ სვანაძე გასაგდებია

• კობა

მაინტერესებს ვისგან მიიღო დავალება მსაჯმა ჩვენი ფეხბურთელის გაძევებისა!?..და რატომ დუმს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე??..

• გიორგი

მადლობა 21 წლამდელების მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბსაც. მოახერხეს და გავიდნენ პირველად შესარჩევი ეტაპიდან. დაამარცხეს პოლონეთსი ნაკრები ჯგუფში. ეს უკვე დიდი მიღწევაა და მადლობა გახარებისთვის.

• ვაჟა მასწავლებელი

ჩატარებული თამაშებიდან ერთი პოზიტიური ისაა, რომ "უსახელო" ქართველებმა დაკავებული ადგილით "სახელგანთქმულ" პოლონელებს გავუსწარით! ნეგატიური ისაა, რომ ქართველებს ისტორიულად არ შეგვიძლია "ხისტი" და "უხეშობის ზღვარზე" ფეხბურთის თამაში!

• ზახარა

სულ თავის მართლებაში როგორ უნდა იყო,ხან რა გიშლის და ხან რა,წადი რა სხვა საქმე გამონახე ხომ ხედავ ვერ აკეთებ ვერაფერს.

• ამი

პოლონეთთან მოგებულ თამაშშივე ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა უხეშობისაკენ იყო მიდრეკილი, უხეშობდნენ სრულიად უწყინარ სიტუაციებში, როცა ჯარიმის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ამ კომპონენტის გამოსწორებაზე მომდევნო თამაშებისათვის არავითარი სამუშაო არ ჩატარდა. პრიქით, ფრანგებთან და პორტუგალიასთან დაპირისპირების დროს ორთაბრძოლების უმეტესობა ჩვენების დაჯარიმებით მთავრდებოდა. შედეგად მივიღეთ ყვითელი ბარათების კორიანტელი, ერთი წითელი ბარათი და სამი პენალტი ჩვენს კარში, რამაც გადაწყვიტა მატჩების მსვლელობის სიტუაცია და საბოლოო შედეგი. დღესაც, როცა ჩვენთვის ჩემპიონატი დასრულებულია, ამ საკითხზე გუნდში არავინ ლაპარაკობს, მარცხის მიზეზებზე ზოგადი შეფასებებით კმაყოფილდებიან.იქნებ მომავლისათვის მაინც გაითვალისწინონ და იმუშაონ ამ ნაკლის გამოსწორებაზე.

• ფეოლა

ეტყობა სვანაძეზე ბევრად უკეთ შეგიძლია შემადგენლობის დაყენება. მოდი, თუ ძმა ხარ აქ დაწერე აბა შენი 11-ეული.

• mamuka09ze

მინდა გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა მთავარი მწვრთნელის მიმართ. მგონია, რომ ეს ადამიანი ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელია. წარმატებები მომავალშიც.

• misha

ლაშა სრულ ჭეშმარიტებას ლაპარაკობ.გეთანხმები 100 პროცენტით

• დიმიტრი

ჯობია დაგვანებო თავი და წახვიდე. ვერსია არა ფლავი კიდევ. ვის აწინაურებ ძირითად ნაკრებში. ორი კაციც არ იმსახურებს იქ თამაშს.

• lasha

სასაყვედურო არაფერია ევროზე გავედით. პოლონეტი დავამარცხეთ და მეტი მობილიზება რო მოგვეხერხებინა ფრანგებსაც ვუგებდით გაითვალისწინეთ ჩვენი რეალური მდგომარეობა და შედეგები ამის მიხედვით მოითხოვეთ ქვეყანა არის კოლაფსში. მოსახლეობის 40% გაქცეულია ქვეყნიდან ვინც აქ დარჩა 50% გაქცეულების გამოგზავნილი ფულით არსებობს დარჩენილი 10% ხელისუფლებაშია და მთელ ქვეყანას ყვლიფავს. რეგიონებში ფეხბურთი გარდაცვლილია სტადიონებზე ტრიბუნები დამტვრეულიდა ბალახი ამოდის. მოედანზე ძროხებს აძოვებენ და ასეთ პირობებში კიდევ რასაც ვაღწევთ სასწაულია

• საჩინო

მადლობა სვანაძეს და ბიჭებს .ერთ შენიშვნას გავაკეთებდი: ფეხბურთელები,რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ,ლიდერებად არ უნდა მოიაზრებოდნენ,გარდა იმ შემთხვევისა ,როცა ეს ტრავმით არის გამოწვეული.

• Gela

რა კარგად მუშაობს პასი ვერ გააკეთეს გუნდი ვერ შეათამაშა ნათესავი ხომ არა ხარ მაგ სვანაძის

• უფროსი

სვანაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა ბოლო 2 თამაშში. გამოცდილება და ნიჭი არ ეყო. კარგი მოტივატორია. შეიძლება გუნდის პსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელი იყოს.

• სვანაძეს ბრავო.

ჯერ მივეჩვიოთ ევროპაზე ხშირად თამაშს, ესეც დიდი გამოცდილებაა. სანატრებელი გვქონდა ასეთ ფორუმებზე მონაწილეობა. სახლში 2023 წ ჯგუფიდან გავედით და ახლაც ძალიან ახლოს ვიყავით. ბიჭებს ძალა და გამოცდილება რომ ქონოდათ საფრანგეთან უკვე გავინაღდებდით. შეადარეთ ეროვნული ლიგა და ლიგა 1 თუნდაც პორტუგალიის ლიგა. კარგად მუშაობს სვანაძე და ასე უნდა გააგრძელოს. მადლობა ბიჭებს, რაც შეძლეს თავი არ დაზოგეს, თავს ზემოთ კი ვერ ახტნენ. მომავალში გამოგვადგება ეს გამოცდილება.

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა

ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს

პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება

მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება

მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი

ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა

[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა

პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის

უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს

კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა

გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?

პსჟ-ს დონარუმას გამო სერიოზული პრობლემა აქვს - ვინ შეიძლება შეცვალოს იტალიელი?

მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა