ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] ბარბაროსული ბარბოსა კვარაცხელიას წინააღმდეგ და პსჟ-ს მარცხი "ბოტაფოგოსთან"

[VIDEO] ბარბაროსული ბარბოსა კვარაცხელიას წინააღმდეგ და პსჟ-ს მარცხი "ბოტაფოგოსთან"

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ფაქტიურად ცალკარა თამაში იყო, პარიზული გუნდი დომინირებდა, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომლის დებიუტში დარტყმული ბურთი მეკარე ჯონმა მოიგერია, შემდეგ ხვიჩამ ვერ უწია მიზანს. „კვარას“ ძალიან ეუხეშებოდნენ, ბარბოსამ საჯარიმოს ხაზთან ხელი ჰკრა, წააქცია და საბედნიეროდ ის ტრავმას გადაურჩა. მსაჯმა წესების დარღვევაც არ დააფიქსირა. მეტოქემ კი ლამის ერთადერთი კონტრშეტევისას დაწინაურება მოახერხა, როდესაც ჟეზუშმა პაჩოსგან რიკოშეტით გაუტანა დონარუმას.

შესვენების შემდეგ თამაში შედარებით გათანაბრდა და „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 55-ე წუთზე ოთხმაგი ცვლილება განახორციელა - მოედანზე ზაირ-ემერის, მეილიუს, ერნანდესის და ბერალდოს ნაცვლად ფაბიანი, ნევეში, ბარკოლა და მენდეში შეუშვა. თუმცა, რიო-დე-ჟანეიროელები თავს უნარიანად იცავდნენ, კომპენსირებულ დროში კვარაცხელიას საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და პსჟ-მ, რომლის ბურთის ფლობა 70% იყო, მარცხი განიცადა.

B ჯგუფში 6 ქულით ლიდერი „ბოტაფოგოა“, პსჟ-ს და „ატლეტიკოს“ 3-3 ქულა აქვთ, „სიეტლ საუნდერსი“ კი უქულოდაა.

პსჟ 23 ივნისს, ბოლო ტურში „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება, რომელიც დღეს „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო „ბოტაფოგო“ „ატლეტიკოს“ შეხვდება.

პასადენა. „როუზ ბოული“

პსჟ - ბოტაფოგო 0:1

გოლი: ჟეზუსი (36)

• გიგო პაპა

შემთხვევით მოიგო ბოტაფოგომ, რიკოშეტით გატანილი გოლით. ნეტა ფინალში შეხვდნენ კიდევ ერთხელ ერთმანეთს და 5-0 ზედ ექნებათ. ენრიკე შეცდა. თავიდანვე ძირითადის ბიჭები უნდა დაეყენებინა. არა უშავს, ხვიჩა კიდევაც იტყვის თავის სიტყვას, ამაში 1000% დარწმუნებული ვარ!

• მალხაზ ჯობავა-ს

არც ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს თავი!

• L.J.

თუთაშხა, მაგარი არასწორი არსება ხარ

• დავით 67

ტყუილად კი არ იყო ადრე ნათქვამი ფეხბურთი დაიბადა ინგლისში და გაიზარდა ბრაზილიაში, მაგრამ რაც გუშინ ვნახე ეს იყო ამაზრზენი ფეხბურთი ბოტაფოგოს მხრიდან. არადა ამ გუნდში მსოფლიო ლეგენდა თამაშობდა. გარინჩას ვგულიხმობ. 70იანი 80იანი წლების ბრაზილიური ფეხბურთი სანახაობრივ მხარეს ანიჭებდა უპირატესობას, ეხლა რას ჰგავს. უხეშობა სიმულიაცია დროის გაყვანა, მოკლედ ყველაფრის კადრება მიზნის მისაღწევად. თუმცა ესეთი ტენდენცია ევროპის სუსტი გუნდებისგან წამოვიდა. ბრაზილიელები მაშინ იყვნენ კარგები როცა ევროპაში არ იყიდებოდნენ. თუმცა 2000იან წლებში ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავდათ. ფაქტია რომ ნეიმარის შემდეგ ფეხბურთელი არ გამოჩნდა ბრაზილიაში,როდესაც ყოველ წელს უდიდესი კონკურენცია იყო. მარტო ვინისიუსზე შეიძლება თქვა კაცმა რამე დადებითი თამაშის მხრივ. 2014 წლიდან ბრაზილიური ფეხბურთი საერთოდ გადასხვაფერდა, იმ დღიდან როდესაც გერმანიის ნაკრებმა გაანადგურა. დარწმუნებული ვარ შემდეგში პსჟ რომ ათამაშო ამ გუნდთან 10 მატჩი. ათივეჯერ ამოტენის. გუშინ მათვის უცხო ხილი იყო. პსჟემ ბოტაფოგოსგან განსხვავებით ფეხბურთი ითამაშა ჩვეულ სტილში, ჩვენმა ხვიჩამაც კარგად ითამაშა.მსაჯობა საერთოდ ცალკე თემაა. გარდა იმისა რომ უვიცი და დეგენერატი მსაჯი იყო, ფიზიკური მომზადებაც არ ჰქონდა. ვერ ასწრებდა ვერსად, ვერ გაუძლო ტემპს. არ გამიკვირდება ასეთი უღირსი ფეხბურთით ბოტაფოგომ ფინალამდე მიაღწიოს. დღეს ხომ ყველაფერში ესეთი ტენტენციაა, წარმატებას აღწევს ის ვინც ყველაფერს კადრულობს ან ფორტუნა მის მხარეზეა და არა პროფესიონალი და მშრომელი

• ნაპოლეონი

ისე ის პატარაულვაშიანი შენზე რომ არ დაძრულიყო დღესაც ხვნაში ეყოლებოდა ეს ბებერი მეძავი კონტინენტი არა?!

• გიორგი

ერთადერთი კომენტარია სადაც სიმართლესან ახლოსაა ავტორი და უამრავი არ მოწონება აქვს გასაგებია ვინებისგან.გრამატიკის მასწავლებლებო ხომ მოგეცით სამუშაო

• Tutashxa-ს

ვის ეუზრდელები ბიჭო..?!

• ჟორა

მე ვგულშემატკივრობ სხვა კონტინენტის გუნდებს მაგრამ ავტობუსით გადიან იოლას

• მალხაზ ჯობავა

ფეხბურთი გუნდური თამაშია გუნდური!!!!!!

მე-19 საუკუნის შუაში,სამუელ სკოტმა შექმნა კოლტის სისტემის რევოლვერი,რომელსაც ველურ დასავლეთში,ძალების გამთანაბრებელი უწოდეს!ამ დილით,იგივე როლი მსაჯმა შეასრულა.თუ ასე გაგრძელდა,მსოფლიოს წამყვანი კლუბები,დიდი საპრიზო ფონდის მიუხედავად,მანდ მონაწილეობაზე მაგრად დაფიქრდებიან.

• გიორგი

ქართველ სპორტსმენებს სრული წარუმატებლობა აქვთ,რა დაემართათ ყველას ერთდროულად?

• ჩერჩილისგან

არ დაიღალეთ, იოსებ?

• სტალინი

ხვიჩამ კარგად ითამაშა, როგორც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური იყო პარიზელთა შემადგენლობაში. მაგრამ, აქ სხვა რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი. ჯერ კიდევ ტურნირის დასაწყისია და მთავარი მატჩები წინ არის, გუნდები შეიძლება გადამწყვეტი მატჩებისთვის თავს ინახავდნენ, მაინც გრძელი ტურნირია. თუმცა ერთი რამ შეიძლება გამოიკვეთოს, ამ საუკუნის 10-ან წლებამდე ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულის მიერ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდის დამარცხება ჩვეულებრივი რამ იყო. მაგრამ, ამის შემდეგ ევროკავშირის წამყვანმა კლუბებმა უდიდესი თანხა ხარჯეს და მსოფლიო ნაკრებები შექმნეს(ვინ თამაშობს ფრანგი პსჟ-ში, თითებით ჩამოსათვლელი: ბარკოლა, დემბელე, დუე. ისინიც პირობითად შეიძლება ამ ნაციის წარმომადგენლებად იწოდებოდნენ. კიდევ უფრო უარესი სიტუაციაა სხვა ე.წ. მსოფლიო ნაკრებებში), ჰოდა ევროკავშირის ამ ნეოკოლონიალისტურ საფეხბურთო დომინაციაში უკვე გმირობად ითვლება სხვა კონტინენტების კლუბების მიერ მათი დამარცხება. იმედია, ყოფილი აპარტეიდის მამოლოგები გიტლერის რურშტადტის ყოფილი ქარხნების(რომლებიდანაც გამოსული სამხედრო ტექნიკა მეორე მსოფლიო ომს უზრინველყოფდა) გუნდს ჯგუფში ჩატოვებენ და ამ ჩემპიონატის ყველაზე დიდ სენსაციას გამოაცხობენ.

მსაჯობა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა - კოჭში ჩარტყმაც თუ აღარ არის წესების დარღვევა ...

• Tutashxa

კიდევ ბევრი რამე გაგიკვირდება სანამ აზრზე მოხვალ. ან ვერ მოხვალ

• დდდ

მენდეშის და მარკინიოსის გარეშე, ბერალდოთი და ერნანდესით მოთამაშე პსჟ-ს დაცვას ერთ გოლს გორის დილაც გაუტანს, მაგრამ ანგარიშს ვერ დაიჭერს... ბოტაფოგომ კი დაიჭირა, რადგან ბრაზილიელები ამის დიდოსტატები არიან - იტალიელებისგან ისწავლეს, ჯერ კიდევ 1982 მუნდიალის შემდეგ და ამას იტალიელებზე უკეთაც ახერხებენ... ხისტად, უხეშად, მაგრამ საქმის ცოდნით ახერხებენ - ფრანგებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ... ბარბაროსობა კი ნამდვილად გადაჭარბებულია - თუ მაინცდამაინც, კოპა ლიბერტადორესზე და უშუალოდ ბრაზილიის ჩემპიონატებში ბევრად უარესები ხდება... ლუის ენრიკემ კი აშკარად იჩქარა ექსპერიმენტული დაცვის დაყენებით, ეს ბოლო ტურშიც შეეძლო - ბოტაფოგოს ყველაზე უარესი ვერსიაც კი არაა ის გუნდი, რომელსაც პირში თითი უნდა ჩაუდო, იდაყვამდე მოგაჭამენ... ახლა შეცდომის და ექსპერიმენტების უფლება აღარ აქვს, რაც ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ( პრინციპში, ჩვენთვისაც), ალბათ უკეთესიც უნდა იყოს...

• zaza

კი მაგრამ ბრაზილიელების გოლი რატომ არ აჩვენეთ?)))) ჩრ,კორეაში გააკეთეს ეგრე 2019 წლის მსოფლიოზე.ბრაზილიამ 2-1 მოუგო და კორეის ტელევიზიამ მხოლოდ კორეელების გოლი აჩვენეს. კვარაცხელიას გარდა სხვა არ ჰქმნიდა მომენტებს?

• გიო

ბოლო კოზირი იყო პსჟ. მილიარდები იდო მის მოგებაზე. ვინ გაიტანს. მაფია უკვდავია.

• ფული ბაბაია

მიკვირს პესეჟემ ასეთი დონით ჩემპიონთა ლიგა როგორ მოიგო. გამოდის დემბელეა აქ მთავარი. დანარჩენები ტყუილად დროს კარგავენ მოედანზე

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა

ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?

"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?

პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს

რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს