სულ რამდენიმე დღე დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენამდე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ექვსი ერის 24-გზის ჩემპიონს, ირლანდიას დაუპირისპირდება. ეს მატჩი არა მხოლოდ სპორტული სანახაობა იქნება, არამედ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქართული რაგბისთვის, რათა დაამტკიცოს თავისი ადგილი მსოფლიო ელიტაში.

თამაშის მოლოდინი უპრეცედენტოა. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ამ დაპირისპირებას, რადგანაც იგი უდიდეს შესაძლებლობას იძლევა, ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი ძალა მსოფლიოს გააცნონ. „ბორჯღალოსანი“ ცენტურიონი, ალექსანდრე თოდუა აღნიშნავს: „5 ივლისს გულშემატკივრით სავსე სტადიონი, ხარისხიანი რაგბი და ცოტა იღბალი - ეს არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა. ამ თამაშით უნდა დავანახოთ სარაგბო სამყაროს, რომ გვაქვს პოტენციალი ვიყოთ Tier 1 - ის გუნდი." ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იმ შემართებასა და მიზანს, რაც ნაკრებს ამოძრავებს.

მატჩის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო აჟიოტაჟი ელის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიხეილ მესხის გარე ტერიტორიაზე, ვაკის პარკის მიმდებარედ, ტრადიციულად მოეწყობა „ფანზონა“, სადაც ყველა რაგბის გულშემატკივარს დახვდება ისეთი აქტივობები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან გართობას, გემრიელ კერძებსა და სასმელებს, ასევე, რაგბის ნაკრების ოფიციალურ საგულშემატკივრო ატრიბუტიკას.

გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები!

ბილეთების ლინკი : https://tkt.ge/event/481468/ragbi-saqartvelo-irlandia

R

za
და იქ მთელი ჭავჭავაძე და მიმდებარე ქუჩები რომ გადათხრილია, ეგ არაფერი? თუ 5 ივლისამდე ამთავრებენ რეაბილიტაციას?
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს