"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში ირლანდიას 4 ლელო გაუტანეს, მეტოქეს მხოლოდ 7 ქულის სხვაობით ჩამორჩნენ და 2 საცხრილო ქულა აიღეს - 28:35.

იტალიის ქალაქ კალვიზანოში გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა, თუმცა ამით მეტოქემ უკეთ ისარგებლა. საქართველომ 4 ლელო გაიტანა და ერთი ამდენის გატანის შანსი კიდევ ჰქონდა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა და ჯარიმებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. ლადო კილასონიას შეგირდებს არ წაუვიდათ ხელდახელ თამაში, დაგვაღალატა დისციპლინამ და ამან სასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა არ მოგვცა.

თამაში რომ დაიწყო პირველივე ბურთი ვერ ავიღეთ, ირლანდიამ მაღალ ტემპში შემოგვიტია და პირველსავე წუთზე ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. საწყის 15 წუთში პრაქტიკულად უბურთოდ დავრჩით და მე-9 წუთზე მოწინააღმდეგემ ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.

მე-16 წუთზე შესატევი პლაცდარმი პირველად მივიღეთ, დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ 22-ის ხაზთან გაგი მარგველაშვილმა შეუტია, შემდეგ ჯერზე მიხეილ შიოშვილმა კიდევ უფრო მძლავრი დარტყმით დაახლოებით 15 მეტრი იარა და 5-მეტრიანს უწია, იქ წარმოქმნილი რაქიდან კი ოვალი კვლავ მარგველაშვილმა მიიღო და თავისივე დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა. ლუკა თაყაიშვილმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

ტაიმის შუაში მეტოქის მგეზავმა, რომელიც თამაშში ფეხით შესანიშნავად ირჯებოდა 50|22-ზე გაახერხა, ახლა მოლი ირლანდიამ აგვიგორა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 29-ე წუთზე ირლანდიელთა 22-ის მისადგომებთან გიორგი სპანდერაშვილმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, დაულაგებელ დაცვაში 3 მბოჭავი აისხლიტა და ლელო გაიტანა, თაყაიშვილმა კი გარდასახა. თამაში რომ განახლდა დავჯარიმდით, ტომ ვუდმა ამჯერადაც კარი ირჩია და გასატანი პოზიციიდან დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.

ტაიმის დასკვნით 5 წუთში დასარტყმელ პოზიციაში ორჯერ გამოვიმუშავეთ ჯარიმა, მაგრამ ლელოზე თამაში ვირჩიეთ და კონტაქტისას ბურთი წინ დაგვივარდა. ზედ შესვენების წინ ვუდმა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა კარს ააცილა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ - 14:18.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - ჩვენს შეცდომას მეტოქის სწრაფი შეტევა და ლელო მოჰყვა. პასუხის გაცემა მალევე შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენი იერიში მეტოქის 5-მეტრიანთან კვლავ ტექნიკური წუნის გამო ჩაიშალა. საპასუხოდ ირლანდიელებიც შეცდნენ და 5-მეტრიანთან შერკინების უფლება მოვიპოვეთ, მეტოქე დაჯარიმდა, სპანდერაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, თაყაიშვილმა კი გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

სამწუხაროდ, გატანილ ლელოს კვლავ შეცდომა და ირლანდიელთა გარდასახული ლელო მოჰყვა. 58-ე წუთზე დათა ახვლედიანის გარღვევის შემდეგ გიგი სირბილაძე ლელოს აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა, მერე კი ირლანდიამ კარგი, სწრაფი შეტევით მორიგი ლელო გაგვიტანა. დასკვნითმა წუთებმა საქართველოს შეტევებით ჩაიარა, ირლანდია თავს დიდხანს იცავდა, თუმცა გაწითლებულ დროზე ქართველთა მოლს ვერაფერი მოუხერხა და შოთა ხელაძემ ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, რითაც გუნდს 1 საცხრილო ქულა მოუპოვა. თაყაიშვილმა გარდასახვით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა და ჩვენს მონაგარს კიდევ ერთი ქულა შესძინა - 28:35.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 4 ივლისს, ჩვენი დროით 20 საათზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. პირველი ტური

კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“

საქართველო - ირლანდია28:35 (14:18)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).

4 ლელო: მარგველაშვილი, სპანდერაშვილი (2), ხელაძე

4 გარდასახვა: თაყაიშვილი

Rugby.ge

BOSS
კვლავ უაზრო ჯარიმებმა ამოგვაგდო რიტმიდან,თორემ ასეთ ირლადიასთან მოგებაც არ იყო გამორიცხული.სამწუხაროდ არ იგრძნობოდა რომ 10 12 და 13 ერთ გუნდში თამაშობენ
კომენტატორებს
სანამ ნიაზი პროფესორობას იწყებს კეთილი ინებეთ და ჯერ თავად გაერკვიეთ და შემდეგ გულშემატკივრები გაგვარკვიეთ ბონუს ქულა +3 ლელოზეა თუ 4 ;ლელოს დადებაზე. თურმე ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ლელოებზე (და არა ჯარიმებზე) თამაში
რეზო
ამდენ საჩუქარს რომ გაგიკეთებს ირლანდიის დონის გუნდი, ორმაგად დასანანია შენ რომ უფრო მეტით უპასუხებ. 4 ლელო დავდეთ, ე.ი. პროგრესი არის აშჯარა, მაგრამ... შერკინებაში ვდომინირებდით, მიწაზე თამაშშიც კი არ დავჩაგრულვართ. რაქებში კარგად ვიყავით. აუტი და მოლიც გვქონდა, აბა რა გვეტაკა? სამწუხაროდ ისევ და ისევ მაღალდონეზე და სისწრაფეებზე თამაშების უქობლობა. ელემენტარული სქილების სიმწირე. მაინც რა ნიჭიერი ბავშვები გვყავს, რომ ირლანდიელებს ვისაც გასაგებია სად უწევთ თამაში ფაქტიურად უტამაშებლებმა ფაქტიურად მოვუგეთ. ვაჩუქეთ რა. განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება მოსაგები თამაშების 100 პროცენტით მოგება. პ.ს. რამდენიმე კითხვა. 10 ნომერს ასე როცაარ მისდის თამაში, არ გვყავს შემცვლელი? როგირ მოხდა, რომ ფრტებზე ბურთი საერთოდ არ გასულა???
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა