მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში "მანჩესტერ სიტი" ყველასთვის მოულოდნელად "ალ ჰილალთან" დამატებით დროში 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრაში ანგარიში "ქალაქელებმა" გახსნეს და მე-9 წუთზე ბერნარდო სილვამ "სიტი" წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ალ ჰილალმა" მარკოს ლეონარდოსა და მალკომის გოლებით 52-ე წუთისთვის დაწინაურება მოახერხა. 55-ე წუთზე კი ერლინ ჰოლანმა სხვაობა აღადგინა.

94-ე წუთზე "ალ ჰილალიდან" თავი კალიდუ კულიბალიმ გამოიჩინა, 104-ე წუთზე კი ფილ ფოდენმა გათანაბრება მოახერხა.გამარჯვების გოლი 112-ე წუთზე მარკოს ლეონარდომ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

"ალ ჰილალი" მეოთხედფინალში "ფლუმინენსეს" დაუპირისპირდება, ამ უკანასკნელმა ასევე სენსაციურად "ინტერი" 2:0 დაამარცხა. შეხვედრა 4 ივლისს, ორლანდოში გაიმართება.

სტალინი
ეს სენსაცია ძალიან გავს 1986 წელს სსრკ ნაკრების ამავე ეტაპზე ასეთივე ანგარიშით ამავე დროს შუაღამისას,ბელგიასთან მოულოდნელ მარცხს. უნგრეთის ნაკრები სულაც არ იყო ხელწამოსაკრავი, მუნდიალის გარეშე ჯერ გულიტის და ვან ბასტენის ჰოლანდია დატოვა, მერე კი მსოფლიო ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩში შინ ბრაზილია გააცამტვერა. სწორედ ასეთი მეტოქე გაასწორა მიწასთან კიევის დინამოს ბაზაზე აგებულია ნაკრებმა, შემდეგ კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებთან ბრძოლაში ჯგუფი მოიგო და ბოლოს ასეთი მარცხი

ბრავო ინძაგი!ალ ჰილიალი 120 წუთის განმავლობაში სულ 7-ჯერ დაჯარიმდა,სიტის პასების 94%-იანი სიზუსტის ფონზე და ეს ალბათ ყველაზე ცხადი არგუმენტია სიტის უკბილო თამაშისა.ალ ჰილიალი წყნარად იჯდა დაცვაში და სიტის შეცდომებს იყენებდა.ცეცხლი აღარ ჩანს სიტის ფეხბურთელებში.ინძაგიმ კი, აქაც დაამტკიცა,რომ გუნდიდან იმაზე მეტის ამოღება შეუძლია,ვიდრე ამ გუნდის ფეხბურთელებს შეუძლიათ სათითაოდ.ისე ჩანს,რომ კიდევ ერთი დიდი მწვრთნელის ჩამოყალიბების პროცესის მოწმეები ვართ.
მეგრელი
არადა აქლემების ლიგააო, მანდ კრისტიანო კი არა ნებისმიერი გაიტანს გოლებსო და აგერ უყურე შენ ამათ
laShas
ჩვენი ძმა! ფეხბურთი ისეთი რამაა, რომლის პროგნოზსაც ვერ გათვლი! ვინ როდის მოიგებს და ვინ როდის წააგებს, შეიძლება გადასარევად ითამაშო, მაგრამ წააგო ან პირიქითაც. ჩვენ კი მესის გულშემატკივრებს შეგვეშვით და აკრიტიკეთ ის გუნდი, ან ფეხბურთელი ვისაც ქომაგობთ.
Gomako
რა შუაშია მესი ეგ ერთი?!და მეორე გვარდიოლას ტიკიტაკა ყველამ გაშიფრა და ვისაც არ ეზარებოდა შარშან ყველამ გაიფინა,წელს უარესის იმედი მაქვს,ყელშია ამოსული პეპის უაზრო ფეხბურთი.ტიპი ვერ ხვდება რომ უნდა წავიდეს,ხოდა მეტის ღირსია...
lasha
კიდევ ერთი ფიასკო მესის ქართველ ფანებს აქლემების (როგორც თვითონ უწოდებენ) ლიგის გუნდმა თვით გვარდიოლას სიტი გამოთიშა :)
zaza
ყოველთვის მიხარია გვარდიოლა რომ აგებს.სუფთა ანტიფეხბურთი.ბარსელონაში ისეთი ხალხი ჰყავდა იმ გუნდს მწვრთნელი საერთოდ არ სჭირდებოდა.და იგივე ბარსელონაში არანაკლები შედეგი ჰქონდა ლუის ენრიკესაც.ბავარიაში ყველაფერი არია.სიტისი ვისაც ხელი დაადო და ყველა უყიდეს.ყოვლად უსახურს ფეხბურთს თამაშობს.მატჩის კომენტატორზე არაფერს არ ვიტყვი.არ ესმის ფეხბურთი.თამასი დაიწყო თუ არა განწირულია ალ ჰილალიო.მოკლედ სრული დილეტანტი.
ჩემი აზრით
კარგი ის არის რომ გვარდიოლას ტიკიტაკი რომელიც მოსაწყენი სანახაობაა,სულს ღაფავს.ან როგორ შეიძლება მოგწონდეს გაუთავებელი ბურთის გორაობა მოედნის ცენტრში.
Gomako
ალ ჰილალის გასვლა როგორ უნდა გაგიხარდეს მაგრამ,ფეხბურთის მკვლელი გვარდიოლას გავარდნა ყოველთვის გამიხარდება,იქნებ მიხვდეს სიტის ხელმძღვანელობა,რომ პეპმა საკუთარი თავი დიდი ხანია ამოწურა და მიაპანღურონ....ყველამ დაგიმუღამა გვარდი ყველამ,ჩავარდნილი სეზონის მერე უნდა წასულიყავი.
სკანდალი გრძელდება - აფრიკის თასის გამარჯვებულად ისევ სენეგალს გამოაცხადებენ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სოფი ქალიშვილი აღარაა და დიოკერეშისგან 4,5 მილიონი$ გამოიმუშავა - "მსოფლიოში ყველაზე მიუღწველი" ქალის სკანდალური განცხადება
სამი კანდიდატი - "ლივერპულმა" სალაჰის შემცვლელზე მუშაობა უკვე დაიწყო
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
წელიწადში 30 მილიონზე მეტი - ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
ავტობუსს, რომლითაც "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები "უემბლიზე" მიდიოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს მოუგო" და მეცხრედ გახდა ლიგის თასის გამარჯვებული
უარი გრანდებს - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში