ხვალ ჩვენი დროით 20 საათზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში "ჯუნიორ ოლ ბლექსს" ვიადანაში (იტალია), "ლუიჯი ძაფანელაზე" შეერკინება.

პირველ ტურში ახალმა ზელანდიამ მასპინძელი იტალია 14:5 დაამარცხა. საქართველომ თავისი შეხვედრა ირლანდიასთან 28:35 დათმო, თუმცა 4 ლელოს გატანისა და 7-ქულიანი სხვაობისთვის 2 საცხრილო ქულა აიღო. იმ თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სასტარტო შემადგენლობისა და მარქაფის 4-4 მოთამაშე შეცვალა.

ცენტრში დათა ახვლედიანის ნაცვლად თამაშს სანდრო მესხიძე იწყებს, ხოლო ფრთაზე ტარიელ ბურთიკაშვილის ნაცვლად საბა შარვაშიძეს ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე მიხეილ ხახუბიას ნაცვლად შოთა ხელაძე დაწინაურდა, ხოლო მესამე ხაზში ლუკა ნარსიას ნიკა აბესაძე ჩაანაცვლებს.

ბურჯის პოზიციაზე მარქაფაში გამოჩნდა გიორგი ძაგანია, ხოლო მესამე ხაზში ჩაქვის სარაგბო სკოლის აღზრდილი მოთამაშე გიორგი არძენაძე. ხაზში გუნდს "არმიელები" - გიორგი ჯაში და სანდრო სესიაშვილი გააძლიერებენ.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. მეორე ტური. 4 ივლისი

ვიადანა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“. 20:00 საქ. დრო

საქართველო - ახალი ზელანდია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

Rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!