მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალების მთავარი დაპირისპირება დღეს, 23:00 საათზეა - პსჟ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. გამარჯვებულს ფინალში "ჩელსი" ან "ფლუმინენსე" ელის.

ჯგუფურ ეტაპზს ერთი მარცხის მიუხედავად, ლუის ენრიკეს გუნდი აქამდე დამაჯერებლად მოვიდა, მათ შორის მადრიდის მეორე გუნდს, "ატლეტიკოს" (4:0) დიდი ანგარიშით აჯობა. ბოლოს "ბაირნთან" საფეხბურთო ომი იყო. რაც შეეხება "სამეფო კლუბს", ხაბი ალონსო მას საკუთარ ხელს ნელ-ნელა ატყობს და მშვენივრადაც.

მადრიდელთა მთავარი პრობლემა ცენტრალური მცველის, დინ ჰუისენის დისკვალიფიკაციაა, ვინც "დორტმუნდთან" გააძევეს. სასტარტოში ახლა რუდიგერთან ერთად ასენსიო იქნება, ჯგუფურ ეტაპზე რომ გააძევეს. ამ პრობლემის გამო პსჟს ორი ფეხბურთელი დააკლდება, მაგრამ ლუკას ერნანდესი სასტარტოს წევრი მაინც არაა, აი, პაჩოს კი ლუკას ბერალდო შეცვლის. სასტარტოში კიდევ ერთი ცვლილება ბარკოლას ნაცვლად დემბელეს თავიდანვე გამოჩენა იქნება.

"რეალი" მის ექსფეხბურთელს, ჰაკიმის უნდა უფრთხოდეს, ბოლო სამ მატჩში 2 გოლი და ერთი საგოლე პასი რომ აქვს.

ყველაზე საინტერესო ისაა, ალონსო მბაპეს სასტარტოში თუ დააყენებს, დიდებულ ფორმაში მყოფ, 21 წლის გარსიასთან ერთად თუ მის გარეშე.

ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის ოცნების კლუბს "ნაპოლისთან" ერთად ორჯერ დაუპირისპირდა, ახლა კი ამას უფრო ძლიერ გუნდთან ერთად გააკეთებს. ცალკე ინტერესია "კვარასა" და ალექსანდრ-არნოლდის დაპირისპირება, უკვე რამდენჯერმე რომ შედგა და ინგლისელს ქართველის შეჩერება ძალიან უჭირს.

ლუის ენრიკეს წარმატებული სვლის გაგრძელება სურს და 10 წლის შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განსხვავებული ფორმატით მოგება. "რეალის" ფაქტორის მოუხედავად, ისინი ფავოროტები არიან.

ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. მბაპეს ორი გოლით პარიზელები ორბურთიანი სხვაობით წინ იყვნენ, მაგრამ ბენ ზემამ სამი გაიტანა. მესის გაფუჭებული პენალტი რომ არა...

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ:დონარუმა-ჰაკიმი,მარკინიოსი,ბერალდო,მენდეში-ვიტინია,ნევეში,რუისი-დუე,დემბელე,კვარაცხელია;

რეალი:კურტუა - ალექსანდრ-არნოლდი,რუდიგერი,ასენსიო,ფ.გარსია-ჩუამენი,გიულერი-ვალვერდე,ბელინგემი,ვინისიუსი-გ.გარსია.

მსაჯი: მარცინიაკი(პოლონეთი).

ტუკო რამირესი
შემადგენლობით, შესაძლოა, "რეალი" უფრო ძლიერია, მაგრამ ნამეტანი გაყოყოჩებული ვარსკვლავები ჰყავთ და ამ გარემოებამ ეგებ ხელი შეუშალოთ დღეს. თუ დღეს და 13-შიც ხვიჩა თავის ყველა შესაძლებლობას გამოავლენს და გოლებსაც გაიტანს, ვფიქრობ, ოქროს ბურთსაც სწორედ მას გადასცემენ. აუფ, რა იქნებოდაააა!!!
ზურა
დღეს დადებულ სტატიაში რომ დაწერთ, გამარჯვებულს ფინალში ჩელსი ან ფლუმინენსე ელოდებაო, რაღა უნდა გელაპარაკოთ.
ანაგელს
თქვენ პოლონეთში მუშოაბდით ალბათ და ექსპერტი ხართ. მალმიოს მალმეს რატომ ეძახიან სხვაგან, შვედურიც ხოარ იცით
goga-ს
სტატიაში განხილულია, რომ პაჩო არ იქნება და ბერალდო ითამაშებს და ეს რატომ იცით, ვითომ თქვენ რომ არა, რა ეშველობა სამყაროს, ტექნიკური შეცდომაც არ იარსებებდა
ანაგელი
მარცინიაკი არა, შიმონ მარჩინიაკი. მე მგონი კარგი მსაჯია…
სანდრო
ბერალდოს ცოტა დრო ეძლევა მაგრამ არავისზე ნაკლები არაა, რეალის ჰიუსენი უფრო დიდი დანაკლისია
მახარე
1-0 უკვე მიყავს პსჟ-ს. მარჩენიაკი ჩვენია! ხვიჩასი და საქართველოსი!
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"