მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ-მ „რეალი“ 4:0 დაამარცხა

პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დისკვალიფიცირებული პაჩოს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბერალდო, ბარკოლას მაგივრად კი დემბელე დააყენა. ტურნირზე პირველად მოხვდა სასტარტოში „რეალის“ შემტევი მბაპე, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ალეკსანდერ-არნოლდმა მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

პარიზელებმა თავიდანვე შეუტიეს, კურტუამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, რის შემდეგაც მისი კარი ფაბიან რუისმა და დემბელემ დალაშქრეს. „პარი სენ ჟერმენი“ სრულ უპირატესობას ფლობდა და 25-ე წუთზე ფაბიან რუისმა დუბლი შეასრულა. კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა თამაშს, ოთხჯერ დაარტყა, მაგრამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ორჯერ კი მცველებმა დაუბლოკეს.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, პსჟ ისევ დომინირებდა, ხვიჩა დაცვას კვლავ აქტიურად ეხმარებოდა, დიდი მოცულობის შავ სამუშაოს ასრულებდა, რაც პაპანაქება სიცხეში ადვილი ნამდვილად არ იყო. მან დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც დუეს გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. რადგან შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ „კვარა“ და დემბელე ბარკოლათი და რამუშით შეცვალა. 88-ე წუთზე კურტუას რამუშმაც გაუტანა და „პარი სენ ჟერმენმა“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

პარიზული კლუბის საიტმა მატჩის მიმოხილვა ნიშნის მოგებით მოკლედ დაასათაურა - GALACTICS! ასე მიანიშნა, რომ "გალაქტიკოსი" ამჟამად პსჟ-ა.

13 ივლისს, ფინალში პსჟ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფი“

პსჟ - რეალი 4:0

გოლები: 1:0 ფაბიანი (6), 2:0 დემბელე (9), 3:0 ფაბიანი (25), 4:0 რამუში (88)

რეალობა
ჩვენი შანსები ისედაც 0 მსოფლიოზე და ამაზე არც იდარდოთ. ყველა თამაშს წავაგებთ

3-0-ს შემდეგ,ფეხბურთელებმა, მომენტებში თამაშის საკუთარ თავზე აღების ნება მისცეს და ამის გამო რამდენიმე მომენტი დაიკარგა.ეს არ ნიშნავს,რომ ვერ თამაშობს.აი სირბილის ტექნიკა კი,თითქმის ყველა ქართველ სპორტსმენს დასახვეწი აქვს.საქართველოში მძლეოსნობა,როგორც სპორტის ერთერთი მთავარი დარგი,მკვდარია და არც არავინ ფიქრობს მის აღორძინებას.შემთხვევითი არ არის,რომ ეროვნულ სტადიონზე სარბენი ბილიკების აღებას მოუწოდებენ ბევრნი.ბევრმა აღარც კი იცის,ამ ბილიკების დანიშნულება.ერთი,ზილბერნშტეინია მგონი,ვინც კიდევ ავარჯიშებს საშუალო და გრძელ მანძილზე მორბენლებს.მძლეოსნობა ის ბაზისია,რომელზეც უნდა დაშენდეს სპორტის დანარჩენი სახეობები.მძლეოსნობის სპეციალისტების მომზადების და საქმეში ჩართვის გარეშე,ჩვენ სპორტსმენებს კუნთებზე პრობლემები არ მოაკლდებათ და ვერც სისწრაფეს,ან გამძლეობას განივითარებენ,მაქსიმალურ დონეზე.კვარას და ქოჩორაშვილს საკუთარი მწვრთნელები ჰყავთ დაქირავებული და შედეგებიც სახეზეა,თუმცა ბავშვობიდანვე სწორად ნასწავლ სირბილს,მაინც უკეთესი ეფექტი ექნება.კი,დღევანდელი კვარა,ძალიან ბევრს მოძრაობს,დაცვასაც მაგრად ეხმარება და წინაჩ ძალიან საშიშია,მაგრამ მეორე ტაიმში მისი თამაში სიზუსტეს და სიმწვავეს მაინც ჰკარგავს ხოლმე,დაღლილობის გამო და აქ,უკვე გუჯა კახაძე მახსენდება,რომელიც ასწავლის, უშუალოდ სირბილის დროს როგორ დაისვენოს და შეინარჩუნოს სისხარტე და სიზუსტე.ხვიჩას,დამაგვირგვინებელ ფაზაში,გულგრილობის მომატებაც სჭირდება,რადგან ცხადია,რომ კარში დარტყმის დროს,ბურთისათვის მეტი სიზუსტის და ძალის მიცემაა საჭირო.
art
კვარას და პესეჟეს(კვარას ხათრით) ვულოცავ გამარჯვებას, და თან როგორს! მაგრამ საერთო სიხარულის ფონზე მაქვს გარკვეული უკმაყოფილება. 1. კვარას ნამეტანი "აპახავებს" ენრიკე დაცვაში. გასაგებია, რომ ეს გუნდისათვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ასეტივე სასარგებლო არ არის ხვიჩასათვის. არც დეზირე დუე, არც დემბელე ამდენს არ მუშაობს დაცვაში. თანამედროვე ფლანგის თავდამსხმელმა, რა თქმა უნდა, უნდა იმუშაოს დაცვაშიც, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისის დოზა. ეს გადამეტებული დაცვაში ბრძოლა აზარალებს ხვიჩას შემტევ პოტენციალს. ხვიჩა ვარსკვლავური შემტევია და არა უბრალოდ "ბოქს-თუ-ბოქს" მუშა ფეხბურთელი. 2. ის რაც ხდება არ არის კარგი საქართველოს ნაკრებისათვის. ამ ზაფხულს ხვიჩას არა თუ არ ეძლევა დასვენების შესაძლებლობა, არამედ პესეჟეს ყველა ფეხბურთელთანაც შედარებით ყველაზე დიდი სამუშაოს გაწევა უწევს. გავიხსენოთ, რომ ხვიჩას სუპერთასზეც მოუწევს თამაში აგვისტოს შუაში ტოტენხემთან, ჩვენ კი სექტემბერში გვაქვს გადამწყვეტი თამაში თურქეთთან, რომელიც, თუ გასვლა გვინდა მსოფლიოზე, აუცილებლად მოსაგებია. ხოდა თურქეთთან თამაშისატვის თუ ხვუჩა ლიმონივით გამოწურული იქნა, ჩვენი შანსები ძალიან დაიკლებს.
ელიასი
ამათზე უკეთეს ფეხბურთს დღეს არავინ თამაშობს. მათთან ახლოს არიან: ესპანეთის ნაკრები და ბარსელონა, რომელიც უსახურმა ინტერნაციონალემ ჩაძირა, რითაც ჩ-ლიგის ზღაპრული ფინალი გამოგგვლიჯა ხელიდან. ხვიჩა თითქმის ყველა თამაშში კარგი იყო, მაგრამ ძალიან კარგი არც ერთხელ. იქნებ, ფინალში მაინც გაიბრწყინოს.
კახა
კროოსის წასვლამ დაანგრია რეალი! აბა სხვა ახსნა რა უნდა მოუძებნო ამ საკითხს. გუნდი ლიგას ცალი ფეხიტ იგებდა და დღეს პლიუს მბაპე დაიმატეს და ვერაფერი. საოცარი სპორტია ფეხბურთი.
ამატაკი
არა მამაცო ბიჭო,ეს ,,ჩვენი ფეხბურთის თამაში " აღარაა.ხვიჩა, თამაშამდე ამას დაგვპირდი, მაგრამ ეს მოწინააღმდეგეს გაბახებაა. ამ კოხტაპრუწა რეალს ნამუსი ახადეს.
ბეჩო
სულ ცალკარათი რომ იგებს რა მაგია აქვს ეგეთი პსჟ-ს ერთი გოლი მაინც გაეტანა რეალს ,იმედია ფინალი ეგეთი არ იქნება
გიო
აჰა საღოლ:))
სირბილის სწავლების ცენტრი
გადაიღალა და ცოტა დასვენება სჭირდება. ფინალში იფრენს, მაგრამ სირბილის ტექნიკა შესაცვლელი რომ აქვს ეს ფაქტია.
ალექსა
ჩელსისაც თუ მოუგეს, ბარემ პრემიერ ლიგაც უნდა ჩაახუტონ პსჟ-ს :))) სიტი, ლივერპული, ასტონ ვილა, არსენალი, ჩელსი

ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მადრიდის "რეალი"-ს თამაშმა და განსაკუთრებით დაცვის არაფრის კეთებამ, რომ თითქოს ჩაწყობილ თამაშს თამაშობდნენ!!!
lasha
კვარაცხელიას აქვს ძალიან არაზუსტი დარტყმა. ეს როგორმე უნდა გამოასწოროს. მე პირადად არ ვარ მესის ფანი მარა ვაღიარებ რომ არასდროს მინახავს ფეხბურთელი ისეთი ზუსტი დარტყმით რაც მესის აქვს ეგ თუ ურტყამს 10 დან 9 გოლია :)
ჟორა გაბრიჭიძე
პსჟ ეს მაღალ სიჩქარეზე ჩართული მანქანაა, სადაც არც ერთი რგოლი არასდროს არ ეთიშება თამაშის რიტმს. თამაში, რომ გააკეთეს სიჩქარეს დაუკლეს და თავი ფინალისთვის შეინახეს, თუ არა 2-3 ბურთს კიდევ გაიტანდენ.
მადრიდისტა
კროსი და მოდრიჩი ყოფილა მთელი რეალი და 6 ჩემპიონთა ლიგა
ბონდო
აუ ჩელსის შავი დღე ელოდება ნიკოლას ჯექსონისნაირი არა გუნდური მოთამაშის იმედზე გორის დილაც ვერ იქნება
გოჩა
ჩელსი შეიძლება მაგრად გაანადგუროს დიდი ანგარიშით,პსჟ დაცვის ხაზში თამაშობს ტიკი-ტაკას და მაგით ღლიან თავდამსხმელებს ეგაა მაგათ საიდუმლო
სირბილის სწავლების ცენტრი
ხვიჩა ართმევების კუთხის საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. კარგია ბოლომდე რომ არ ათამაშა და შეცვალა. ფინალამდე კარგად დასვენება უნდა მოასწროს და გოლით და საგოლე გადაცემით გაგვახაროს!
ვერ თამაშობს
ფინალში ბარკოლა ძირითადში და კვარა სათადარიგოზე იქნება. მორჩა კინო
პეტუხი კრიშტიანუ
არ დამიმატა რეალმა ამ ტურნირისთვის და აჰა.....
პეტუხი კრიშტიანუ
კაი კაცოოოოო,მშვენიერი 11 კუში დავიჭირე,ისევე როგორც ფლამენგო ჩელსისთან და ფლუმინენსე ინტერთან!
იბერიელი
გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, ყველას გილოცავთ მეგობრებო, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
კახა
კვარას და ყველას ულოცავ,ამ ბრწტინვალე გამარჯვებას. კვარა ნამდვილად არის იღბლიანი ბიჭი,საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება ხოლმე. კვარას კარიერას სულ იღბალი გასდევს ლაიტმოტივად. აბა რა იღბალიც აუცილებელია სპორტში.ჯერ რუსეთს როგორ წყნარად დააღწია თავი, ომი დაეხმარა რეალურად, აქაც გაუმართლა მაგრად თორემ რუსებიდამ თავის დაძვრენა ძალიან გაუჭირდებოდა! მოკლედ მწვერვალზეა კვარა და იმის იქით აღარაფერია. ფინალის მოგების შემდეგ უკვე ეკუთვნის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. 24 წლისამ ეს უკვე შეძლო.
დავით 67
პსჟ შეუჩერებელია! მიხარია რომ ხვიჩა ამ გუნდის ნაწილია. ტოტალიზატორში და საერთოდ მოთამაშეები ადრე მეცოდებოდნენ, ეხლა აღარ.პირიქით მიხარია კიდეც როცა აგებენ. საკუთარი თავი არ ეცოდებათ და სხვამ რატომ უნდა შეიცოდოს. ბოტაფოგოსთან რამდენმა გაანადგურეთ ოჯახის ბიუჯეტი??
გელა
უი უი უი ეს რა იყო.რეალის ესე მიფათახება ადვილი არაა და ვერც ყოველ კვირას ნახავ.მართლა ყოჩაღ და უფრო ნაღდია "საღოლ" ენრიკე. გუნდი კუ არა მეწყერი დააყენა
latinurad sorry
kvara vfiqrob varskvlavebshi mifrinavs. imedia daeshveba micaze... vgulshematkivrob ra tqma unda...
იხვი
აბა რა, უეჭველი. ხო იცოდნენ, მე რო რეალზე დავდე, და ჩემს ჯინაზე ჩააწყვეს თამაში. ასე შვებიან გამუდმებით, მე რო არ მოვიგო.
გგ
რეალის წაგებული მატჩები მინახავს, ასე წაგებული, - არა! აბუჩად აგდება ჰქვია ამ ყველაფერს: პსჟ-ს ფეხბურთელები იმას უკეთებდნენ რეალის ფეხბურთელებს, რაც უნდოდათ. ყოჩაღ ენრიკეს, THE გუნდი დააყენა.
მალხაზ ჯობავა
ვულოცავ ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თამათობით პსჟ-ს ბრწყინვალე გამარჯვებას, რ ე ა ლ ზ ე!!! არ ყოფილა შემთხვევითი ინტერთან 5-0 ხომ? ასეა ეს. კვარა რომ არ მიეყვანა ენრიკეს, არც არაფერი იქნებოდა კვარას გარეშე. შეუტიოთ კვარა! დანარჩენ ჩვენს ქართველ ლომ ბიჭებთან ერთად მსოფლიოსაც! აბა ულააა!!
სტალინი
დიდება პარიზის კომუნას და მის უნიჭიერეს ქართველ ემიგრანტ ვარსკვლავს ვაშა. წინ დიადი გამარჯვებისკენ სერ ვინსტონის ფავორიტ გუნდთან. როგორ არ გაგახსენდება 90-ნი წლების ქართველი რუსი ლტოლვილის სიმღერა Лондон Париж
zura222
ნაღდათ ტოტალიზატორის პონტებია დარწმნებული ვარ მაგაში, რეალ მადრიდი ეგრე არ აგეფს ხოლმე შანსი არაა, მაგარი მაზავშიკობა მიდის ეგრე წოდებულ დემოკრატიულ ევროპაში.
Levani
პსჟმ რეალს გადაუსვა შპაკლი :) ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უყურეთ რას თამაშობენ თუნდაც მენდეში,ტიპი ნადირის. ისე რაღაცით ჩვენი ხარებაშვილი წააგავს მაგას და იმედია მასეთი გახდება მალე.
ტუკო რამირესი
გილოცავთ! მგონი, ჩვენი ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონობასაც მალე იზეიმებს!
ინგლისური გამოცემა: იმედგაცრუებულ მამარდაშვილს "ლივერპულის" დატოვება სურს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[PHOTO] თვალებს ვერ უჯერებდა - პატარა ქომაგის რეაქცია "კვარას" დანახვისას
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა