მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში საქართველო ესპანეთს 14 ივლისს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ვერონაში, „ლუიჯი ძაფანელაზე“ ეთამაშება.

ეს არის მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალური შეხვედრა, თუმცა თავისი თამაშით საქართველო ბევრად მეტს იმსახურებდა!

თავის მხრივ ძალიან კარგ ტურნირს ატარებს ესპანეთი, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ის საფრანგეთთან 11:49 დამარცხდა; მეორე ტურში თასის ნახევარფინალისტ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართა, დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გატყდა და მხოლოდ 2 საცხრილო (4 ლელოს გატანისთვის და მცირე სხვაობისთვის) ქულას გამორჩა - 30:33; მესამე ტურში ესპანეთმა უელსსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა - 25:35.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მასპინძელ იტალიასთან თამაშის შემდეგ მცირედი სხვაობებია საქართველოს შემადგენლობაში. შეხვედრას ტოვებს გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი, რომელსაც მსაჯმა იტალიასთან მატჩში მე-12 წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მის ნაცვლად მესამე ხაზში ლუკა ნარსია ბრუნდება.

დამწყებებში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა ბაჩუკი ბარათაშვილმა და მათე ღურწკაიამ, კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ, მეორეხაზელებმა თემურ წულუკიძემ და გაგი მარგველაშვილმა, ასევე მესამეხაზელებმა გიორგი არძენაძემ და მიხეილ შიოშვილმა. დვალის არყოფნაში გუნდს წულუკიძე უკაპიტნებს.

ორი ცვლილებაა ხაზში. გიგი სირბილაძის ნაცვლად მგეზავის პოზიციაზე თამაშს გიორგი ჯაში იწყებს და ის გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. ჯაშმა მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთხელ შეცვლაზე, ახალ ზელანდიასთან ითამაშა. ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა სანდრო მესხიძემ და მის ნაცვლად ნუგზარ ქევხიშვილს დათა ახვლედიანი შეუწყვილდება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. მეორე ფრთაზე კვლავ ლუკა კეშელავას, ხოლო ფულბეკად ლუკა თაყაიშვილს ვიხილავთ.

უცვლელია პირველი ხაზის მარქაფაც - შოთა ხელაძე, გიორგი ტურაშვილი და გიორგი მესხიძე. მეორე ხაზში დავით ბარამია, ხოლო მესამეში ნიკა აბესაძე შევა. 9 ნომრის პოზიციაზე თემურ ძოძუაშვილი გაგვაძლიერებს, ხაზში კი საბა შარვაშიძე და სანდრო სესიაშვილი.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX-XII ადგილების ნახევარფინალი. 14 ივლისი

ვერონა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“. 17:30 (საქ. დრო)

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. სანდრო მესხიძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიორგი ჯაში (არმია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა, კაპ.), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. ნიკა აბესაძე (ლელო); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. საბა შარვაშიძე (აია),23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

Rugby.ge

20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?