საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფში 3-დან 1 მოგების შემდეგ ქართველებმა მე-3 ადგილი დაიკავეს, პლეი ოფში ვერ გავიდნენ და ბრძოლას ტურნირის V ადგილისთვის აგრძელებენ. გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვა გახლდათ, რომელმაც მეორე ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და საკვალიფიკაციო (V-VIII ადგილებისთვის) ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიდის შემდეგ 8 ქულით დავწინაურდით. მეორე პერიოდი საკვანძო გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 20:3 გაანადგურა და დიდ შესვენებაზე 25-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე პერიოდში მოლდოველებმა თამაში გამოაკეთეს და ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა. ბოლო ათწუთეულში ქართველებმა ისევ იძალეს და საბოლოოდ სასურველი ანგარიში დააფიქსირეს – 64:41.

საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ანი მესტუმრიშვილი გამოირჩა. შედეგიანად ითამაშა თამარ ზავრადაშვილმა, რომელსაც ყველა მაჩვენებელი ქულაზე მეტი ჰქონდა – 10 მოხსნა, 5 დაფარება, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 ქულა. 11 ქულა ჰქონდა მარიამ ყაველაშვილს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრას 13 ივნისს გამართავს: მე-5 ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი მასპინძელ კოსოვოს შეხვდება.

GBF.GE

smrzy
სათაურში ან სადმე რომ მიუთითოთ კალათბურთის ნაკრები რომაა კარგი იქნება. წარმატებები გოგონებს!
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა