"ბორჯღალოსნები" 2025 წლის ზაფხულის დასკვნით ტესტ-მატჩს 19 ივლისს მბომბელაში, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. მსოფლიოს 4-გზის, მოქმედ ჩემპიონთან და რეიტინგის პირველ ნომერთან შეხვედრა საქართველოს დროით 19:10 საათზე დაიწყება.

სამხრეთ აფრიკაში რაგბის თამაში მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყეს, ადგილობრივი რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია კი 1889 წელს დაარსდა. აპარტეიდის პირობებში თეთრ და ფერადკანიან მორაგბეებს ცალ-ცალკე ორგანიზაციები მართავდნენ, ხოლო 1992 წლიდან სამხრეთ აფრიკის ერთიანი რაგბის კავშირი დაარსდა.

ნაკრები პირველად 1891 წელს შეიკრიბა და ბრიტანეთის კუნძულებს ქეიფთაუნში ეთამაშა (0:4). არსებობის ისტორიაში გუნდმა ყველაზე დიდი სხაობით ურუგვაი დაამარცხა (2005 წელს 134:3), თავად კი ახალ ზელანდიასთან დამარცხდა (2017 წელს 0:57).

სწორედ აპარტეიდის გამო "ბოკეს" პირველ ორ მსოფლიო თასზე არ უთამაშია და პლანეტის უძლიერეს ტურნირში 1995 წლიდან ჩაერთო. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ - 4-ჯერ (8 ტურნირიდან) გახდა, ორჯერ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა, ორჯერ კი ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.

სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 1995 წელს უმასპინძლა. დებიუტანტი მასპინძელი ფავორიტი არ იყო, თუმცა სენსაცია მოახდინა, ფინალში უძლიერესი ახალი ზელანდია დამატებით დროში 15:12 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

2007 წელს "ბოკემ" თასი მეორედ შემართა - საფრანგეთში, ფინალურ მატჩში ინგლისს 15:6 სძლია.

სამხრეთ აფრიკა ბოლო ორი გათამაშებაა პირველობას არავის ანებებს. 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში, მან იაპონიაში ინგლისი 32:12 დაამარცხა, 2023 წელს კი საფრანგეთში ახალ ზელანდიას 12:11 სძლია.

1996 წლიდან "ბოკე" სამი ერის მონაწილეა, რომელსაც 2012 წლიდან არგენტინა დაემატა და რაგბის ჩემპიონატად გადაკეთდა. სამხრეთ აფრიკა ტურნირის გამარჯვებული 5-ჯერ გახდა - 1998, 2004, 2009, 2019 და 2024 წლებში.

2024 წლის 11 ნოემბრიდან სამხრეთ აფრიკა მსოფლიო რეიტინგის უცვლელი ლიდერია. მოცემული მომენტისთვის მას 92,78 ქულა აქვს და 1,06 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას.

2025 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკამ სამი თამაში ჩაატარა და სამივეში გაიმარჯვა - ჯერ "ბარბაროსებს" სძლია 54:7, მერე კი ორჯერ იტალიას - 42:24 და 45:0.

არსებობის ისტორიაში "ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია. 2003 წლის, ჩვენთვის პირველ მსოფლიო თასზე, "ბოკემ" სიდნეიში 46:19 გაიმარჯვა. საქართველოსთვის ეს თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ მსოფლიო თასზე პირველი ლელო გაიტანა. ის დავით დადუნაშვილის ანგარიშზეა. ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა პალიკო ჯიმშელაძემ, კიდევ ერთი ჯარიმა კი მეკო კვირიკაშვილის ანგარიშზეა.

18 წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ პირველად მიგვიწვია ტესტ-მატჩის გასამართად. 2021 წლის ივლისში მასპინძლებმა პრეტორიაში 40:9 გაიმარჯვეს. ერთი კვირის თავზე გუნდებს შორის მეორე ტესტ-მატჩიც უნდა გამართულიყო, თუმცა ორივე გუნდის წევრებს კოვიდ-ვირუსმა დარია ხელი და თამაში გაუქმდა. განსაკუთრებით მძიმე იყო "ბორჯღალოსნების" იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მდგომარეობა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში თითქმის 2 თვის გატარება მოუწია. საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის ბრძლა მისი გამარჯვებით დასრულდა.

Rugby.ge

სამხრეთ აფრიკა მონსტრია და ვინმეს თუ ჰგონია,მათთან გამარჯვების შანსი გვაქვს,გამოდის რაგბის წარმოდგენაც არა აქვს!დავმარცხდებით,მაგრამ ჩვენი ამოცანაა,უძლიერეს მეტოქესთან ვაჩვენოთ,ჩვენ რა შეგვიძლია.ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ და ბოლომდე ვებრძოლოთ,სახელისათვის და არა გამარჯვებისათვის.იმედია დავამტკიცებთ,რომ ჩვენც რაღაცას ვსწავლობთ.თუ არ დაეცი,სიარულს ვერ ისწავლი,თუ არ წაგაქციეს,ჭიდაობას ვერ ისწავლი და თუ არ დაგარტყეს;-ჩხუბს!სამხრეთ აფრიკა ის ნაკრებია,ვისთანაც ეს ყველაფერი უნდა ვისწავლოთ.კარგ,ღირსეულ თამაშს ვუსურვებ,საქართველოს ნაკრებს.
ნიკო
მსოფლიოში უძლიერეს გუნდს ვხვდებით. ბუკმეკერების შეფასებით 45 ქულიან სხვაობაზე გვაქვს თანაბარი შანსები. ვნახოთ, იქნებ არ წავაგოთ გამანადგურებელი ანგარიშით.წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს.
S.K.K.
წესით, სიძლიერიდან გამომდინარე საფა (ბოკე) ახლა ბრიტანელ ლომებს უნდა ეთამაშებოდეს, მაგრამ უტვინო სისტემის გამო ასე არ ხდება. მაინცდამაინც ჩვენ მოგვიწია (ბოლო მატჩში 14-13 კაციანმა ბოკემ იტალია დაამარცხა 45-0). არ ვიცი რას დავუპირისპირებთ. მეორეს მხრივ კარგია, გვეცოდინება მაინც სადა ვართ (იმედია არ შევრცხვებით)
გიორგი
www.world.rugby-ზე წერია პარასკკევს 18-ში, 20.10 წთ-ზე არის თამაშიო.
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
შარიქაძე: რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ
მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით
ცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?