ლადო კილასონის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრები სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილის მოსაპოვებლად შოტლანდიას 19 ივლისს იტალიის ქალაქ კალვიზანოში დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში მხოლოდ იტალიასთან მიაღწიეს გმირულ ფრეს(19-19), მანამდე კი ირლანდიასთან(28-35) და ახალ ზელანდიასთან(19-38) წააგეს. მიუხედავად ამისა, მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები 43-12 ანგარიშით გაანადგურეს და ახლა შოტლანდიასთან საპაექროდ ემზადებიან.

შემადგენლობა:

შერკინება - 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო, კაპ.), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. გიორგი შიოშვილი (ტულონი) - ხაზი - 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 14. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი)

სათადარიგო: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. სანდრო მესხიძე (არმია)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას მეცხრე ადგილისთვის აქამდე 2018 წელს საფრანგეთში შეხვდა და 39-31 დაამარცხა. 1 წლის შემდეგ მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში "სკოტებს" 17-12 ანგარიშით მოვუგეთ, ბოლოს კი მათ 2022 წელს შევხვდით და 55-17 ანგარიშით გავანადგურეთ. წარმატებები მეოთხე თამაშშიც!

ყოველ თამაშში,გუნდური თამაში სულ უფრო ლაგდება,კვლავაც ძალიან ბევრი ნაკლი გვაქვს,მაგრამ ბიჭები გუნდს ემსაგვსებიან და თუ რამე შეუძლიათ,საუკეთესო ვარიანტი,ამ თამაშში უნდა აჩვენონ.ეს თამაში მოსაგებია და მოვიგებთ,სასურველია ეს ტექნიკური,სანახაობრივი რაგბის თამაშით შევძლოთ.მიდით ბიჭებო,მიაწექით!
ქორ-პარიკმახერი
კარგი ჯახი იქნება!
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
PREVIEW: საქართველო - ესტონეთი
რაგბის გულშემატკივრების მიმართვა პრინციპულ თამაშამდე
U20. მ/ჩ: ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ მოგებით დაიწყეს
U20. მ/ჩ: საფრანგეთმა არგენტინას სძლია, შოტლანდიამ ირლანდიას მოუგო
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
საქართველო VS შოტლანდია - ინფორმაცია შშმ პირების ბილეთებზე
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა