ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები

ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები

რაგბის ივლისის ტესტების მესამე ნაწილი

ამასობაში, სარაგბო ივლისისა და ტესტ-მატჩების ციებ-ცხელება გრძელდება. ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეც დაიწყო, ჩვენს გვერდზე ზაფხულის ტესტებზეუკვე ორჯერ გვეწერა: 30 ივნისი-4-5 ივლისისა და 11-12 ივლისის მატჩებზე, ახლა კი 18-19 ივლისის ორ ცენტრალურ შეხვედრაზე ვისაუბროთ...

1.)  ახალი ზელანდია 29-19 საფრანგეთი

დღეს, თბილისის დროით შუადღით ივლისის ტესტებზე ჰამილტონში, „უაიკატო სთეიდიუმზე“ „ოლ ბლექსისა“ და „სამფეროვნების“ მესამე დაპირისპირება შედგა. წინა ორი შეხვედრა ზელანდიელებმა 31-27 და 43-17 ანგარიშებით მოიგეს და გამარჯვების მოპოვება მესამე მატჩშიც მოახერხეს.

თამაში ფრანგების უპირატესობით დაიწყო და მერვე წუთზე ფრანგების მიერ მასპინძელთა 5-მეტრიან ზონაში აგებული მოლიდან ბურთის გამოტანის შემდეგ ნოლან ლე გარემ ანგარიში გახსნა. მეოცე წუთზე ზემოთხსენებულმა მორაგბემ სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა. აქედან მალევე ცენტრიდან კორტეზ რატიმას მიერ ძლიერად დარტმულ ბურთს უილ ჯორდანი დაეწია და ახალ ზელანდიური ნაკრების მაისურით თავისი რიგით 42-ე ლელო დადო. გუნდები ქულების მოპოვებას სწრაფად ახერხებდნენ: ანტუან ჰასტოის არეკნს დამიან მაკკენზის ჯარიმა მოჰყვა, მერე კი ლე გარემ სამწუთიან მონაკვეთში კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთებში ანტონ ლაინერტ-ბრაუნმა გარდასახული ლელო მიითვალა, მაგრამ პირველი ნახევარი მაინც ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა - 17-19.

მეორე ტაიმი მთლიანად ზელანდიელების გამოდგა და ფრანგებს ქულაც კი არ ააღებინეს. 59-ე წუთზე მაკკენზის შეცურებული ბურთი ლელოში შევიდა და ლეო ბარიმ დაიჭირა, მაგრამ მასპინძელთა გარემარბმა სევუ რისმა ბარის ბურთი ხელიდან გააგდებინა, ეს მომენტი კი დუ’პლესი კირიფის ლელოთი დასრულდა. თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა ჯორდი ბარეტმა ხაზი გაჭრა და ბროდი მაკალისტერს უპასა. მისი ლელოს შემდეგ კი საბოლოო ანგარიში მაკკენზიმ გარდასახვით დააფიქსირა.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგებს ოკეანეთური ტურნესთვის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ჰყავდა. ისეთი, როგორიცაა ანტუან დუპონი და სხვები, თუმცა მეორე თუ მესამე შემადგენლობის კვალობაზე ახალი ზელანდიის დონის ნაკრებთან თავგანწირვით და ღირსეულად იბრძოლეს!

შემადგენლობები:

ახალი ზელანდია - შერკინება - 1. დე გროოტი, 2. ტაუკეი’აჰო, 3. ლომაქსი, 4. ტუიპულოტუ, 5. ჰოლანდი, 6. ფინაუ, 7. კირიფი, 8. სავეა (კაპ.) - ხაზი - 9. რატიმა, 10. მაკკენზი, 11. რისი, 12. ტუპაეა, 13. ლაინერტ-ბრაუნი, 14. ჯორდანი, 15. ლავისათადარიგო: 16. მაკალისტერი, 17. ბაუერი, 18. ნიუელი, 19. პაპალი’ი, 20. ლიო-უილი, 21. ჰოთემი, 22. ტავატავანავაი, 23. ბარეტი.

მთავარი მწვრთნელი: სკოტ რობერტსონი (ახალი ზელანდია)

საფრანგეთი - შერკინება - 1. ერდოსიო, 2. ბურგარიტი, 3. სლიმანი, 4. ორადუ, 5. ჰალაგაჰუ, 6. ფიშერი, 7. ბრენანი, 8. ჟილარი - ხაზი - 9. ლე გარე, 10. ჰასტოი, 11. ვილიერი, 12. ფიკუ (კაპ.), 13. დეპურტერი, 14. ატისოგბე, 15. ბარისათადარიგო: 16. ბარლო, 17. მალეზი, 18. ბამბა, 19. ტაოფიფენუა, 20. ტიშერნო, 21. ბოშატონი, 22. დაუბანია, 23. ჟილეტონი

მთავარი მწვრთნელი: ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი)

ლელოები: 22, ჯორდანი; 40+3, ლაინერტ-ბრაუნი; 59, კირიფი; 76, მაკალისტერი -- 8, ლე გარე

გარდასახვა: მაკკენზი (3/4) -- ლე გარე (1/1)

ჯარიმები: მაკკენზი (1/1) -- ლე გარე (3/3)არეკნი: ჰასტოი (1/2)

2.)    ავსტრალია 19-27 ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 4 წელიწადში ერთხელ ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაში ტურნეს მართავენ. წელს ავსტრალიის ჯერი დადგა. „კენგურუებმა“ ზაფხულის ტესტებზე აქამდე ფიჯის მძიმე ბრძოლაში მოუგეს, ხოლო ლომებმა არგენტინის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ავსტრალიური კლუბები ერთი-მეორის მიყოლებით დაამარცხეს, რასაც ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გაერთიანებული გუნდის პირწმინდად, 46-0 ანგარიშით განადგურება მოჰყვა!

დღევანდელი მატჩის წინ ბევრი საინტერესო რამ დაფიქსირდა: ლომების კაპიტანმა მარო იტოჯემ მისი მეასე სანაკრებო კეპი მოიგო(93 - ინგლისში და 7 - ლომებში). აგრეთვე, 1896 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ტესტ-მატჩებს უელსელთა გარეშე ჩაატარებენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ენდი ფარელმა მწვანე კონტინენტზე სათამაშოდ ერთი უელსელიც კი არ გამოიძახა.

თამაშში პირველი ქულები ევროპელებმა აიღეს: პირველივე წუთზე ფინ რასელმა ჯარიმა გაიტანა, რასაც 7 წუთში სიონე ტუიპულოტუს ლელო მოჰყვა. მე-20 წუთზე სტუმრებმა მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრეს, რაც ჰიუ ჯოუნსის ლელოთი დასრულდა, თუმცა ლელო მსაჯმა არ ჩათვალა. 29-ე წუთზე ჯეიკ გორდონის დაკიდებულ აბრაგანზე მაქს იორგენსენმა ივარგა და ავსტრალიელებს პირველი ქულები მიუთვალა. 36-ე წუთზე ლომების მიძალებითი ხასიათის შეტევა ტომ ქარის ლელოთი დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ავსტრალიელთა წაგებული აუტის მერე ლომებმა ხაზი გაჭრეს და მშვენიერი შეტევა დენ შიანის ლელოთი დაგვირგვინდა. ფინ რასელიც უშეცდომოა... ამან ავსტრალიელებზე, როგორც ცივი შხაპის დასხმამ, ისე იმოქმედა და ჯიქურ შეუტიეს. 60 წუთის გასვლის შემდეგ ბურთ ჩათვლის მოედანში დადეს, მაგრამ ეს ლელო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ისინი არ დანებდნენ და ჯერ 68-ე წუთზე კარლო ტიზანომ ლელოს დადება მოახერხა და შემდეგ 79-ე წუთზე ტეიტ მაკდერმოტმა თავისი 5 ქულა ჩაიწერა აქტივში. ამ ყველაფერს ბოლო ოც წუთში ლომების მხრიდან ერთი სამქულიანი დარტყმით მხოლოდ ინგლისელმა მარკუს სმიტმა უპასუხა, მაგრამ პირველი დაპირისპირება მაინც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების გამარჯვებით დამთავრდა.

შემადგენლობა:

ავსტრალია - შერკინება - 1. სლიპერი, 2. ფესლერი, 3. ალაალატოა, 4. ფროსტი, 5. უილიამსი, 6. შამპიონ დე კრესპინი, 7. მაკრაითი, 8. უილსონი (კაპ.) - ხაზი - 9. გორდონი, 10. ლინაგი, 11. პოტერი, 12. იკიტაუ, 13. სუა’ალი’ი, 14. იორგენსენი, 15. რაითისათადარიგო: 16. პოლარდი, 17. ბელი, 18. რობერტსონი, 19. ჰუპერი, 20. ტიზანო, 21. მაკდერმოტი, 22. დონალდსონი, 23. კელაუეი

მთავარი მწვრთნელი: ჯო შმიდტი (ახალი ზელანდია)

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები - შერკინება - 1. გენჯი (ინგლისი), 2. შიანი (ირლანდია), 3. ფურლონგი (ირლანდია), 4. იტოჯე (ინგლისი, კაპ.), 5. მაკკარტი (ირლანდია), 6. ბირნი (ირლანდია), 7. ქარი (ინგლისი), 8. კონანი (ირლანდია) – 9. გიბსონ-პარკი (ირლანდია), 10. რასელი (შოტლანდია), 11. ლაუ (ირლანდია), 12. ტუიპულოტუ (შოტლანდია), 13. ჯოუნსი (შოტლანდია), 14. ფრიმენი (ინგლისი), 15. კინანი (ირლანდია)სათადარიგო: 16. კელეპერი (ირლანდია), 17. პორტერი (ირლანდია), 18. სტიუარტი (ინგლისი), 19. ჩესუმი (ინგლისი), 20. ერლი (ინგლისი), 21. მიტჩელი (ინგლისი), 22. სმიტი (ინგლისი), 23. აკი (ირლანდია)

მთავარი მწვრთნელი: ენდი ფარელი (ინგლისი)

ლელოები: 29, იორგენსენი; 68, ტიზანო; 79, მაკდერმოტი -- 8, ტუიპულოტუ; 36, ქარი; 42, შიანი

გარდასახვა: დონალდსონი (2/2) -- რასელი (3/3)

ჯარიმა: რასელი (1/1), სმიტი (1/1)

მომდევნო დღეებში, 26 ივლისსა და 2 აგვისტოს ისევ ავსტრალიელთა და ბრიტანელ-ირლანდიელთა ჯახს უნდა ვუყუროთ. მეორე შეხვედრა მელბურნში, „კრიკეტ გრაუნდზე“ გაიმართება.

• Gio-ს

გადახედეთ სიახლეებს და ვერ მიაგენით?

• Gio

საქართველოს ნაკრებზე რატომ არაფერს წერთ, თუ არაფერი აღარაა საწერი, ყველაფერი ისედაც ნათელია

თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა

შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად

"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად

მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა

გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს

პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა

გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა

როცა ყველა წასვლისკენ მოგიწოდებს - საფონოვისა და პსჟ-ის თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება

18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს

გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა

სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა

ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა

დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში

[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში