ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

რაგბი ჩვენი თამაშია - ეს ფრაზა უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ისმის და ამის გაგონებისას ყოველთვის სიამაყის გრძნობა გვეუფლება. როდესაც იაზრებ, რომ შენი ქვეყანა ძლიერი იმ პოპულარულ სპორტის სახეობაშია, რომელიც ხასიათობრივად საკუთარი ქვეყნის გენეტიკასთან ყველაზე ახლოსაა და თან, როცა ამას არაერთი თასი მოწმობს, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მაგრამ ბოლო პერიოდში „ბორჯღალოსნებს“ თამაშის ხარისხის კუთხით ჩავარდნა აქვთ. ეს უკვე არაერთხელ გაჟღერდა და დავაპირე, რომ ამ თემაზე ჩემი აზრი ვრცლად შემოგთავაზოთ.

ზოგადად, რაგბი ძალიან კომპლექსური სპორტია. იმდენად კომპლექსური, რომ ქართველ ცნობილ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს ასეთი შინაარსის ფრაზა აქვს ნათქვამი: „როდესაც ბოჭვა განხორციელდება, 7 სხვადასხვა წესის გაკონტროლებაა საჭირო და თუ რაქი 3 წამს გასტანს, ოცდაერთი სხვადასხვა წესის დაცვა უნდა გააკონტროლო.“ დასტურად მის სხვა სიტყვებსაც მოვიყვან: „რაგბი იმდენად რთული სპორტია, დეტალებში რომ ჩაიხედო, შეგეშინდება.“

აქ ყველა დეტალსა თუ კომპონენტს მნიშვნელობა აქვს და თუ კომპონენტებში გუნდი მოწოდების სიმაღლეზე არაა, ეს გუნდის თამაშს, ხასიათსა და შეიძლება ითქვას, მონდომებასაც კი ეტყობა. ამასთანავე, კარგი გაწვრთნაც საჭიროა, რადგან გუნდი მინიმუმ ფსიქოლოგიურად და შემდეგ უკვე - სისტემურად დალაგდეს. არ გაიგოთ ისე, თითქოს რიჩარდ ქოქრილს დაუფიქრებლად ვაკრიტიკებ, მაგრამ დროის საკითხია და ვიმედოვნებ, რომ მოთამაშეებსა და მას შორის ურთიერთკავშირი გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან ბოლო წუთებზე მინდორზეც კი ჩამოვიდა და მორაგბეებს ახლო მანძილიდან მითითებებს აძლევდა.

სანამ თამაშის პერიპეტიებზე ყურადღებას გავამახვილებდე, ერთ დიდ დანაკლისზე მინდა ვისაუბრო და ესაა მერაბ შარიქაძის არყოფნა. ის, პირადად, ჩემთვის, იყო კაპიტნისა და ნამდვილი მორაგბის ეტალონი. უშიშარი, პროფესიონალი, მოტივატორი... არ მახსენდება, კონტაქტისას მოედანზე მას ორი მეტრი მაინც რომ არ მოეგოს. ამ საქმის დეტალები წესიერად ბევრმა არ იცის, მათ შორის, არც მე, თუმცა, ვიმედოვნებ რომ დაგვიბრუნდება და თან - ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო!

ახლა კი ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშების ერთგვარი ანალიზი სათამაშო კუთხით განვიხილოთ და ცხადია, პრობლემებით ვიწყებთ: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დერეფანი და შერკინებაა. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენი შერკინება ორჯერ დავთმეთ, ეს კი იმ ნაკრებისთვის ნამდვილად კატასტროფაა, რომელსაც არც ისე შორეულ წარსულში უძლიერესი, მსოფლიოში გამორჩეული შერკინება ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ რაც ის ძველი შერკინების ხალხი წავიდა (განსაკუთრებით, მამუკა გორგოძე და გიორგი ნემსაძე), დერეფანშიც ჩვენი ხარისხი ისე დაეცა, როგორც ციცაბო დაღმართზე დაგორებული ქვა.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 2016 წელს საქართველომ იაპონიას უმასპინძლა და მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში აუტი გვქონდა. ბურთი ნემსაძემ ჩამოხსნა, ოღონდ, იაპონელები მოლში არ შემოვიდნენ. თუ ნემსაძე იმ ბურთს მოლში შეიტანდა და მოლიც წამოვიდოდა, ბლოკის გამო დავჯარიმდებოდით. ასე რომ, ნემსაძემ ბურთი დაიტოვა, მას დანარჩენი მორკინალებიც მიუხვდნენ და ჩვენი მეორეხაზელი მოლთან ერთად უკუსვლით ჩათვლის მოედნისკენ წავიდა. იაპონელები იძულებულნი გახდნენ, მოლში შემოსულიყვნენ, მაგრამ ლელოსგან თავი ვეღარ დაიცვეს და ვიტო კოლელიშვილმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთ "ჩახლართულ სპორტშიც" კი, როგორიც რაგბია, გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევა როგორც ძალის, ისე უნარების ხარჯზე შესაძლებელია და თუ დერეფანში თამაშს საბოლოოდ გამოვასწორებთ, ეს ბევრად წინ წაგვწევს და ამასთანავე, ზევით ნათქვამ სიტყვებსაც უფრო მეტი ადამიანი ირწმუნებს.

ჰაერში თამაშიც გამოსასწორებელია. ჩვენ მაღლა დაკიდულ ბურთებზე უშიშრად მებრძოლი დავით ნინიაშვილი გვყავს და ამ კომპონენტში აკა ტაბუცაძეც არანაკლებია, თუმცა, ამ ტესტებზე ხსენებულ კომპონენტში დიდად ვერცერთმა ივარგა. უკეთესი იქნება, მეორე სართულზე თამაში სხვებმაც დაამუშავონ. ასევე, დიდი პრობლემაა მიყოლა. ამ ტესტებზე არაერთხელ შევამჩნიე, რომ როდესაც ქართველი მორაგბე რამდენიმე მეტოქის პირისპირ, ანდა, ცარიელ სივრცეში მიდიოდა, მიმყოლი მორაგბეები მასთან მისვლას და ე.წ. „გადაყრას“ აგვიანებდნენ, რის გამოც ან იმ მორაგბეს შეტევითი ფანტაზია უქრებოდა, ან მეტოქე ბურთს უპრობლემოდ გვართმევდა... მიყოლა რაგბიში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შეხედეთ სამხრეთ აფრიკას - ისინი ამაში უბადლოები არიან! მსოფლიო ჩემპიონებს თუ ვერ შევედრებით, ვიტყვი, რომ ტიერ 1-ის არცერთ ნაკრებს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

მიყოლა კარგია, მაგრამ ზაფხულის ტესტებზე ტექნიკურმა წუნმაც თავი იჩინა: ბურთის უამრავჯერ წინ გავარდნამ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ბავშვურმა შეცდომებმა, რამაც როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტში ბევრი დაგვაკარგვინა. ბურთის ტექნიკურ დამუშავებაზეც ბიჭებს ბევრი სამეცადინო აქვთ და იმის პოტენციალიც იგრძნობა, რომ ეს შეუძლიათ. ნინიაშვილი, მატკავა, კვესელაძე, ტაბუცაძე - ისინი ბურთს მშვენივრად გრძნობენ, ზურგს ტექნიკაც უმაგრებთ და მეტი ვარჯიში მეტ შედეგს მოიტანს, თუმცა, ნახსენები ბურთის კონტროლი, ჩემი აზრით, მორკინალებმაც უნდა დახვეწონ...

გავიხსენოთ 2017 წელს არგენტინასთან „ბორჯღალოსნების“ დადებული ლელო. ასეთ ლამაზ ლელოებს, რომლის დადების პროცესშიც ბევრი მოთამაშეა ჩართული და მიყოლა, კონტაქტი და ბურთის კონტროლი იდეალურად დამუშავებულია, ჩვენ ათასში ერთხელ ვდებთ, სამხრეთაფრიკელები კი მატჩიდან მატჩამდე მინიმუმ სამ ასეთ ლელოს ისე გვთავაზობენ, რომ იმ გათამაშებებში მორკინალებზეც თავისი წილი მოდის... ასე რომ, ჩვენ ამ საკითხში, ისევე, როგორც სხვებში, განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს, ოღონდ, სამუშაოც ასეთივე დიდი უნდა იყოს და მჯერა, ასეც იქნება!

ცუდია ის, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არც ამჯერად გვყავდა: ბექა გორგაძესა და გელა აფრასიძეს ტრავმები ჰქონდათ. ბექა გიგაშვილს ძირითადში ვისურვებდი, ის ძალიან კარგი პირველხაზელია და ეს ისედაც ვიცით. რაც შეეხება თოდუას, რომელზეც ბევრი იწერება, დღეს, მაგალითად, მეორე ლელო მისი ნელი მოქმედების შედეგად გავუშვით, „ჩიტასთან“ დავინახეთ, რომ შალვა აფციაურის სახით ძალიან კარგი გარემარბი გვყავს და მისი თამაში უფრო მნიშვნელოვან დაპირისპირებებშიც გამოსადეგი იქნება, მაგრამ ასაკის გამო მხოლოდ თოდუაზე ჯოხის გადატეხვა სწორად არ მიმაჩნია... ნაკრებში სხვა ყურადსაღები პრობლემებიც გამოჩნდა, ოღონდ, იმასაც აღვნიშნავ, რომ რაგბი ევროპის ტრიუმფით განებივრებული გულშემატკივრების მხრიდან ორივე ფრთაზე სწრაფი, ახალგაზრდა და ენერგიული გარემარბის ყოლის მოთხოვნა უსაფუძვლო სულაც არაა.

მიმოხილვის ბოლოს კი ვიტყვი, რომ რეგრესი კი არ გვაქვს, ჩვენი რაგბი ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ და ამის პროცესში ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენს რაგბის ვიპოვით და შეცდომებს დიდი შრომისა და მონდომების ხარჯზე გამოვასწორებთ, მაშინ ჩვენთვის სასურველ მაღალ დონეს აუცილებლად მივაღწევთ. შეიძლება სამხრეთ აფრიკას ვერ მოვუგოთ, მაგრამ კარგად ვითამაშოთ. გასულ წელს ამ დროს ავსტრალიას შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, 4 ლელო დავუდეთ, კარგად ვითამაშეთ და აკა ტაბუცაძემ  ის 100-მეტრიანი ლელო სწორედ „კენგურუებთან“ შემოგვთავაზა. ასეთი თამაშების გამართვა ნამდვილად შეგვიძლია, ერთ დღესაც კი მსგავსი გამოცდილება დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს!

გულშემატკივარს კი ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენს მორაგბეებს ყველგან მხურვალედ ვუგულშემატკივროთ და ამასთანავე, ჯანსაღ კრიტიკასაც არ მოვერიდოთ.

• ნიკო

აქ ხშირად ისმის, რომ მოთამაშეებს, ვინც მაღალ დონეზე თამაშობს, არ აძლევენ საშუალებას ნაკრებში ითამაშოს. კონკრეტულად ვის გულისხმობენ საინტერესოა. უამრავი მოთამაშე გამოსცადა კოკერილმა,მე არ ვიცი ისეთი მოთამაშე, რომელიც პირველი ეშელონის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს და მწვრთნელი არ ეძახის. დაწერეთ, კონკრეტულად ვინ იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს და არ ეძახიან.

• გოგა ხარძიანი

აქ ერთი საკითხია დამატებით, ძველი სტაფი აშკარად არსად წასულა და ერევა სელექციის პროცესში, რის გამოც ახალ მწვრთვნელს ხელ-ფეხი აქვს შეკრული ტალანტების მოსაზიდად ნაკრებში. იგივე ხდება ასაკობრივ ნაკრებებშიც, რის გამოც ერთ ადგილს ტკეპნიან წლებია და წინ ვერ მივდივართ. ისევ ცდილობენ, მხოლოდ ერთ კლუბში აღზრდილები შიყვანონ ნაკრებში, რომ მერე საზღვარგარეთის კლუბებთან კონტრაქტები გააფორმებინონ და თან იხეირონ ტრანსფერის პროცენტებიდან, რის შედეგადაც სხვა სპორტსტმენები იჩაგრებიან. გარემოც იმდენად „ლელოს“ კლუბური ფორმატისაა და ზოგჯერ მტრული, რომ სხვა თითო-ოროლა სპორტსმენს არ სურს ასკობრივ ნაკრებში დარჩენა. არც აძლევენ წესიერ პასს ვარჯიშების დროს და არ აძლევენ თანაბარ შესაძლებლობას რომ გამოავლინოს უნარები. ანუ, სისტემური ხასიათის პრობლემა აქვს ჩვენს სანაკრებო ვერტიკალს და სამწუხაროდ ყველა კუთხით დაღმასვლა გვაქვს. ხალხსაც ამიტომ აუცრუვდა გული და ისევ ფეხბურთს მიუბრუნდა, რადგან იქ მეტი გამჭვირვალობა არის ამ დროისთვის. კალათბურთიც ანშლაგით ატარებს შეხვედრებს. აქ კი, ძალიან გუკლდასაწყვეტი პროცესი გრძელდება, სრული გაუმჭვირვალობა და ბინდი გადაეფარა რაგბის სამყაროს. თუ რამის გაკეთებას აპირებს კაჭარავა, ამ ზაფხულსვე უნდა ჩაატაროს ძირეული წმენდა და ცვლილებები.

• gchkhaidze

ბევრი მინუსი აქვს ჩვენს რაგბს. მაისაშვილიდან არის დაწყებული ბევრი პრობლლემა და სამწუხაროდ ისევ ეგ არის თავი ამ ყველაფრის. ერთი კლუბის ლობირება მიდის ათი წელია ქართულ რაგბში და რეგრესი სახეზე გვაქვს. 2-3 ჯერ უკეთესი ხარისხი უნდა გვქონდეს ახლა წესით, რომ არა გამეფებული ნეპოტიზმი ჩვენს რაგბში. წესიერი მთავარი მწვრთვნელიც კი არ მოიყვანეს, რომ დამოუკიდებლად ემართა შემადგენლობა. რაც შეეხება ამჟამინდელ თამაშს, აქაც აშკარაა რომ უკუსვლა გვაქვს, რაც მაისაშვილის დროს დაიწყო და შესაბამისად აღარც მაყურებელი მოდის სტადიონზე. ფეხბურთელები რომ აგებდნენ, მაშინაც პროტესტის ნიშნად ტოვებდა მაყურებელის სტადიონს და უფრო მეტიც, ბოთლებს ესროდნენ, უსტვენდნენ და აგინებდნენ. ახლა, ჯერ მხოლოდ პროტესტის ნიშნად დატოვეს სტადიონი, ხოლო ასე თუ გააგრძელეს სტვენა და სხვა დანარჩენიც მალე მოყვება. ნინიაშვილი იმის მაგივრად ბოდიშს იხდიდეს უვარგისი თამაშისთვის, აქეთ ამუნათებდა წვიმაში მდგომ მაყურებელს, 22 წლის ღლაპი, ერთი-ორი ტრიუკით რომ გამოიჩინა თავი და ახლა რომ ვეღარაფერს აკეთებს. მერე კიდევ, ეს ქოქრილი რა ჯიუტი და თავკერძა ვინმე ყოფილა, ალანია-აბჟანდაძე საერთოდ არ გაიყვანა ირლანდიასთან და თან ბაძავს ვითომ რასი ერასმუსს და უფრო მეტი მორკინალი მიყავს ვიდრე უკანა ხაზი შეცვლისთვის, არადა თუ რამე შედეგი დაგვიდია კლასიკური შეცვლებით დაგვიდია და სხვის აყოლას იმაში, რაც არ იცის, ისევ კლასიკური ფორმა ბევრდა ჯობია. კიდევ ბევრი მინუსია, მაგრამ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, საქმეს უნდა მიხედონ და გაწმინდონ რაგბის კავშირი მავნე ელემენტებისგან, თუ წინსვლა გვინდა.

2003 წელს,საქართველოში ოფიციალურად 200 კაცი იყო დაფიქსირებული,ვინც რაგბის თამაშობდა.დღეს 8000 მდეა მისული,თუმცა ჩვენზე წინ მყოფ ქვეყნებში,რაგბში 10 ჯერ და გაცილებით მეტჯერ მეტი ადამიანი ვარჯიშობს,ყოველი ამ ქვეყნიდან სათითაოდ.იქ რაგბის ტრადიციებიც გაცილებით დიდი აქვთ,ინფრასტრუქტურაც დიდი,ფინანსები შეუდარებლად მეტი და სპეციალისტებიც უკეთესი.რაც მთავარია,იქ გულშემატკივრობის ტრადიციაც გაცილებით უკეთესი აქვთ.რაც უფრო მარკა მიიწევ რეიტინგში,მით უფრო ძნელია,ყოველი შემდგომი წინსვლა და ეს არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელი.დაბალ დონეზე ადვილია ნიჭის ხარჯზე წინსვლა,მაგრამ რაც უფრო მაღლა ადიხარ,მით უფრო მეტი შრომა და პროფესიონალიზმი გიპირისპირდება.ეს ყველა სპორტში ასეა და არც რაგბია გამონაკლისი.ცუდი ის არის,რომ ევროპა და 6 ერი,განვითარების გზებს გვიკეტავს.ამის გარეშე კი,აუცილებლად უკუსვლა დაიწყება.უახლოეს წლებში განვითარება კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება, მსოფლიოს რაგბში სტრუქტურული ცვლილებების გამო.ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ,გავარღვიოთ მათგან აშენებული ბარიერები,მაგრამ ისინი სულ ახალ ახალ ზღუდეებ გვიშენებენ და ამაში ჩვენი ბრალი,ნამდვილად არაფერია.ეს ყველაფერი მათ სინდისზეა.

• Irakli Apkhaidze

ამ სტატიის ავტორს რატო ლანძღავთ ვერ გავიგე, წმინდა სპორტული თემებს რომ არ გასცდა და პოლიტიკანური შეთქმულებების არ მოგვახვია თავზე?.. ამ 3 თამაშზე დაყრდნობით, სადაც ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა (მატ შორის ძირითადის მთელი 1 ხაზი, გორგაძე აფრასიძე და ა.შ), რათქმაუნდა ვერ ვიქნებით კმაყოფილი. წავაგეთ სამივე თამაში, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ უფრო მცირე სხვაობას ვფიქრობდით. არა და ფაქტია, ორივე მეტოქე ნაკრები საუკეთესო ფორმაშია. მე რაც მაფიქრებს, გუნდის შიდა ატმოსფეროა. ვინმე არასპორტული მიზეზით ხომ არაა მოკვეთილი გუნდიდან და უცხოელ მწვრთნელს, შერჩევითი მხოლოდ ფაქტებით და ინფორმაციით ხომ არ ამარაგებენ მიზანმიმართულად?.. და კიდე ცუდი ას არის, რომ მსგავს მეტოქეებტან რეგულარულად ვერ ვტამაშობთ და როცა ვტამაშობთ მაშინაც ვერ ვკრავთ ძირითად შემადგენლობას... როგორც ვიცი, მსოფლიო თასამდე (2 წელი), მსგავსი კალიბრის გუნდებთან სპარინგის საშუალება არარ გვექნება... ესაა პრობლემა, თორე დრეს რომ რაგბის ყურადღება ექცევა და სულ უფრო იმატებს პროფესიონალურობის დონე ყველა ასაკში, ეს ფაქტია.

• გიორგი

ენძო, მტრის ჯინაზე არ მრავლდებიან. ამისთვის სხვა პირობებია საჭირო. თუ გული გერჩის, მიდი, მაგალითი მოგვეცი და მოგბაძავთ.)))

• გიორგი

შიგნით 'სამზარეულოში' რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პროგრესია თუ რეგრესი ამაზე ყველაზე კარგად ახალგაზრდების მომზადების ხარისხი აჩვენებს. შეადარე მსოფლიოზე 20 წლიანები მიღწევები ადრე და ის თაობა და ბოლო დროს რა ხდება; თუ გამოსწორდა ტრადიციულად 'სუსტი' მხარეები და მსგავსი. აქ უნდა ეძებო პასუხი შეკითხვაზე რამდენიმე წელიწადში სად ვიქნებით. ეროვნულს რაც შეეხება, კი ცდილობენ ხელდახელ თამაშზე გადართვას, და ეს სწორია, მაგრამ მე რომ მკითხო რაშიც ძლიერები ვიყავით იქ უფრო მოვუკელით ვიდრე ხელდახელ თამაშში მოვუმატეთ.

არგენტინის რაგბის ფედერაცია 1910 წელს შექმნილა.მაშინ,როცა რაგბის არსებობაც კი არ ვიცოდით საქართველოში.1987 წლიდან ყოველ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის და ჩვენ მათზე ადრე როგორ დავიწყეთ?საქართველოში რაგბის თამაში 1960-იან წლებში დაიწყეს და კაი 50 წლით უკან ვართ არგენტინელებზე.მაშინაც და ახლაც იქ გაცილებით მეტი ადამიანი თამაშობს,ტრადიციებიც მეტი აქვთ და არაფერი საკვირველი,ჩვენზე წინ რომ არიან.ან იმ საშინელ 90-იან წლებს რატომ ივიწყებ,ყველაფერი რომ განადგურდა და გაჩერდა?ეგ რომ არა,დღეს ჩვენც გაცილებით მაღალ დონეზე ვიქნებოდით.

• ნიკო

მელიტონ ქანთარია მართლა ვაი შენს პატრონს, სად ნახე ეკონომიკაზე, ბიძინაზე ან ნაციანალებზე დამეწეროს რამე?

• bibi

სე რეგრესი თუ არის მსოფლიო რაგბის კავშირის ბრალია მაინც არ ფიქრობენ რაგბის განვითრებაზე, ჩმოაყალიბეს რაღაც კასტა და სულ მანნდ ტრიალებენ. მიბაძონ ფეხბურთს და განვითარდება რაგბი მთელ მსოფლიოში.

• რონი

შარიქაძის ამბავი მის ყოფილ შეყვარებულს უკავშირდება დიდი ალბათობით ეჭვიანობს ვაჟკაცი...და დაასჯეინა.... რათ გინდათ თავის დადებილება? მოვა დრო და ყველას მიეზღვება

• ნიაკო

პირველი ნახევარი ჩინებულად ვითამაშეთ, არ ველოდი.

• არამტირალა

რამდენი დაბოღმილიც არ უნდა ანთხევდეს აქ ბოღმას, რაგბიცა და საქართველოც წინ მიდის და მოღალატეების ჯინაზე სულ წინ წავა!

• პაატა

რეზომ კომენტარში დაწერა სიმართლე!!! სამწუხარო რეალობაა და იმაზე უფრო მძიმემადაა საქმე ვიდრე წარმიგუდგენიათ! მაისაშვილი შედეგია იმ “პალაჟენიის” რაც იქ ფედერაციის პრარაბმა პრეზიდენტა დააყენა!პრაქტიკაში კიდევ, ზუსტადაც მაისაშვილისგან დაიწყო გუნდის მორალური ნგრევა, რაც მოხდა მსოფლიოზე ეგეც მაგ მაგის პირადი ინტრიგების ბრალი იყო, ხოდა დღესაც ეგაა ვის ქვეშაც არის გინდა შავი ლომი და გინდაც ნაკრები! ამხელა ფულებს დაერივნენ და რა მივიღეთ?! მოკლედ რა, აღარ ღირს ამათზე ნერვების შლა, ანალოგიური სიტუაცია როგორც ფეხნურთში და კალათბურთში:(

• დურუ

რეგრესი არ გვაქვს ჩვენ თამაშს ვეძებთო, ბატონო ცოტნე ბოლო 25 წელია ვეძებთ, ცოტა ხომ არ გაგვიგრძელდა ძებნა? და წინა წლებში უკეთ ვთამაშობდით, ეს რეგრესი არ არის? აბა რა არის?

• rezo

გრანდი არა, მსოგფლიო ჩემპიონი კიდე! ორი ტამაში მოსაგები იყო. არ დავუკარგოთ, მაგრამ აფრიკისთვის მოგებასთან ნუ გავაიგივებთ. იტალიას რო უნდა ვუგებდეთ, მაგის პრეტენზია მინიმუმ 15 წელი გვქონდა. უელსს კიე მოვუგეთ, გულზე ხელის დადებით ცუდი შემადგენლობით და ცუდ პერიოდში რო იყო. ისისც უნდა ითქვას რო მაისაშვილის გუნდი ამაზე კარგად თამაშობდა ბევრად, მაგარმ სწორედ მაისაშვილის დროს დაიწყო გუნდში კონფლიქტები და მაყურებელს არავინ არაფერი არ აუხსნა. დამთავრდა სამოყვარულო რაგბი და ოჯახში დარჩეს! ყველაფერი უნდა გამოვიდეს განსახილველად საჯაროდ. ტუ ჟურნალისტები და მაყურებელი არ ჭირდება კავშირს და ნაკრებს, კარგად იყვნენ! დამოკიდებულებაც თავხედური და აგდებული აუხდათ, კიდე აქეთ გვამადლიან სტადიონებს რატო არ ავსებთო! რატომაც ფეხბურთზე არ ავსებდა ხალხი, იმიტო! შარიქაზეს დავუბრყნდეთ! გამოვიდეს ვინმე, მოაქწყოს პრესკონფერენცია და მოყვეს რა მოხდა. რატო არ ყვებიან? ამ საუკეთესო ბიჭმა ვიღაც უნამუსოებს რო შეწირა კარიერა!!! თვითონ თქვას , ვისი ბრალიცაა!!! მაისაშვილის ბრალია ისაა რო მის დროს დაწყებული გრძელდება დღეს უარეს ფორმებში. უფრო უსამართლო საკადრო პოლიტიკა. "ლიუბიმჩიკები" და "შერისხულები". და საერთოდ რო ძირეული რეფორმებია საჭირო, ეგ შორს წაგვიყვანს. მაისაშვილის ჯინი არ ჭირდა არავის, უბრალოდ ჰეიგი რო წავიდა ტოპ მწვრთნელი გვინდოდა და არა ლევანი. ახლა მითუმეტეს

• უშო

რას ერჩოდით მაისაშვილს, კაცმა 2 გრანდი დაამარცხა, დააცადეთ?

• პაატა

მესმი ტექნიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყირადღებას, მაგრამ როგორ ყოველთვის “თევზი თავიდან იწყებს გაფუჭებას”! ჩვენი რაგბის მართვის სტრუქტურა წლებია განიცდის დეგრადირებას, დეტალებში აღარ შევალ, მეც დავიღალე ამათი უნიათობით, მხოლოდ ჯიგრით თამაშის მოგების რომ გვაბოლებენ წლებია! მოკლედ რა, სანამ სიმართლრს არ გავუსწორებთ თვალს მანამდე ასე იქნება. შეიძლება დერეფანში თამაში გამოასწორონ, ან მიწოლაც უკეთესი გააკეთონ, მაგრამ ამ მიდგიმებით დიდ თამაშებს ვერასდეოს მოვიგებთ!

• tngh

სამხრეთ აფრიკა და ირლანდია წლევანდელი სეზონის უდავო ლიდერები არიან. მოვა დრო და მათი აწორნიც გავხდებით. ოციოდე წლის წინ რუმინეთიც ძნელი მეტოქე იყო!!!

• იყო შაშვი მგალობელი

3 ნინიაშვილი 2 ახალგაზრდა თოდუა და 1 კვესელაძე დამატებით რომ გვყავდეს ირლანდიას ტოლსწორად ვეთამაშებით და იტალიას მოვუგებთ ...კიდევაც დაიზრდებიან...

• ბევრისმომსწრე

პოსტსაბჭოთა ქვეყბნებს ყ ელას კვლავ მოვუგებთ და ეგ არი ! და ვიტრაბახოთ რა, არ შეგვიძლია თუ რა ? დანარჩენი, ზღვაც გვაქვს, მთაც გვქვს და შუქიც გვაქვს ჰოდა, ამითაც ბევრ ქვეყანას "ვუგებთ"! :)))

ვის ვჯობივართ, მოლდოვა -სომხეთი და ჯერჯერობით(!), აზერბაიჯანი და რამდენიმე აზიურ, ტრადიციულად ე.წ არასპორტულ ქვეყანას , რომლებსაც სულ ვჯობდით და დღევანდელზე მეტადაც კი ?!

• ძალოსნები , კი ბატონო და ისიც ბოლო მხოლოდ ლაშა ტალახაძე ...

სხვა ვის ი სენებ ახალს, გიორგი ასანიძის შემდეგ, ბოლო თითმის 20 წელიწადია ?! ჰოდა, გამოაკელი ერთი ლაშა, ჩვენი ძიდო(ისტები) და ტრადიციული ძველი, ჭიდაობა, გენო პეტრიაშვილი ... ჰოდა, ამოვთვალოთ ვინც გვკობია ზანთრის სახეობებშიც და ზაფხულისაშიც, ე.წ.თამაშებით: ფეხ-ხელ-კალათ-ფრენ-წყალბურთებით : ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, ფინეთი, შვედეთი, დანია, ნორვეგია, პორტუგალია ... ზოგიერთი ცოტა დიდია და მარამ, ზოგიერთი გაცილებით პატარაა... ამ ქვეყნებს, სამწუხაროდ .მხოლოდ ერთი რაგბით ვჯობივართ ჯერჯერობით ... ----------- პ.ს. უდავოდ ნიჭიერი ერი ვართ ყველაფერში, მათ შორის ....ტრაბახში ! საქართველოს გაუმარჯოს !

• სირბილის სწავლების ცენტრი

მსოფლიოს ჩემპიონს არა, მაგრამ ათეულის რამდენიმე ნაკრებისთვის მოგებაზე უკვე უნდა იფიქროთ!

• RR

23 წლის წინ, როცა პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე, მე-15 ადგილს ვიკავებდით რეიტინგში. მაშინ ბევრი ამბობდა, ცოტაც და გრანდებსაც ვაჯობებთო. ეც ცოტა არა და არ დადგა. მხოლოდ 2-3 ადგილით დავწინაურდით. ესპანეთს და რუმინეთს კი ვუგებთ, მაგრამ ამ ქვეყნებში რაგბი ჩვენზე მეტადაა ჩამკვდარი. ჰოდა, ეს თუ პროგრესია...

• Gio

ვშიშობ რუმინეთის ნაკრებივით არ დაგვემართოს, ერთ დროს სარაგბო ქვეყნად მიჩნეული დღეს უკვე გამქრქლია მსოფლიოს რაგბის არეალიდან, ამდენი წაგებით გულშემატკივარს უკვე იმედი გადაეწურა და უგულშემატკივროდ შორს ვერ წავსლთ, რაც მამუკა გორგოძის თაობამ დიდი ბრძოლების ფასად მოიპოვა დღეს ვკარგავთ, ჩემთვის რაგბი ყოველთვის იყო ეროვნული სპორტი და ყოველთვის სულმოუთქმელად და იმედიანად ველოდი ყველა თამაშს, დღეს უკვე აღარ მაქვს ის განცდა სამწუხაროდ

• მელიტონ ქანთარია

ხო, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა მსოფლიოში და საქართველოს რაგბის წინსვლა, ერთი ერთში ემთხვევახ ჩემო ნიკო! შენი და ბიძინას ხედვებს საქართველოს წინსვლაზე. ვაი თქვენს პატრონს!!!!

ამდენი რაგბის აკადემია და რაგბის სავარჯიშო ბაზა აშენდა,რაგბში მორაგბეთა რაოდენობა 8 000-მდე გაიზარდა და ახლა ღაფავს სულს?ვინც სპორტის აკადემია დაანგრია,მრავალ სტადიონთან ერთად,ვინც მორაგბეებს სტადიონებზეც არ უშვებდა,იმათი მომხრეები ახლა მოსთქვამთ რაგბის სიკვდილზე?უკვე რამდენი წელია 20 წლამდელებში,მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო 10 -ეულებში ვხვდებით და 6 ერის გუნდებს ვუგებთ,ეგ არის სიკვდილი?სიძნელეებიც არის,შეცდომებიც,მაგრამ ის არ ცდება,ვინც არაფერს აკეთებს.სპორტის ყველა დარგში ჩასაფრებულის პოზიციაზე ხარ ყვავივით დასჩხავი.აქაც დანგრევა გაყრაზე ოცნებობ და იმათ დაბრუნებაზე,რომლებიც ყველაფერს ანგრევდნენ,ან კიდევ ჰყიდიდნენ.რა ახლა ააშენებენ?მათგან გაყიდულ დანგრეული სტადიონები თბილისში, ამათ გამოისყიდეს და ზოგი ხელახლა ააშენეს,ზოგსაც უპირებენ,ბათუმის სტადიონი რომ დაანგრიეს ნაცებმა,2006 და სამაგიეროს 3 წელიწადში აგიშენებთო,შეჰპირდნენ ბათუმელებს,2012 წელს კი აღმოჩნდა,რომ არც დაუპირებიათ სამაგიეროს აშენება და ისევ ამ მთავრობას მოუწია ახალი სტადიონის აშენება,გეგონა დაგვავიწყდა?რამდენი კიდევ სხვა არის მსგავსი.სტადიონებს რომ ანგრევდნენ და საქართველოს ნაკრები 128 ადგილამდე ჩამოქვეითდა,მერე კი,ამათ რომ სტადიონების და ბაზების შენება დაიწყეს და 70 საუკეთესოს შორის ავიწიეთ,კი გაჰკივით,უბრალოდ თაობა მოვიდაო კარგი,მაგრამ ვინმეს ,თუნდაც თვითონვე გჯერათ,ეგ სისულელე?ან ის თაობა თუ მოვიდა,სტადიონის და მინდვრის გარეშე,მწვრთნელის გარეშე გაიზრდებოდნენ,ამათ რომ არ აეშენებინათ?!თქვენ ის იპოლიტეები ხართ,ქორწილში რომ გააკუა და იმედი აქვთ,დაავიწყდებოდათო!ახალგაზრდობამ არ იციან,არ ახსოვთ,მაგრამ ისეთებიც ბევრი ვართ ვისაც ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ და არც თქვენისთანებს მივცემთ დავიწყების საშუალებას.

• ცოტნე

ეს იმის შეედეგს ვიმკით მაისაშვილი რომ გვყავდა მწრვნთნელად. დაგვღუპა ყველანაირად… საძმაკაცოთი და მეგიბრიბით სად მიბედით ვხედავთ

• რეალისტი

თანაც, მთავარი ტრაგედია ისაა, თუ ვის ნაცვლად მოაშარდინეს - ფედერაციის „პარტიასთან“ დაახლოებული ვაი-მორაგბეები. მთელი 1995-2004 თაობა გაანადგურეს „ლელოს“ და მაგ შაიკის ნეპოტიზმის გამო. მხოლოდ ის გადარჩა, ვინც იმდენად ნიჭიერი ან შეძლებული იყო, რომ საზღვარგარეთ სათამაშოდ ადრეულ ასაკშივე წავიდა. ისეთი ისტორიული კლუბი კი, როგორიც „აკადემიაა“, შეგზავნილი ხალხის მეშვეობით შიგნიდან გააანდგურეს. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცა საქართველოს რაგბის ფედერაცია. ამ ვებ-გვერდის სპორტული ჟურნალისტები კი იჯდნენ და გადაყრები და მოლები თვალონ. მთავარია, ვინმე არ ვაწყენინოთ სიმართლის თქმით, თორე უმაღლეს ლიგაში 2,000 ლარიან ხელფასზე გაყინული მორაგბე ბიჭები ვის ადარდებს. ყველაფერი კარგადაა.

• GFF

მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება დაგვაკლდა ,

• ცოფიანი სპილო

და რა არ იცით შარიქაძეზე, სხვის მაგივრად ჩააბარა შარდის ტესტი, ეგ არის, ნუ სისულელეა, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი ხომ არაა, ასეთი რაღაცეები არ იცოდეს და არ ესმოდეს, რომ ეს სერიოზული დარღვევაა. ხოდა არის დილეგში ამდენი ხანი. შემადგენლობის შერჩევის პრობლემაცაა, მერე ეგ არასავალდებულო შეცდომები ყოველ თამაშში და დაბალი დისციპლინა, მეტი რაღა გინდათ.

• ნიკო

რაც არ უნდა ვიგლოვოთ, პროგრესი აშკარაა: პორტუგალიას რომ ჩამივრჩით მსოფლიოზე 2023 წელს, ბოლო 2 გათამაშებაა ერთა თასზე, ორი თავით ვჯობნით მათაც და სხვებსაც. წვალებით ვუგებდით რუმინეთს და ესპანეთს, ბოლო ორი წელია კი 40 ქულას ვუგებთ. შავმა ლომმა ორჯერ მოუგო საფრანგეთის ტოპ 14 ის გუნდებს. რეიტინგში იაპონიას და უელსს გავასწარით, რაც ადრე სიზმრის დონე იყო. ეს საშუალებას მოგვცემს, კარგად განვითესოთ მსოფლიოზე და შედეგი გვქონდეს, მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა. ამ გეგმით მივდივართ. მეოთხედფინალია მიზანიო, ამბობენ მწვრთნელები. მსოფლიოზე ჯგუფიდან თუ გავედით, ესეც მიღწევა იქნება. ტესტები მსოფლიოს და ევროპის ნომერ პირველ გუნდებთან მივიღეთ, მათ ჯერ ვერ ვუგებთ, მაგრამ სადაც ვთამაშობთ და რეიტინგში პროგრესი არის. უნდა მივცეთ საშუალება ფედერაციას და მწვრთნელწბს საშუალება, საასრულონ ციკლი 2027 წლის მსოფლიომდე, ვიაროთ თამაშებზე და არა სულ ვიგლოვოთ უსაფუძვლოდ. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს, აი ნახეთ, თუ არ მოვხვდეთ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, სადაც გუნდების დამატებაც შეგვიწყობს ხელს.

• სიმართლე

ამ სტატიის ავტორი სირაქლემას მაგონებს, რომელსაც თავი ქვიშაში აქვს ჩარგული და რეალურ პრობლემებს ემალება - ამით ის დათვურ სამსახურს უწევს ქართულ რაგბს, ხოლო თავად ქართული რაგბი კი სულს ღაფავს

• რეალისტი

ამხელა სტატიას წერთ და რეალური პრობლემა რაც არის ქართული რაგბის, ვითო მართლა ვერ ხედავთ? თუ სპეციალურად არ ამბობთ? ან თავს სპორტულ ჟურნალისტებს ეძახით და ის ვერ გაგირკვევიათ, შარიქაძე რატომ არ არის? მთელმა ქვეყანამ ვიცით და რავიცი, ერთი კაცი მაინც არ გყავთ რო იცოდეს რაც ხდება? :) ჩვენი თამაში ვიპოვოთ კი არა, ფედერაცია უნდა დავანგრიოთ და ახლიდან ავაწყოთ. აი, ეგაა რეალური პრობლემა ქართული რაგბის და არა გადაყრის დაგვიანება.

• სიმართლე

მწვრთნელმა ვერ გაამართლა აშკარად. ამას მაისაშვილი ბევრად სჯობდა. ახალი თაობა არ ან ვერ ჩანს. რეგრესია აბა რა არის...........

• დ

რეგრესი არ ვიცი, მაგრამ პროგრესი რომ არა გვაქვს, ფაქტია. 20 წლის წინ ირლანდიას ლამის მოვუგეთ მსოფლიოზე, ახლა სადაა ირლანდია და სადა ვართ ჩვენ? არგენტინამ რაგბის თამაში ჩვენს მერე დაიწყო, მაგრამ თითქმის სულ საპრიზოებზე გადიან მსოფლიოზე. იაპონია სად იყო, ჩვენ რომ რაგბის ვთამაშობდით, მაგრამ რა პროგრესი განიცადეს, ყველამ ვიცით. არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ ბევრი ნინიაშვილები გვჭირდება ყველა პოზიციაზე. 9 და 10 ნომრები კი გვყავს, მაგრამ უმაღლესი კლასის არცერთი არაა ჯერჯერობით. არადა მათ გარეშე დიდი მიღწევები წარმოუდგენელია რაგბში.

• ენძო

იყო დრო რუმინეთის დამარცხება სანატრელი გვქონდა.მახსოვს თბილისში რუმინელებმა რომ მოგვიგეს მათმა კაპიტანმა ინგლისურ ენაზე მოგვაძახა-დამზადებულია საფრანგეთშიო.მაშინ კლოდ სორელის ძალისხმევით ქართველი მორაგბეები საფრანგეთში იწყებდნენ დამკვიდრებას.დრო გავიდა და რუმინეთი სადაა ყველას მოგეხსენებათ.რუმინეთი ჩვენზე გაცილებით დიდია ტერიტორიულად და მოსახლეობითაც.სამხრეთ აფრიკა უფრო მეტად.ჰოდა დამისახელეთ ამ ქვეყნის მოჭიდავეები,ძალოსნები,კალათბურთელები,ხელბურთელები ფეხბურთელები,რომლებიც ჩვენისთანა ციცქნა ქვეყანას ჯობდეს.საოცარი ერი ვართ მსოფლიოსთან შედარებით თითზე ჩამოსათვლელი ვართ და გასაოცარი სპორტული წარმატებებისთვის მიგვიღწევია და მომავალშიც მივაღწევთ.მთავარია მტრის ჯინაზე გავმრავლდეთ!

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

მორიგი ვარსკვლავი საუდის არაბეთში - კომანი რონალდოს თანაგუნდელი ხდება

"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა

ინიგო მარტინესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ალ ნასრს" შეუერთდა

დღეს მამარდაშვილი "ლივერპულში" პირველი ტიტულის მოგებას ეცდება - სად შევძლებთ ინგლისის სუპერთასის ყურებას?

მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე

ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა

[VIDEO] გაძევება, სამი პენალტი და მიქაუტაძის გოლი

[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა

0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა

ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან

იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა

"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა

"ეს სირცხვილია" - ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას აუცილებლად იმსახურებდა

რა რეაქცია ჰქონდა "გალათასარაის" პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ