კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობნენ, მათ რიგებში სემედო გამოირჩეოდა, რომელმაც დებიუტში ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მეკარე გოშაძემ არ გაატანინა, მე-20 წუთზე კი კვიპროსული გუნდი იოვეტიჩმა დააწინაურა. ქუთაისელებმა შეტევებით უპასუხეს, შორიდან მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ფაბიანომ მოიგერია. „ომონიამ“ მალევე დაიბრუნა ინიციატივა, ლოიზუს მიეცა შანსი, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა გოშაძე.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ომონიამ“ ზეწოლა გააძლიერა, გოშაძემ „ტორპედო“ ორჯერ გადაარჩინა, ლოიზუმ ვერ უწია მიზანს. სწრაფი კონტრიერიშისას ბიძინაშვილმა ორჯერ უშედეგოდ სცადა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს "ტორპედომ" შეუტია, მაგრამ ვერ გაიტანა და საბოლოოდ 1:0, რომელიც ქართულ გუნდს მომდევნო რაუნდში გასვლის შანსს უნარჩუნებს.

საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს ქუთაისში ჩატარდება.

ნიქოზია. „Neo GSP“

ომონია - ტორპედო 1:0

გოლი: იოვეტიჩი (20)

ტორპედო: გოშაძე, ნამე, სიმიჩი, ვარლეი, ნადარაია (ჟორჟინიო 72), ბიძინაშვილი (კოხრეიძე 90+3), ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი, ღუდუშაური (ბასილაძე 72), იონსენი (ანდრიჩი 87)

დათო
ორდაბასის ბარიერი რომ ტანჯვა-წამებით დაძლიეს მაშინ გამოხტნენ ფეხბურთის უცოდინრები თუ უაზრო ოპტიმისტები, არ ვიცი რომელი სახელი უფრო მოუხდება მათ, ალბათ ორივე, მოკლედ ტორპედო ლამის სუპერდუნდად აქციეს, მსოფლიო კლასიკოსებს შეშურდებოდათ მათი ეპითეტები რითაც ტორპედო შეამკეს. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ტორპედო არის ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდი, ამას ჩემო ქუთაისლებო თქვენი შეურაცხოფის მიზნით კი არ ვამბობ(ზოგიერთი ტორპედოს ფანი ეგრე აღიქვამს რატომღაც), ღმერთმა დამიფაროს, გული მტკივა ქართულ ფეხბურთზე და მიტომ. შე კაი კაცო, ამდენ ფულს ხარჯავ, ქართველი გუნდში სანთლითაა საძებნი და თუ ეგრე აკეთებ, ნორმალური ფეხბურთელები მაინც მოიყვანე გუნდში. პორტუგალიაში ქვა რომ ისროლო საშუალო დონის ფეხბურთელს მაინც მოხვდება, აქ ეს პორტუგალიელი საიდან მოიყვანეს ბურთს რომ ვერ აჩერებს, დაბადების დღეზე გაჩუქეს თუ რა ხდება ვერ გავიგე ან თუნდაც სხვები, ერთად რომ გადაადუღო ერთი კარგი ფეხბურთელი არ გამოვა. პასს ესენი ვერ იძლევიან, კაცს ვერ ატყუებენ, კარში ვერ ურტყამენ, სირბილი ამათ არ შეუძლიათ. ბოლობოლო ქართული მაინც ისწავლონ ქუთაისური კილოთი, კაცს რომ გული მოულბეს. ეხ, არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს....
გიგო პაპა
განმეორებით თამაშს ქუთაისის *შალაკუკარელა* 3-1 მოიგებს. გორის *ალ-შავი* ჯერ-ჯერობით სუსტ ფეხბურთს თამაშობს. სპაერი კი ორბურთიანი სხვაობის აღმომფხვრელი არაა. მოკლედ, არც რაგბი და ფეხბურთია ჩვენი თამაში და არც ჩოგბურთი და კალათბურთი. ისევ, წყალჯომარდობას მივაწვეთ ჯობია. ჰო, ტყვიის სროლაში ვიყავით მაგრები, მაგრამ დაგვიბერდა ნინო ბაბო. აფსუს ლოსაბერიძე, რას ჩუბინობდა მშვილდოსნობაში. იმედია, 2 თვეში იბერია გაბრწყინდება და გვეშველება.
tedo
arc torpedos da arc dilas dacva arafers ar hgavs . kritikas ver udzlebs . igbali , torem metit unda waego orives matchebi . damiskdeba guli am,arti shemxedvare .
ფეოლა
ნუ ღელავთ და ნუ ნერვიულობთ. მაინც გავა ქუთაისის "ბონიემი" შემდეგ ეტაპზე. ))
ვაჰ, რა დრო დადგა?
მომეწონა შავკანიანი ქუთაისლების თამაში. ეს რამდენი ყოფილან, ან სად ცხოვრობდნენ აქამდე, რომ არ ჩანდნენ? ბარემ სახელიც გადაარქვით გუნდს, ტორპედო საბჭოურია, დაარქვით ალ-შავი, მოუხდება შემადგენლობას.

მატჩის ბოლო მეოთხედში რამდენჯერმე მოხდა,როცა ფლანგებზე ჩვენი ფეხბურთელი თავისუფალი იყო,სივრცეც ჰქონდა და პასს ითხოვდა,მაგრამ ბურთიანი კაცი,ხედავდა და არაფრით პასი არ გააკეთა.დამატებულ წუთებზე,მწვრთნელმა შეტევა გააძლიერა,მაგრამ უკანა ხაზი უარს ამბობდა ბურთის იქამდე ატანაზე.დაღლა გასაგებია,მაგრამ მწვრთნელმაც ხომ იცის თავის გუნდისა და რასაც ის მოითხოვდა,ფეხბურთელებმა არ შეასრულეს და არც სცადეს.უბრალოდ ბურთის დაჭერით,თამაშის ბოლომდე მიყვანას ცდილობდნენ.მარჟვენა ფლანგზე მ~გვერდითმა მსაჯამა,აშკარად თვალები დაიბრმავა.ბოლო წუთებში და ერთხელ აშკარად ჩვენი აუტი იმათ მისცა,მეორედ კი,სუფთად მისული კოხრეიძე ტყუილად დააჯარიმა.ასეთ მძიმე მატჩებში მატჩის მიწურულს შენთვის წართმეული და მეტოქისათვის გადაცემული შეტევის უპირატესობა,დიდ საფრთხეს შეიცავდა,ქუთაისელებისათვის.დაცვა თითქოს რაღაცას ემსგავსება და გოშაძეც გაცილებით თავდაჯერებულად გამოიყურება.ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ ტორპედოს შანსები აქვს და იმედია გამოიყენებენ.საამისოდ,ნამდვილი კოხრეიძე აკლიათ,თბილისში რომ იყო,ისეთი. ცუდი ის არის,რომ სამმა გუნდმა თამაში უკვე დაამთავრა,სპაერმა პირველი ტაიმი და ოთხ თამაშში,გოლი არ გაგვიტანია.ის ერთიც,ავტოგოლი ყოფილა.არ მინახია,როგორი ავტოგოლია,მაგრამ ამდენ თამაშში,გოლი რომ ვერ გაგაქვს(მაგალითად საბურთალოს),შედგომ ეტაპზე შეტევის გარეშე როგორ უნდა გახვიდე?რაც გინდა გულზე მჯიღი იბრახუნო,სამ თამაშში მშრალად დამთავრება,ოპტიმიზმის საფუძველს არ გვიტოვებს.იმედი მქონდა პირველ თამაშებში,ორ თამაშს მაინც დავამთავრებდით,წაგების გარეშე,მაგრამ ისევ გადამეტებულად ოპტიმისტი აღმოვჩნდი.ერთ რომანში მაქვს ასეთი ფრაზა წაკითხული:შეშინებული კაცი,ტყვიას კაპიკიანში ვერ ჩააჯენსო და შეშინებული გუნდი,მეტოქეს გოლს ვერ გაუტანს.ჩვენებს კი,ეშინიათ.უკვე ყველასი ეშინიათ და ამიტომ აგებენ.
რაბუ
დაცვაში ვარლეი, სორი მანე , სიმიჩი და ჟორჟინიო უალტერნატივო უნდა იყოს ქუთაისურ მატჩში. ბურთის დამჭერად და ამომტანად კიდე კოხრეიძეს დავაწყებინდები თავიდანვე
რაბუ
დაცვაში ვარლეი, სორი მანე , სიმიჩი და ჟორჟინიო უალტერნატივო უნდა იყოს ქუთაისურ მატჩში. ბურთის დამჭერად და ამომტანად კიდე კოხრეიძეს დავაწყებინდები თავიდანვე
პელიდი
დაცვაში ტორპედო კარგად იდგა, ასეთი ორგანიზებული თამაში მათი მხრიდან უკან დიდი ხანია არ მინახავს, ოღონდ შეტევაში გადასვლა უჭირდათ,აშკარა იყო ფლანგის შემტევების სუსტი თამაში. მეორე შეხვედრაში მეტოქის ნახევარზე სწრაფ გადასვლებში თუ მოუმატებენ დიდი შანსი იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლის.
ქომაგი
ვიცი რთულია მაგრამ ტორპედოც, დილაც და იბერიაც საბრძოლო ანგარიშებია და მხარი უნდა დავუჭიროთ
მეზღვაური
რეალურად გოშაძის და კერესელიძის დამსახურებაა უფრო დიდი ანგარიშებით რომ არ წააგეს ორივე გუნდმა. ძაან გაუჭირდებათ მათ და იბერიასაც შემდეგ ეტაპზე გასვლა.
ტორო
სორი მანე ყოფილა კაცი
riki პასუხი მოკლედ-ს
არა ძმაო მაგრამ შენზე მინიმუმ სამჯერ დიდ ბიუჯეტიან გუნდთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით ეს დადებითი შედეგია, თანაც ორდაბაშთან მატჩმა გვანახა რომ სახლში უკეთესად თამაშობს გუნდი.
რაბუ
კოხრეიძის როგორ მეიმედება და რატო არ ათამაშებს რა პრობლემაა ნეტა
ewd
normaluri vingerebi da at nomerze amwuTas daamatet am gunds gava jgufshi bizinashvilit meore ro gavs ver gaxval fons
მოკლედ
ქუთაისის თამაში მოგეწონა?
სიმართლე
ერთი სპაერი გავა მეორე ტორპედოო ვაჰჰ ბედკრული საქართველო...
riki
თამაშიდან და მეტოქიდან გამომდინარი აშკარად კარგი შედეგია, ქუთაისში ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კაზემირო: წელს პრემიერლიგას "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიგებს
[VIDEO] დრამა და სამი ქართული საგოლე პასი კონფერენს ლიგის მატჩში
აზაროვი ისევ არ ათამაშეს - "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოვარდა
"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ლიონი" დატოვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
"პარიზი" პსჟ-ს ყოფილი მეკარის შეძენას აპირებს
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
ჩელსის ფეხბურთელებმა 15.5 მილიონი აშშ დოლარი ჟოტას ოჯახს გადასცეს
"ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია, ჩემი გუნდით ვამაყობ" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე
"დავტოვებ თუ არა პსჟ-ს?" - რამოშმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო - ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტოტენჰემთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ-მ სუპერთასზე "ტოტენჰემს" თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
"ტორპედო" "ომონიასთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა