უეფას კონფერენს ლიგის მეორე რაუნდზე ოთხივე ქართული გუნდი ასპარეზობს და არსებობს იმედი, რომ შემდეგ ეტაპზე ერთი მაინც გავა. ეს მატჩები ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან როგორც უეფას მიერ შედგენილ რეიტინგში, ასევე თამაშის დონის მხრივ ქართულ გუნდები უკან მიდიან და ამ თამაშებში შესაძლო გამარჯვებებმა იქნებ, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოაჩინოს.

ლევადია 1-0 იბერია 1999 - დაბალი, იბერია...

ესტონეთში გამართული თამაში, ცხადია, მაღალი დონით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება დატოვა, რომ, ალბათ, სტადიონზე მყოფ გულშემატკივარსაც კარგა ხანს კარში ზუსტად მიმავალი ბურთის ხილვა სანატრელი გაუხდა...

ორივე ტაიმში მეტწილად, სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ესტონელებს ჰქონდათ, მაგრამ დარტყმამდე საქმე ხშირად არ მიჰყავდათ. როცა მიჰყავდათ, იქაც ვერ ივარგეს, თუმცა თამაშის სხვა კომპონენტებში, დაცვითის გარდა, „იბერიაზე“ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

„იბერია 1999“ კი თავიდანვე უკანა ხაზში დადგა და შეტევებს ელოდა, რომლის კორიანტელიც მიიღეს. პირველ 10 წუთში ლუკა სილაგაძე ჯარიმიდან გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ცოტა დააკლდა. ამის შემდეგ კი ლამის ასპროცენტიანი მომენტების გაცუდება ვიხილეთ: მე-19 წუთზე ზემოთხსენებულმა სილაგაძემ ერთი-ერთზე ბურთი სიჩქარეში იქ დაარტყა, სადაც მეტოქის მეკარე იდგა. აქედან ათ წუთში იური ტაბატაძეს ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა და კარის ცარიელ კუთხეში ურტყამდა, სადაც, სამწუხაროდ, ამირან ძაგანია იდგა. იურიმაც ბურთს მიმართულება უცებ შეუცვალა, უფრო მარჯვნივ გაგზავნა და... ააცილა. 35-ე წუთზე სტანდარტულიდან ჩაწოდების უფლება მოვიპოვეთ, რის მერეც საჯარიმოში მდგარი გიორგი ჯგერენაიას დარტყმული კარის ჩარჩოს აცდა. აქედან ორიოდ წუთში ამირან ძაგანიამ მინი-დრიბლინგი და ცრუმოძრაობების მცირე კოლაჟი შემოგვთავაზა, მაგრამ ცუდად დაარტყა.

მეორე ნახევრის შუა წელში „ლევადიას“ დაცვის შეცდომის შემდეგ იური ტაბატაძე მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, ქართველი თურმე თავზე გადაგდებას ლამობდა, რაც კრახით დასრულდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში როდრიგო პალასიოს ეპიზოდს ჰგავდა, რის მერეც არგენტინაში გამოთქმა გაჩნდა: „დაბალი, პალასიო“. აქაც, იურის, სჯობდა, დაბალი დაერტყა.

ამის მერეც შანსებს კვლავ ჩვენ ვიღებდით, ოღონდ მომენტები დარტყმითაც კი არ მთავრდებოდა და საქმეში გვერდითი მსაჯი თავისი ალმით ჩაერთო. იმ ანეკდოტის არ იყოს, ვეჭვობ, გვერდით არბიტრს იღლიის გაგრილება სწადდა. შემდეგ უკვე ზუსტი დარტყმებიც ვიხილეთ: ძაგანიას ახლოდან კარლ ანდრე ვალერმა ურთულესი დარტყმული აუღო, ორიოდ წუთში გიორგი მაკარიძემაც რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ მე-80 წუთზე ერნესტ აგირი საჯარიმოში შემოჰქროლდა და დაარტყა. ერთი შეხედვით, მაკარიძეს უნდა აეღო, შეეხო კიდეც ბურთს, მაგრამ ბურთმა, ჩვენდა სამწუხაროდ, კარის ხაზი გადაკვეთა...

დაცვით ასპექტში მათ დიდხანს კიდეც ვჯობდით, რადგან „ლევადიას“ მცველები მომენტებს „გვჩუქნიდნენ“, მაგრამ საქმეში გამძლეობის ასპექტი ჩაერთო და დროის გასვლამ წყალი ისევ მასპინძლების წისქვილზე დაასხა - ჩვენებმა ვეღარ გაუძლეს... ლევან კორღალიძის მიერ დაწესებული „პროგრამა-მინიმუმი“ ჩვენს ნაცვლად, „ლევადიამ“ შეასრულა.

ეს ყოველივე ძალიან სამწუხაროა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა შინ გვაქვს - ეს ერთი, ერთ კვირაში დისკვალიფიკაციიდან გიზი მამაგეიშვილი დაბრუნდება - ეს მეორე. ამ ორის გარდა მეტ დადებით რამეს ვერ გეტყვით, რადგან გუშინწინდელმა თამაშმა ასე განმაწყო. ეგ მართალია, იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ და ეგებ რამე შინ გამოვიდეს...

ომონია 1-0 ტორპედო - გამარჯვების კონტურები ისახება?!

ამ შეხვედრის პირველ წუთებში მოხდა ის, რასაც ველოდით: ნიქოზიელებს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ. პირველივე წამებზე სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ მიზანს მაშინ ვერ მიაღწიეს. „ტორპედოს“ ნახევარდაცვა უკანა ხაზის მოთამაშეებს კარგად აზღვევდა, ერთი-ორჯერ ოთო გოშაძემაც ივარგა, თუმცა ბურთის გამოტანაში მოვიკოჭლეთ და მეოცე წუთზე საკუთარ მესამედში დაკარგული ბურთი შტეფან იოვეტიჩის გოლით დასრულდა.

გოლის გაშვების შემდეგ ქუთაისელებს ცივი შხაპი გადაესხათ და 4-5 წუთში შეტევის ორგანიზება დაიწყეს. აშკარაა, რომ ჩვენებს ესეც დასახვეწი აქვთ, კერძოდ, წინ წასვლისას კონტაქტურობის პრობლემა იგრძნობოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, სხვა ქართულ გუნდებზე უკეთ და სახიფათოდ შეტევაში წასვლა სწორედ „ტორპედოს“ გამოსდის. ირაკლი ბიძინაშვილი მუდამ დრიბლინგისკენ მიიწევდა, მაგრამ „ომონიას“ ათლეტური აღნაგობის ფეხბურთელებს შორის ამის გაკეთება უპრიანი სულაც არ გახლდათ. სამაგიეროდ, პასის ალტერნატივა გამოინახა და პაატა ღუდუშაურიც დაიტვირთა, რომელმაც რამდენიმე კარგი ცრუმოძრაობა შემოგვთავაზა. აგრეთვე, ვლადიმერ მამუჩაშვილი სტანდარტულებიდან ზუსტი ჩაწოდებებითა და 25-ე წუთზე განხორციელებული შორეული დარტყმით გამოირჩეოდა, რა დროსაც ბრაზილიელმა ფაბიანომ საოცარი სეივი შემოგვთავაზა. „ტორპედოს“ კაპიტანი დაცვასაც კარგად ეხმარებოდა, ისევე, როგორც გუნდის ცენტრფორვარდი ბიორნ იონსენი შავ სამუშაოს ასრულებდა.

იოსიპ სიმიჩის დაცვის ხაზში სუფთა თამაშიც აღსანიშავია. ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერმა, შეიძლება ითქვას, რომ იმუშავა. თან, მეტწილად ბურთი არ გვეკავა და დაცვაში „ვიჯექით“, ამ დროს კი ასეთი საიმედო მცველის ყოლა უმნიშვნელოვანესია. „ტორპედოს“ დაცვის შედარებით სუსტი წერტილი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბურთის გამოტანაა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში ამ კუთხით წინსვლა გამოჩნდა: მოკლე პასებით რამდენჯერმე წინ წასვლა მოხერხდა, განსხვავებით „ორდაბასთან“ თამაშისას, სადაც სიღრმიდან შეტევაში წასვლის ლამის ერთადერთ ალტერნატივად გრძელი, მაღალი პასი რჩებოდა.

მეორე ნახევრის დასაწყისი პირველისას ძალიან ჰგავდა, რადგან ისევ მასპინძლები აქტიურობდნენ, ჩვენ კი თავს მხოლოდ ოთო გოშაძის მაგარი მოგერიებებითა და წინ ფეთქებადად შექმნილი მომენტებით ვიჩენდით. 57-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და „ომონიამ“ მაშინვე აქეთ შემოგვიტია. 63-ე წუთზე დაცვის შეცდომით ბიორნ იონსენმა ისარგებლა, ბევრი იარა, შემდეგ უკან პასი პირესს გაუკეთა და ირაკლი ბიძინაშვილმა დარტყმის შემდგომ კუთხური გამოიმუშავა...

სამწუხაროა, რომ ამის გარდა მომენტები თითქმის არ გვქონია და „ომონიას“ მწვავე შეტევებს ვუმკლავდებოდით. ამ მდგომარეობაში მხოლოდ მინიმალური სხვაობით მარცხიც დასაფასებელია, თუმცა შეტევაში მეტი შეგვეძლო და ბოლო წუთებში მოკლე პასებისა და ურთიერთგაგების პრობლემა ნათლად გამოჩნდა. დირკ შუსტერს, ამ უკანასკნელთან ერთად, ბევრი სამუშაო აქვს და თუ ბიჭებიც და მწვრთნელებიც ყველაფერ ჩადებენ, განმეორებით შეხვედრაში წარმატების მეტი შანსი იქნება!

რიგა 2-1 დილა - ყველაფერი გორში გადაწყდება

სამწუხაროა, რომ გორის „დილას“ თამაშების ტელევიზორში, ან პირდაპირი ტრანსლირებით ნახვა მასობრივად არ ხერხდება... არადა, გორელები ევროთასების შესარჩევ ციკლში ყოველთვის, დასამახსოვრებლად თუ არ ასპარეზობენ, მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვიან.

პირველ ტაიმში „დილას“ სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ლატვიელებმა გასახდელში გოლი გაგვიტანეს.ამას კი მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი მოაყოლეს. სტუმრებს კარისკენ ხშირად არ დაურტყამთ, დამამთავრებელ ფაზაში მათი სისუსტე ლუქსემბურგის „რასინგთანაც“ გამოჩნდა, მაგრამ მეორე ნახევარში ამ კომპონენტში ჩვენებმა მოუმატეს, შედეგად კი დეო ბასინგას გოლი მივიღეთ, რამაც ერთ კვირაში გასამართ შეხვედრას ინტრიგა მეტად დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რიგელები ლატვიის ჩემპიონატს ლიდერობენ, ვერ ვიტყვით, რომ დიეგო ლონგოს გაწვრთნილ გორის „დილას“ მათი დამარცხება არ ძალუძს, მით უმეტეს, როდესაც განმეორებითი თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე გაიმართება. ასე რომ, დილას, ისევე როგორც ყველა სხვა ქართულ გუნდს, წარმატება ვუსურვოთ!

აუსტრია 2-0 სპაერი - მცირე სასიამოვნო მოულოდნელობა...

2024 წლის საქართველოს თასის გამარჯვებული ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე „სპაერისგან“ მატჩის წინ ბევრი არც არაფერს ელოდა და არც მოითხოვდა, გარდა ღირსეული თამაშისა და ბრძოლისა, რადგან მეტოქედ ავსტრიის ჩემპიონატის ძლიერი გუნდი შეხვდათ, თუმცა გუშინ, თბილისის დროით შუაღამით სასიამოვნო მოულოდნელობა შემოგვთავაზეს.

პირველი მომენტი ქართულ გუნდს შეექმნა, მაგრამ პაპუნა ფონიავამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. ანგარიში ვენის „აუსტრიამ“ მანფრედ ფიშერის გოლით მერვე წუთზე გახსნა და პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, ე.წ. „ცალკარა“ ვიხილეთ. იყო მომენტები, როდესაც რამდენიმე წლის წინ დაარსებულმა თბილისურმა გუნდმა ბურთის დაჭერა შეძლო, მაგრამ ისიც დროებითი და მეტწილად, არაფრისმომცემი გამოდგა. ხშირად, ჩვენები საკუთარ საჯარიმოში თამამად ბურთის გათამაშებას იწყებდნენ, რაც ბურთის დაკარგვითა და მასპინძლების მიერ შექმნილი სახიფათო მომენტით მთავრდებოდა... აქეთ მხარეს კი აღსანიშნია, რომ ავსტრიელები ხშირად უმიზეზოდ, არასაჭირო ვითარებაში უხეშობდნენ.

ანზორ კიღურაძის შეგირდები, როგორც ჩანს, გრძნობდნენ, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. დაცვაში ჩვენები ლამის მთელი გუნდით მჭიდროდ იდგნენ. ცენტრალურმა მცველმა გიორგი ბუნტურმა მასპინძელთა არაერთი დარტყმული დაბლოკა, ბუხუტი ფუტკარაძემ კი მეორე ტაიმის დასაწყისში ორმაგი სეივი გააკეთა. ამის შემდეგ შეტევაში ერთი-ორჯერ ქართველი ფეხბურთელებიც წავიდნენ, მაგრამ „აუსტრიამ“ ჩვენი შეცდომების სათავისოდ გამოყენება აჩქარებულ ტემპში დაიწყო. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვამ ერთგვარად სპორტული თავგანწირვით არაერთხელ ითამაშა და ბუხუტი ზაქარიაძის რამდენიმე კარგი მოგერიებაც ვიხილეთ. ბოლო წუთებში "სპაერს" ავსტრიულ კართან ხიფათი არ შეუქმნია და მინიმალური ანგარიშის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე საბა მაისურაძეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დომინიკ ფიცმა გოლად გარდასახა.

იქნებ, ამ ბოლო ამბავმა ჩვენს მკითხველს განწყობა ოდნავ მაინც გამოუკეთოს და იმედით გააჯეროს. "სპაერი" საშინაო არენაზე, დიდი ალბათობით, ვერ მოიგებს, მაგრამ დანარჩენ ქართულ სამ კლუბს მშვენიერი შანსი ჯერ კიდევ აქვს, რათა მესამე ეტაპზე კვალიფიცირდეს. ეს კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკლუბო ფეხბურთში რეგრესისკენ მიმავალ გზაზე სწორ გეზს მცირედით მაინც დაგვანახებს!

სოკრატე
ძალიან მეეჭვება რომელიმე გავიდეს შემდეგ ეტაპზე. ძალიან დასუსტდა საქართველოს ჩემპიონატი, ქართულ ფეხბურთს დიდიხანია შუა ძილშია როგორც ქართული გულშემატკივარიც ტკბილ სიზმრებში. გულშემატკივარი თავიდანვე უნდა გულშემატკივრობდეს გუნდს და არა ევრო შესარჩევი ციკლის დროს. ეგრე წინ ვერასოდეს წავა ქართული ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატს არ უნდა ერქვას კრისტალბეთი (მანდ უკვე ნათლად ჩანს სად კეთდება მთავარი ფსონები) ბევრი სწორი სამუშაოები გასაკეთებელი საქართველოს ჩემპიონატზე. უაზრო დაფინასებებით ფეხბურთის დონე წინ ვერასოდეს ვერ წავა!
tngh
ყველა ანგარიში საბრძოლოა... მთავარია გუნდებმა იბრძოლონ.
მწარე
იმათმა თავისას თვითონ მიხედონ. ვინც იმათ იწვევს, ის ხომ არის ქართველი, ჰოდა აირჩიოს სხარტი აზროვნების ხალხი. მე ხომ არ ავარჩევ. თუმცა ვინც უცხოელებს არჩევს, იმისი საფეხბურთო აზროვნებაც დატორმუზებულია. მე ჩემსას ვტირი, შენ შენი იტირე.
L.J.
Warmatebebi chven gundebs ganmeorebit matchebshi,magram axla wavikitxe goris mevrtnelis interviu da kaci wers vamayob chemi pexburtelebito??!!!ra geamayeba bijo mteli tamashi kartan migajachves da shemtxveviti avtogolit vitom normaluri angarishit wagebaa???
სიმართლე
აცადე აქ ჩამ9ვლენ აქ მ9გვ8გებენ კაი ანგარიშით იქ კუშები გატეხეს
მერაბი ჩხოროწყუ
მინდა მადლობა გადავუხადო სპაერს, თავდადებისთვის მამაცურად იბრძოდნენ სად ხართ ის ხალხი ვინც იძახდით რომ 10 0 ან 7 0 და ასე შემდეგ, შანსი აქვს ყველა ქართველ გუნდს, იბერია თუ ითამაშებს პირველი ნომრად აგრესიულად იქნება 3 0, დილა სახლში მჯერა მოუგებს რიგად 2 0 ,ახლა ტორპედო ქუთაისელებო თქვენ გენაცვალეთ უნდა დავანგრიოთ ომონია ,ანშლაგი არენა რამაზ შენგელია, თვითონ რამაზი ზეციდან გიყურებთ უდიდესი ჩვენი საამაყო ფეხბურთელი 2 0,და სპაერი არის შანსი ძალიან ტალანტიური მწვრთნელი გყავთ, აუსტრია არ არის ბარსელონა ან რეალი არც ბავარია,2 0,და პენალტების სერიაში სპაერი,აი რეიტინგი და აი წინსვლა , გაუმარჯოს საქართველოს, ერთიანი საქართველოს, მეგობრებო ყველა მობრძანდით სტადიონებზე,
შალვა ოხინაიშვილი
რომელიელმე ერთი თუ გავა,მიღევაა,ვფიქრობ ეს იქნება ტორპედო,უფრო დილა ალბათ!
რეალობა
სულ დაცვაში ვართ ყველა თამაშში 70-30 იყო ბურთის ფლობა მეგონა ბარსელონას ვეთამაშებოდით..
ჯორჯო ბიძია
არ არის მგონი ცუდი შედეგი..კომენტატორებმაც ეგ თქვეს..ცუდი შედეგი იქნებოდა ოთხიდან ხუთი რომ წაგვეგო, ესტონეთში იყვნენ ლატვიაში, კიპრზე..დასვენება სჭრდებათ ბიჭებს თქვენ რო ისვენებთ ხომ კარგია!!!
azri
რეალურად ყველაზე მეტი შანსი გასვლის აქვს იბერიას შანსები ალბათ 60-40 ზეა, იმედია გამოიღვიძებენ ლიდერები და ითამაშებენ ფეხბურთს. დილას შანსებს 50/50 ზეა, ლატვიის გუნდი რომელშიც 8 ლეგიონერია, ბურთს ნორმალურად ათამაშებდა და დილას წარმატები. ტორპედოს შანსები პირიქით მგონია 40/60, ომონიას ბევრი კარგი ფეხბურთლი ჰყავს და როგორც გუნდი არა მგონია აუსტრიას ჩამოუვარდებოდეს. სპაერს შანსი ძალიან მიზერული აქვს, იბრძოლეს მაგრამ გამოცდილება და კლასით ძალიან ჩამოუვარდებოდნენ. ამ ოთხიდან ყველაზე კარგად ტორპედომ ითამაშა და დარწმუნებული ვარ აუსტრიას გარდა ორივეს მოუგებდა. ომონია კონფრესენს ლიგაზე სტაბილურად თამაშობს.
გიორგი
მწარეს. დიახ, დიახ ქართველებსო რო ამოიჩემე, ნახევარი მოთამაშეები ამ გუნდებში არა ქართველებია.იმათაც ეხება ეგ სისუსტეები თუ მარტო 'ქართველებს'? )))
სტალინი
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ავსტრიას ისტორიულად ვჯობნით. ჰიტლერის დროს ავსტრიას კარგი თაობა ყავდა, ომის მერე კი საერთოდ ბრინჯაოს მიწვდა მსოფლიოზე. აი რაც ევროტურნირებზე გამოდიან მათი კლუბები, წარმატებას ვერ მიაღწიეს. იგივე ავსტრია, რაპიდი და ზალცბურგი ჯამში 4-ჯერ იყვნენ თასების მფლობელთა და უეფას თასის ფინალში, მაგრამ ყველა წააგეს
Irakli Apkhaidze
ალბათ ყველაზე კარგი შნსი იბერიას აქვს, მამაგეიშვილის დაბრუნება და საშინაო არენა გატეხავს ესტონელებს. ჩვენ ხო ჩვენი გვჭირს, მაგრამ ლევადიას დაცვის გარღვევა, ყველაზე ნაკლები პრობლემაა რასაც შეიძლება იბერია გადააწყდეს. მარა გარღვეულ დაცვაში, რომ იბლანდები ეგ სხვა ამბავია კიდე. იმედია გიზის დაბრუნება ამ ხარვეზს ამოავსებს და გავალთ შემდეგ ეტაპზე (50/50) ტორპედოს რაც შეეხება, მას კვირკველია დაუბრუნდება და იმედია კოხრეიძე მეტ დროს მიირებს. მისი და ღუდუშაოურის ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უპირატესობის მოსაპოვებლად. ნამდვილად არაა ომონია დაუძლეველი ბარიერი (50/50) დილას შანსებიც თანაბარია სპაერს ბოლო წუთზე, რომ პენალტი არ აეკიდებინა, შეიძლებოდა ოცნება: აქ 1 ,,ყარაულის თოფზე" და მერე იქნებ პენალტებში რა მომხდარიყო, მარა მაინც დიდი მადლობა. სხვა დანარჩენზე ბევრი გვითქვამს და დაგვიწერია, ფუნდამენტური ,,საკითხების" გადაჭრაა საჭირო და კიდე ,,ფული ბაბა, ბევრი ფული".
მწარე
ბატონო ცოტნე, მესმის რომ თქვენ ვალდებული ხართ იყოთ ოპტიმისტი, მაგრამ მოდი სიმართლე ვთვათ, რაც ვნახეთ ჩვენი გუნდები ვერ თამაშობენ. ქუთაისს მონდომებას ვერავინ დაუწუნებს, შეაკვდნენ, მაგრამ ვის რად უნდა უაზრო სიკვდილი? დიახ, დიახ უაზროდ თამაში რომ არა ქუთაისი არ წააგებდა. ფეხბურთელებს აშკარად აკლიათ აზროვნების სისხარტე. გადაწყვეტილებას პასი გააკეთოს თუ დაარტყას გვიან იღებს. სწორედ ეს არი იმის მიზეზი, რომ როცა ქართველი ბურთს მიიღებს ჯერ ცდილობს ბურთი დაამუშაოს, გაიხედ გამოიხედოს თუ ამის დრო არ აქვს დაგუზავს თავს და იწყებს უაზრო მატაობას. ეს უკვე ბავშვობიდან აქვთ, ანუ არსწორად ზრდიან. თორემ მომეჩვენა რომ ჩვენებმა ფიზიკურად გაძლეს, იბრძოლეს კიდეც ბოლომდე. პ.ს. სამართლიანი იქნება თუ ქუთაისს დაუფასდება ეს ბრძოლა, ასევე სხვა ქართულ გუნდებს, მაგრამ ჭკუის, სწრადი, სხარტი აზროვნების გარეშე წინ ვერ წავალთ. ეს ხელს უწყობს გუნდურობას, თუნდაც დაცვიდაბ ბურთის სწორად გამოტანა. ნებისმიერი ქართველის გამოტანილი ბურთი მოწინააღმდეგეს მისდის. ცარიელ ადგილას მაინც ჩააგდეთ, რათა მოწინააღმდეგეს სირბილი დაჭირდეს, დრო დაკარგოს.
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ისაკი "ლივერპულში", შეშკო "ნიუკასლში" - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ბრაზილიური კარნავალი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე - "შახტარმა" სტამბოლში "ბეშიქთაშს" სძლია
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
"ეს ჩემი მიზანია" - თოფურია MMA-დან კრივში გადაინაცვლებს?
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა