ჰონგ-კონგში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "ლივერპული" "მილანთან" 2:4 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან ვიხილეთ, მან ალისონ ბეკერი შეცვალა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-10 წუთზე "ლივერპულის" მცველების შეცდომით იტალიელებმა ისარგებლეს და კონტრშეტევაზე რაფაელ ლეაომ "მერსისაიდელები" დასაჯა.

26-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ "ლივერპულმა" არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ "როსონერის" კარის დარაჯმა მაიკ მენიომ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

52-ე წუთზე ლეაოს მორიგი შედეგიანი მოქმედების შემდეგ რუბენ ლოფტუს-ჩიკმა "მილანი" წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე კი ალექსის სალემაკერსის ეფექტური თამაშის შემდეგ ნოა ოკაფორმა მამარდაშვილს გაუტანა.

90+3 წუთზე კოდი გაკპომ სხვაობა შეამცირა, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წუთში, კოსტას ციმიკასის მიერ გიორგი მამარდაშვილის მისამართით გაკეთებული არაზუსტი პასის შემდეგ, ოკაფორმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მომდევნო სპარინგს „ლივერპული“ 30 ივლისს იოკაჰამაში ადგილობრივ „მარინოსთან“ გამართავს.

ჰონგ-კონგი. „კაი ტაკ სპორტს პარკი“

ლივერპული - მილანი 2:4

გოლები: 0:1 ლეაო (10), 1:1 სობოსლაი (26), 1:2 ლოფტუს-ჩიკი (52), 1:3 ოკაფორი (60), 2:3 გაკპო (90+3), 2:4 ოკაფორი (90+4).

ლივერპულის მწვრთნელს ვასწავლოთ,რა არის მეკარის მოვალეობა?!მაგარი გული და ამბიცია გქონია!
Natia
მე მგონი მამარდა ნერვიულობდა და ამან იქონია გავლენა მის სადებიუტო მატჩზე. ისე, მოედნის ცნეტრში რატომ იცის ხოლმე გამოსვლა, მართალი რომ გითხრათ ცოტა გაუგებარია? რატომ რისკავს? "კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს" და სამწუხაროდ ზუსტად ასე დაემართა ამ შემთხვევაშიც. :(

ვერასდროს გახდება ასეთი სამარცხვინო თამაშით ლივერპულის ძირითადი მეკარე
ამაშია საქმე
მოკლედ ლივერპულმა ან ალისონი გაყიდოს ან მამარდა გაანათხოვროს.გუნდში ორი მაღალი კლასის მეკარის ყოლა უაზრობა თანაც საზიანოა.
გიორგი
და თქვენ ფიქრობთ ეხლა რომ ორმოც მილიონათ შეფასებულმა მეკარემ და მსოფლიო ტოპ გუნდმა ბურთი ვერ ამოიტანეს? კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სიმართლე ამ საიტზე ნაკლებად მოსწონთ და შეურაცმყოფელ კომენტარცაც კი მწვანეს უნთებენ
ufrosi
video (orive taimi mtlianad) https://www.youtube.com/watch?v=U7jYEHlLJIE
გიორგი 50-s
ეგრე თამაში მწვრთნელის დავალებაა იუზგარ, აბა თვითონ რომ ეგრე უნდოდეს ნაკრებშიც იზამდა მაგას, უნდა თუ არ უნდა უნდა ისწავლოს ფეხით თამაში მეტი გზა არ ააქ..

როცა ჩემი პოსტი დავდე,ვიდეომასალა ჯერ კიდევ არ იყო დადებული.ახლა ვნახე და არც მესამე გოლში ჩანს მამარდას ბრალი.ციმიკასმა ვერც პასი მისცა და თან ბურთი და ორი მოპრესინგე ერთად მიაწოდა გიორგის.ბურთს რომც მისწვდენოდა,მაინც ძალიან საეჭვო იყო,მისი შემტევებისაგან აცილებით მოგერიება.

ვან დეიკი არ იდგა და მის გარეშე,რა თქმა უნდა ისეთი ვერ იქნებოდა.
გიორგი 50
მოკლედ ვიტყვი და გულისტკივილით: მამარდას ან მის დამრიგებელს ვინმემ აუხსენით ან ხმა მიაწვდინეთ, მეკარის მოვალეობა არ არის საჯარიმოს გარეთ ან თუნდაც საჯარიმოში, სამკუთხედის ან კვადრატის თამაში... კარის დარაჯმა კარები უნდა დაიცვას და მინიმუმამდე შეამციროს რისკები ... ეს გაკვეთილად უნდა დარჩეს... ან საერთოდ, რა უნდა მეკარეს ცენტრთან? ნოიერსაც კი რამდენი აქვს ამ სიტუაციაში ნაჭამი... გიო, შენს კარებს მიხედე და ნაკლები,,პროფესორობა''...
L.J.
Ras itxov exla alisoni gundidan gaushvan tu rogoraa saqme,???
Gio
ნეტავი არ გაჟუილებდეს)))
გიორგი
ბეკერს ძალიან ეფერებიან პირველ ტაიმში დააყენეს შემდეგ შემადგენლობა დაასუსტეს ცვლილებებით და სამი გოლი მამარდას გაუფორმეს სულ ვამბობ დიდი მნიშვლენობა აქვს მწვრთნელის განწყობას მოთამაშესთან მიმართებაში ბიჭს ვარჯისზე გოლს ვერ უტანენ და მანდამაინც წასაგებ ტაიმში დააყენეს
თემური
კარგი გამოცდილებაც მიღებულია… კარგია, რომ ეს ჩემპიონატის თამაში არ იყო! (რა ლივერპულის და რა ვალენსიას დაცვა…). მამარდა თუ გოლს ან გოლებს გაუშვებს ამდაგვარი ყოფილიყოს! ისე რომ დაუკვირდე პირველი და მეორე გაშვებული გოლი მამარდას ბრალი არ იყო, მესამეზე გარისკვით ითამაშა, ბოლო წუთები იყო და ალბათ გარისკვა ჯობდა! რაც ცუდად იწყება ეს არ ნიშნავს რომ ცუდად მთავრდება! წარმატება მამამარდას!
გიგო პაპა
კარგი იქნებოდა, თუ ხვიჩა დააკვირდება სობოსლაის მიერ გატანილ გოლს და ასეთ მოჭრილ დარტყმებზე ივარჯიშებს. სანამ საჯარიმოს კუთხიდან ცენტრისკენ შეიწევს, 1-2 კაცი ყავს მოსატყუებელი და მერე დარტყმულსაც ხშირ შემთხვევაში უბლოკავენ, ან სიჩქარეში სუსტი და გაგორებული დარტყმა გამოსდის. მშვენიერი გოლი გაუტანა სობოსლაიმ მენიოს, იდეალურად დაარტყა. მამარდას კი გაუჭირდება ძირითადიდან ბეკერის ამოგდება. მაგრამ არა უშავს, ცოტაც რომ ითამაშოს, მაინც ფორმაში იქნება ყოველთვის ნაკრებისთვის და თანაც შეეჩვევა პრემიერლიგას. წარმატებები ჩვენს ლომებს!
უფროსი
ლივერპულის დაცვა არ ვარგა.

პირველი ტაიმი არ მიყურებია.მეორე ტაიმში მამარდაშვილი იდგა კარში.ჯერ მილანმა საკუთარ საჯარიმოსთან ,მატცხენა ფლანგზე მოიპოვა ბურთი,ერთი პასით გააყოლეს ლეაოს,რომელმაც საჯარიმომდე იარა,თვითონაც შეეძლო დარტყმა,მაგრამ სრულიად თავისუფალ ლოფტუს ჩიკს მიაწოდა და მამარდას შანსი არ ჰქონდა.მალევე მარჯვენა ფლანგიდან კონტრშეტევას,კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა,დაცვა ისევ ჩავარდა და ოკაფორმაც აუღებელი დაარტყა.ლივერპულმა დამატებულ წუთებში შეამცირა სხვაობა,თუმცა იქვე,მილანმა შეტევა სცადა,ლივერპულის მცველმა ბურთი საჯარიმოს წინ გამოსულ მამარდას მიაწოდა,მან მარცხენა ფლანგზე,მგონი ციმიკასს მიაწოდა ბურთი,თუმცა ის დააპრესინგეს და ბურთი ცუდად დაუბრუნა გიორგის.ბურთი გიორგის გვერდით გასცდა და პრესინგზე წამოსულ,სიჩქარე აკრეფილ ოკაფორს,მამარდა ვერ დაეწეოდა.ოკაფორმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.კიდევ ერთ დაცვის უკან გადაგდებულ ბურთზე,წინ გამოსულმა მამარდაშვილმა თავით ითამაშა და პარტნიორს მიაწოდა,თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.სულ ეს იყო.მილანი ძალიან მაგრად გარბოდა სწრაფ კონტრშეტევებზე.ლეაო,ლოფტუს ჩიკი და ოკაფორი,მაღლები,მძლავრები,სწრაფები და ძალიან საშიშები არიან,ასეთ თამაშში.ლეაოს ტექნიკა და დრიბლინგიც ყველას მოეხსენება.ლივერპულში კი,თითქოს ინიციატივის თავზე აღების ეშინოდათ ფეხბურთელებს და საჯარიმოში პასაობდნენ,დარტყმის ნაცვლად.მოგერიების გარეშე სამ გოლს რომ გაუშვებ,არა მგონია მამარდას პოზიციები გაუმაგრდეს,თუმცა შეუძლებელია ორ გოლში ბრალი წაუყენო.ბოლო გოლში კი,შეეძლო ბურთი ვთქვათ შორს, წინ გადაეგდო,მაგრამ იქ ბურთი დაიკარგებოდა და ბოლო დამატებულ წუთზე დაკარგვა ლივერპულს,გადარჩენის ბოლო შანსს ართმევდა.ეგეც არ იყოს,მისი პასი ზუსტი იყო და დაბრუნებული პასი აღმოჩნდა ცუდი.ციმიკასსაც შეეძლო ბურთის წინ გადაგდება.
გალაქსი
სირცხვილი და თავის მოჭრა!
ხვიჩას დასვენება ლიგის სიმბოლურის შემდეგ? - მიქაუტაძე "ბარსელონას" წინააღმდეგ
ინგლისური გამოცემა: იმედგაცრუებულ მამარდაშვილს "ლივერპულის" დატოვება სურს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
ინგლისური გამოცემა: იმედგაცრუებულ მამარდაშვილს "ლივერპულის" დატოვება სურს
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს