საქართველოს ჩემპიონმა ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟი კიდევ ერთხელ შეარყია. ნახეთ, როგორ იწყებენ თამაშს გუნდები, ვისაც განმეორებითი მატჩის წინ "ამოსაქაჩი" აქვს. ნახეთ, როგორ მოძრაობენ, ბურთს როგორ იღებენ, გადაწყვეტილებას სწრაფად და სწორად იღებენ და მერე იქნებ ჩვენც ვისწავლოთ რამე. საწყენია, ესტონეთის გუნდებიც კი ჩვენზე გამართულად რომ თამაშობენ. საწყენია, როცა გუნდი ზედიზედ მეორე სეზონია წარმატებულია, არ მარცხდება, თითქოს ფორმაში უნდა იყოს, მაგრამ...

ისევ ის პოზიტივი უნდა ვეძებოთ, რაზეც ადრეც გვითქვამს - მთავარია, პერსპექტიულმა ბიჭებმა, როგორაც მაგალითად გუშინ გიორგი ტაბატაძე ჩანდა, ზრდა განაგრძონ, ნორმალურ კლუბში გადავიდნენ და ამა თუ იმ ქვეყანას სანაკრებო დონეზე დავანახოთ, თუ რა შეგვიძლია. სხვა იმედს თქვენ თუ ხედავთ, კი ბატონო...

ქართული კლუბებიდან ყველაზე სუსტი მეტოქე ვისაც ჰყავდა, გავარდა. ხუთშაბათს, 31 ივლისს, განმეორებით შეხვედრას სხვა სამი ჩაატარებს და იმედი ვიქონიოთ, მესამე ეტაპზე გუნდის გარეშე არ ვიქნებით. საუბარი იმ კონფერენს ლიგაზეა, რომლის ჯგუფშიც იმდენი ქვეყნის კლუბი გავიდა, ვინღა მოთვლის...

გორის "დილა" და "სპაერი" 20:00 საათზე ითამაშებენ, ქუთაისის "ტორპედო" კი 21:00 საათზე.

გორში "რიგა" ერთბურთიანი (2:1) უპირატესობით მოდის. სტუმრად ბოლომდე ბრძოლამ "დილასთვის" გარკვეული შედეგი გამოიღო. ამ შეხვედრაშიც მნიშვნელოვანი იქნება, მეტოქეს თავიდანვე დავანახოთ, რომ მზად ვართ, ორრაუნდიანი დაპირისპირება საჩვენოდ შემოვატრიალოთ. შესაძლოა, თავიდანვე აქტიურად შეტევა რისკი იყოს, მაგრამ "იბერია 1999"-ის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით დროში ქართულ კლუბს ძალა აღარ შემორჩა.

"სპაერს" სერიოული მოწინააღმსეგე ჰყავს, რომელსაც ავსტრიაში ცოტათი გადაურჩა(0:2 დამარცხდა). თუმცა "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ისინი ეცდებიან, ასე ზღაპრულად მოპოვებული ევროპული თავგადასავალი იოლად არ დათმონ. როგორც ირკვევა, ისინი გულშემატკივრების გარეშე არ ითამაშებენ.

ქუთაისში დიდ ბრძოლას ველით. "ტორპედოს" ნამდვილად აქვს რესურსი საკმაოდ ძლიერ და გამოცდილ "ომონიას" 0:1 გაუბათილოს და მეტზეც იფიქროს.

რაც კვიპროსში გამოჩნდა, შუსტერის გუნდს პრესინგის დაძლევა უჭირს. ქუთაისელები პერიოდულად სწრაფად უტევენ, მაგრამ ხშირად სწორი გადაწყვეტილების პრობლემა არსებობდა, ახლა ამაზე დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს. შუა ხაზში თამაშის მეტად დალაგება გვჭირდება, დაცვაში კი მაქსიმალური კონცენტრაცია!..

გიორგი
ტორპედოს თამაში რომელ არხზეა
BOSS
სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ინფრასტრუქტურის(სტადიონი,ბაზა) აშენებაში და არავითარ შემთხვევაში ერთი აბაზიც არ უნდა მიდიოდეს პროფესიულ კლუბებს უცხოელი ფეხბ შესაძენად და შესანახად
მწარე
ვამბობდი და ჯერ ჯერობით ნართლდება. დიდი შანსია ყველა გამოვარდეს. მთავარი ნაკლი არის დაბალი ტემპი და აზროვნების ნაკლებობა. გინდა მოყვარული უწოდეთ და გინდა პროფესიონალი. აზრი არ აქვს, აქ რეფორმით ვერ უშველი. ცოდნა არ არის, რომ ფეხბურთელი გაიზარდოს. ბავშვობიდან გასული საუკუნის ფეხბურთს ასწავლიან. გინდა მოყვარული უძახე და გინდა შეყვარებული.
ეგრეა
ამიხსენით ვინმემ, გუნდი გახდა ჩემპიონი ნოემბერში,კვალიფიკაციას თამაშობს ივლისის ბოლოს 9 თვის მერე,აი შედეგიც, მაისში გახდა ჩემპიონი თვენახევრის შემდეგ თამაშობს, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, სომხეთი და აზერბაიჯანი ეგრე თამაშობს,
Simartle-ს
რატო გეზიზღებათ ამ უსამშობლო ნაც აკაცუკებს ყველაფერი ქართული?
Simartle
Cudad ar gamigot chasafrebuli viko qartul fegburtze macrame gachirvebulebi vart yvela ase tu ise yvelas gnertma bevri fulli da jamrteloba mogvces. Dadet mowinagmdegeebis gasvleni uechveli moigebt!!!!
თბილისელი
100% გეთანხმები.ერთიც უნდა დავამატო- არ შეიძლება ( და არა მარტო ფეხბურთში) ასეთი დაბალი ინტელექტით და განათლებით ან ქვეყანამ,ანდა რაიმე წამოწყებამ( ბიზნესი იქნება თუ პოლიტიკა) გაამართლოს. ქვეყანაში აღზევებაა მხოლოდ ფულის კეთების( არა აქვს მნიშვნელობა თუ რა გზით),ყვაობს კორუფცია,ბიუჯეტის ღრღნა,უწიგნურობა და უბრალოდ უზრდელობა.ქვეყანას სადაც ზარქუა და ხაინდრავა ზეიმობენ, არავითარი მომავალი არ გააჩნია ( მათ შორის ფეხბურთშიც)
status quo
არაფერი გვეშველება და პერსპექტივაც არ სჩანს.
გამოსავალი ამ კორუფციის, სამოყვარულოზე გაცვლაა.
სადაც კორუფცია ყვავის და სახელმწიფოს ფული არამიზნობრივად იხარჯება იქ წარმატებას ნუ ველოდებით. საქართველო რეიტინგში მხოლოდ 4-5 ქვეყანას უსწრებს. ის ქვეყნები სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატებს ატარებენ და ვართ მათ დონეზე. აქადან გამომდინარე უნდა გადავიდეთ სამოყვარულო ფეხბურთსზე. დღეს ფეხბურთში უკვე წლებია იხარჯება ფული ჩვენი ბიუჯეტიდან და შედეგი ნოლი. ვიღაცეები ძალით ვერ ხვდებიან რომ ამ ფულების გადაყრამ არ გაამართლა და ზუსტად ამიტომ სამოყვარულო ფეხბურთია ის დონე სადაც ვართ. თუ გადაიდგა სწორი ნაბიჯები სწრაფად ამოვალთ ამ წუპიდან, თუ არა ვიქნებით კიდევ დიდ ხანს. სამოყვარულო თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ვისაც უყვარს ფეხბურთი მხოლოდ ისინი დარჩებიან. ფულის წურბელები ჩამოშორდებიან და წინსვლაც მალევე იქნება. ასეთ გზით კლაკსვიკები და ბევრი სხვა სამოყვარულო გუნდები უკვე ჯგუფებში ადვილად ხვდებიან.
ვალერი ლომსაძე
როცა ლაპარაკია ფეხბურთელი ამა თუ იმ ქვეყნის თუნდაც ნორმალურ გუნდში გადავიდესო, იქ ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკი სრულდება
L.J.
Silagadze iyo mag shedevris avtori :))))
Leveni
Samwuxarod yvela chaijvams
მირო
იქნებ აგვიხსნას იმ ახალგაზრდამ(გვარი არ მახსოვს),რომელმაც ბოლო შეტევის დროს 30 მეტრიდან ვაიდარტყმა განახორციელა კარისკენ და შეტევაში წამოსული ყველა თანაგუნდელები "გადააგდო",რა აზრი იყო ჩადებული ამ მოქმედებაში???ბიძიკო,იქნებ არაა ფეხბურთი შენი საქმე და რამე სხვა საქმეს მოჰკიდო ხელი???
სჯობს ცოტა და კარგი,
გეთანხმებით ყველას ვინც ამბობს გვყავდეს ორი ან სამი გუნდი, დანარჩენი სამოყვარულო იყოს ,თუ გამოჩნდნენ კერძო გუნდები კი ბატონო,თუ არა სახელმწიფო ფული დაიხარჯოს მარტო ინფრასტრუქტურის საქმეზე, სტადიონებზე და ასე შემდეგ, მჯერა აგუგუნდება ზუგდიდის შვიდი ათასიანი ამ ას წელიწადში,
ლერი
სანამ იბერია ითამაშებდა,ალმაათის ქაირათის თამაში დაიწყო 19:00.თურმე რა ლამაზ და გამართულ ფეხბურთს თამაშიბს ეს ქაირათი.ეჰ ქაირათის და ყაზახების რომ შეგშურდება, აღარ ყოფილა სამართალი.
სირბილის სწავლების ცენტრი
რით ვერ მოაგვარეს სირბილის პრობლემა? ნაკრების წევრებს სანიოლის ასისტენტმა ასწავლა სირბილი და იქნებ ის მწვრთნელი დაექირავებინა რომელიმე ქართულ კლუბს?
llcl
ბეტონის ჯუნგლების მეფის ფედერაციაში მოკალათებულ საძმოს! გაამართლა გაზაფხული-შემოდგომის სისტემამ, ბიჭები ფორმაში ხვდებიან ევროტურნირებს!)))))))))))))) კი მაგრამ ადგილობრივ მკვდრებს ურიგებთ ამ ჩვენს ფულს, მაგრამ საზღვარგარეთიდან ჩამოსვენებულებიც ჩვენ უნდა ვარჩინოთ? გამოაქვეყნეთ ფედერაშიაში "მომუშავე" პერსონალის რაოდენობა, პოზიციები და დარიცხული ხელფას-დანამატები, ესევე დაფინანსებული კლუბების მწვრთნელ-ფეხბურთელების და იქ "მომუშავე" პირების პოზიციები და ხელფასები! აბა დაბლოკეთ კომენტარი და ჩაიგუბეთ პირში წყალი, არაფერი ჰკითხოთ მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში უდიდეს კანონმდებელს!
სამწუხარო რეალობაა
დღეს ქართული ფეხბურთი არის კრისტალბეთი ეს იცოდეთ ყველამ!!!
ირაკლი
ვიყოთ გულწრფკლები და კაცურად ვაღიაროთ რო შეგვარცხვინა ესტონეთის გუნდმა, ბერიაზე ბევრად წინ იყო ფიზიკური მომზადებით ბევრთლ მეტი ირბინეს იშრომეს და შედეგიც დაიმსახურეს, ჩვენები დამატებით დროში უკვე წაშლილები იყვნენ. ესაა პროფესიონალიზმი და მომზადება რაც ესტონურმა კლუბმა გამოამჟღავნა.იბერიას ფეხბურთელებს არამცთუ გამარჯვება არამედ 120 წუთი ერბინათ იმის თავიც არ აღმოაჩნდათ
ლაშა
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ჩამოყავთ ვიღაც გადამთიელი ვაი ფეხბურთელები და ბიუჯეტის ფულებით მიდის ფულების გათეთრება! მარტივად რომ ავხსნა, მაგალითად აი ახლა ისევ იბერიამ "მოძებნა" ოდესღაც პრემიერლიგის გუნდში რო უვარჯიშია ისეთი "ტალანტი" და გადაარჩინა უმუშევრობას! ის ჩამოდის და თანახმაა მისთვის გამოწერილი პირობითად 20 000 დოლარიდან 5 თავად ჩაიდოს, დანარჩენი დაუბრუნოს გუნდის ხელმძღვანელობას და "აგენტს"! თან იძახის, საქართველოს საუკეთესო გუნდი როა ამიტომ ჩამოვედი აქო! ჯერ იმ ინგლისელის რა ვთქვი აქ რო ჩამოვა!!! მოკლედ გაივსო ასეთი ვითომ ფეხბურთელებით აქაურობა და თვალში ნაცრის ყრაში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ფსკერზე ეშვება, ვიღაც აფერისტები მდიდრდებიან! და ნიჭიერ, პერსპექტიულ ბავშვებს არ ეძლევათ წესიერად განვითარების საშუალება! ახლა სადაც მე ვიცი ეს ყველაფერი, დავიჯერო კობიაშვილმა არ იცის, ან სპორტის სამინისტრომ? მაგრამ დიდი და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ისინიც ხეირობენ ამ საქმიდან! ხოლო რაც შეგეხებათ სპორტის ჟურნალისტებს, ვფიქრობ ამ თემაზე გაბედულად და ხმამაღლა უდნა ისაუბროთ! აუ ის ხეირობს, კაი ბიჭია შეარგოს, ის იმის ახლობელია და იმაზე ტხავს თუ უფრო მნშვნელოვანია, ვიდრე ის რაც ხდება და როგორც ნიავდება ისედაც ამ დაბეჩავებული ქვეყნის ფული მაშინ კარგი!
დამთავრდა
ყველა გავარდება. ფსონიც დავდე.
გიგო
რა ხანს საქართველოს დიდი რეზერვი არ აქვს, ხომ არ გვეფიქრა 1-2 თავკომბალა გუნდზე (თბილისში და ქუთაისში), დანარჩენებმა კი ამ გუნდებზე იმუშაონ და გვყავდეს იმის მსგავსი დინამო, როგორიც 80-იან წლებში გვყავდა.

როდესაც ქართული კლუბების გამოსვლებს ვუყურებთ ევროსარბიელზე,დარწმუნებულები არაფერში არ შეიძლება ვიყოთ.მხოლოდ იმედი შეიძლება გვქონდეს.იმედია იმედს გაგვიმართლებენ.უკიდურეს შემთხვევაში,არ წააგებენ მაინც.
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა