საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა ირანულ football360-ს ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისიდან" წამოსვლის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ჩვენებურს კონტრაქტი დაუსრულდა, რომელიც აღარ გახანგლძრივდა და ახლა ის უკლუბოდაა.

ირკვევა, რომ გიორგის "პერსოპოლისში" დარჩენა უნდოდა, თუმცა ეს თავად ირანულმა გუნდმა არ ისურვა.

"სეზონის დასრულების შემდეგ დარჩენით ნამდვილად დაინტერესებული ვიყავი. კლუბთან და გულშემატკივრებთან ძლიერი ემოციური და გულწრფელი კავშირი მქონდა და მჯეროდა, რომ გუნდის დახმარება მოედანზე და მის გარეთაც კვლავ შემეძლო.

თუმცა, რამდენიმე არაოფიციალური ნიშნის მიუხედავად, კლუბის მხრიდან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სერიოზული საუბრები ან ოფიციალური მოლაპარაკებები არ ყოფილა. მზად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კლუბს ინიციატივა არ ჰქონდა და მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის.

ყოველდღიურად ვაგრძელებ მეომარივით ვარჯიშს, გაჩერების გარეშე, რათა საკუთარი თავის უკეთესი ვერსია წარმოვაჩინო. კონტრაქტის არ გახანგლძრივების კონკრეტული მიზეზი არ მსმენია, ფეხბურთში ასეთი რამ ხდება და ზოგჯერ გადაწყვეტილებები სრული და ზუსტი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღება. ზოგიერთმა თქვა, რომ ეს შეიძლება ჩემი ტრავმების გამო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მუხლის პრობლემა მქონდა, რომლის კონტროლიც მკურნალობითა და სპეციალიზებული ვარჯიშებით შეიძლებოდა, თუმცა ეს პრობლემა ირანში ჩამოსვლამდე წლების განმავლობაში მქონდა.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ტრავმის გამო მატჩებს იშვიათად ვტოვებდი. ყოველთვის პროფესიონალი და მზადყოფნაში ვიყავი, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მიზეზით შეწყვიტა კლუბმა თანამშრომლობა, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

ეს საკითხებიც ფეხბურთის ნაწილია და სიამაყით ვაგრძელებ ჩემს გზას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კლუბი სიამაყით და კარგი მოგონებებით დავტოვე.

ნაწყენი ვარ თუ არა გუნდზე? - რეალისტები უნდა ვიყოთ... "პერსოპოლისში" 100 მატჩი ვითამაშე, რაც ნებისმიერი, მითუმეტეს უცხოელი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია. ვამაყობ ამ მიღწევით და ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე პატივისცემას იმსახურებდა.

ველოდი, რომ კლუბი თამაშამდე, ტაიმის ბოლოს ან თამაშის შემდეგ სპეციალურ მაისურს მომცემდა - როგორც მადლიერებისა და დაფასების მცირე და სიმბოლური ჟესტი.

ეს ჩვეულებრივი და ტრადიციულია ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პროფესიონალური ფეხბურთია. ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა ან დიდი ჟესტი, ეს უბრალოდ პატივისცემის გამოხატვაა.

მე ყოველთვის ვცდილობ, საგნებს კლუბის პერსპექტივიდან შევხედო. თამაშის შემდეგ გასახდელში შევედი და შხაპი მივიღე, და როდესაც გამოვდიოდი, პასუხისმგებელმა პირმა ძალიან მშვიდად მომცა ჩანთაში ჩადებული 100-ნომრიანი მაისური, მაგრამ მე არ მივიღე და ეს მაისური დღემდე არ მაქვს.

მოგვიანებით, კლუბმა თქვა, რომ რადგან ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ, არ იქნებოდა სახალისო ამ მაისურის გულშემატკივრების წინაშე მოცემა. ირანში ახალ ფეხბურთელებს ყოველთვის კარგად ღებულობენ, მაგრამ იშვიათად მინახავს მეგობრული და თბილი დამშვიდობება. თუ ისინი არ აპირებდნენ ჩემი კონტრაქტის განახლებას, მაშინვე უნდა ეთქვათ და ეს არის მთელი სიმართლე.

როგორი რეაქცია ველოდი კლუბისგან? - აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ ვრეაგირებდი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ვიდრე ოდესმე. დღეში 4-6 საათს ვვარჯიშობდი. ასეთი მომთხოვნი გრაფიკი არასდროს მქონია. ამ გამოცდილებამ არ დამამარცხა, მაგრამ გაზარდა ჩემი მოტივაცია და ძალიან ორიენტირებული ვარ მომავალზე.

ირანელი გულშემატკივარის ძალიან მადლიერი ვარ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ირანულ ფეხბურთში მოსვლის პირველივე დღიდან არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელის, არამედ როგორც ადამიანის, პატივისცემა და დაფასება ვიგრძენი.

ეს არის ის, რასაც არასდროს დავივიწყებ. მოედანზე მთელი ძალით ვთამაშობდი და ყოველი წუთი, ყოველი გამოწვევა, ყოველი გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

სამაგიეროდ, თქვენ მაჩუქეთ სიყვარული და მხარდაჭერა, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ვამაყობ, რომ "პერსოპოლისის" მაისური მეცვა და ყოველთვის პატივისცემით გავიხსენებ ამ გამოცდილებას და იმ ეპოქას.

ეს ჩემთვის დამშვიდობება არ არის, ეს უბრალოდ სეზონის დასასრულია. ირანის საფეხბურთო საზოგადოებისადმი ჩემი პატივისცემა ღრმა და მარადიული იქნება. მადლობა ყველაფრისთვის".

Bacho
Kvaracxelia rusetidan rom ar tamosuliko tarmatebebs ver miagtevda. Ufalma uket icis.kargs da axals gimzadebs.chemi azrit tkveni sheshurdat... ar aris gadakvirvi.ar gvinda irantan fexis modreka... ra irani tkveni shesaferidi iko.. ufro kargi da meti tarmstebebi gelodebat.ai iranma ki tkvengan bevri istavla.... tin axali gzebisken.arc ki ediot kitxva rato ar gagrfelda kontrakti.imitom rom tkven daan magari xart da ar aykobdat kartveli matze uketesi!..
შაკო
თავისუფლად გაქაჩავს პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ეგეთი დონის ჩემპიონატებში კიდევ რამდენიმე წელი
მოცლილი
გიორგი ძალიან კარგი ადამიანია,დიდი პატივს ვცემ- კარგ ფეხბურთელთან ერთად არის უაღრესად განათლებული და ნაკითხი,რაც ფეხბურთელებში და საერთოდაც სპორტსმენებში იშვიათობაა( სამწუხარო რეალობაა,მაგრამ ასეა ეს). შურიანი ქართველები კი არ იციან როგორ წაჰკბინონ- ჯერ თვითონ მიაღწიონ იმის ნახევარს,რაც გიორგიმ შეძლო,თან უცხოეში. რაც შეეხება ქალთა ფეხბურთს- გიორგიმ გულწრფელად დააფიქსირა თავისი შეხედეულება და ამის გამო შესდგნენ.ვისაც უნდა,უყუროს.მე ქალი ვარ და საერთოდ არც მომწონს ქალთა ფეხბურთი და არც მაინტერესებს,ყველას თავისი გემოვნება აქვს. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის..გიორგი კი თავის შესაფერის კლუბს და ადგილს იპოვის.
მირო
დაივიწყე ეს ირანი,წუწუნივით გამოგდის. მომავალზე გადაერთე,კარიერის გაგრძელებას მიხედე,აგენტი ამოძრავდეს,რამე მოგიძებნოს.
ალეკსანდრე
გვარს რას ერჩი, ქალთა ფეხბურთის მოყვარულო?
კახი-ს
არაფერი არარ ეშველება ))) ეგ არ იკურნება
ME
გიორგი! მეჩვენება რომ ზედმეტად ქლესურად გამოგივიდა...
tngh
წარმატებები გიორგის!!! და მადლობა ნაკრებში კარგი თამაშისთვის!!!
კახი
რა გეშველება.
ცუგო
წარმატებები გიორგი! შენ იმსახურებ კეთილ გაგრძელებას!!!
გიორგი 11
გიორგი არის ნამდვილი კაცი!
ასეა
აი ქალთა ნაკრების მოძულე,კნინობით ფორმით მომხსენიებელი ქართული გვარით გაურკვეველი ვაი ფეხბურთელი
შაქრო პაპა
ნამდვილად ეკუთვნის ამ კაცს კანცელარიაში მცქმუტავი ღირსების ორდენი. ნამდვილი ღირსება და პატივისცემა ირანში უგრძვნია თურმე. შენ გენაცვალოს პაპა აიათოლა ჰომეინის წმინდა სული გიორგი. მიდი, მიაწე, გაიმეორე დიდი სეხნიას მოღალატეობრივი გზა!
L.J.
Utavbolo werilia :(
ფეოლა
ძალიან დადებითი ადამიანია გიორგი, მის ყველა ინტერვიუში იგრძნობა ეს. საქართველოს ნაკრების წევრი, რომელსაც ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, მეტს იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ბოლოსკენ არის უკვე, ნორმალური აგენტის პირობებში ნორმალური გუნდის პოვნა შესაძლებელია. წარმატებები გიორგის მთელი გულით!
დიმიტრი
მაგდენ ქება-დიდებას და მადლობებს, ერთი დიდი ვარდების გვირგვინიც მიგეტანა შაჰ-აბასის საფლავზე.)))
ზურაბ
ტორპედო გაუფორმე ხელშეკრულება ამ კაცს
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
"ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია" - ლივერპულის ქომაგების ორაზროვანი კომენტარები მამარდაშვილის თამაშზე
მამარდაშვილის 90 წუთი და ვირცის სადებიუტო გოლი - "ლივერპულმა" "იოკოჰამას" დაუქამბექა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]
შეხვედრა ქართველებთან - რა გააკეთა გველესიანმა ირანში, მას შემდეგ რაც კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა [PHOTO]
ასეთი პატივისცემით მიულოცა ყოფილმა მწვრთნელმა გველესიანს დაბადების დღე - რა დაწერა გარიდომ სოციალურ ქსელში [PHOTO]
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
გველესიანის ირანული კარიერა სრულდება? - ქართველი "პერსეპოლისს" ტოვებს
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა