გაბრიელ სანტიაგო ფერნანდესი, მეტსახელად "ბავშვი" თავის ბავშვობის საფეხბურთო კარიერას იხსენებს. ის ლიონელ მესისთან ერთად "ლა მასიაში", ბარსელონას აკადემიაში თამაშობდა და ძალიან ხშირად ბომბარდირიც ხდებოდა. ცოტა ხნის წინ ფერნანდესმა ცნობილ ესპანურ გამოცემა "მარკასთან" ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აანალიზებს, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდა მაღალი დონის ფეხბურთელად.

"მე ჩემს კარიერაში ბევრი შესაძლებლობა მქონდა და ყველა ხელიდან გავუშვი...

ამას არ ვნანობ, ცხოვრება ერთ ადგილზე არასდროს დგას და ფეხბურთიც ძალიან რთული და კომპლექსურია. მე მადლობელი ვარ, რადგან მეუღლე და სამი შვილი მყავს.

"ბარსელონამ" ჩემში დიდი პოტენციალი დაინახა. "ბარსაში" ძალიან რთულია, რომ რვა-ცხრა წლის განმავლობაში გუნდის მთავარი ცენტრფორვარდი იყო, რადგან აქ ბავშვები მიდიან და მოდიან. რვა წლის განმავლობაში, შეიძლება სკამის ფეხბურთელიც იყო და მერე ბომბარდირი გახდე. მათ დაინახეს, რომ პოტენციალი მქონდა, მაგრამ, აშკარაა, რომ საკმარისად არ ვიშრომე, რათა უფრო მაღალი დონის მოთამაშე გავმხდარიყავი.

გულწრფელად რომ ვთქვა, ეს "ბავშვის" სახლი იყო და არა - მესის. მე რამდენიმე შეჯიბრზე საუკეთესო გოლეადორი და მოთამაშე ერთდროულად გავხდი, მესი გუნდში ჯერ კიდევ არ იყო, ის შემდეგ წელს მოვიდა და ფაქტობრივად, ჩემს პოზიციაზე კონკურენციას ვერავინ მიწევდა.

აი, როდესაც მესი მოვიდა, ის ათიანზე იდგა, მე კი ცხრიანზე და ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთს ვავსებდით. ჩვენ ყველგან ერთად ვიყავით: მოედანზე, გასახდელში, საძინებელ ოთახში, ავტობუსში... უნდა ვახსენო, რომ ჩვენი ერთად ყოფნა მწვრთნელის, ჰორაციოს დამსახურებაა. მასთან ურთიერთობა წლების შემდეგაც მქონდა...

ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო: როდესაც "დამში" ვთამაშობდი, ხუთშაბათ დღეს ქორწილი მქონდა, რა დროსაც ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ მესისთვის ჩემი ქორწილის შესახებ ეთქვა, მაგრამ ლეო ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიფრინავდა, ასე რომ, ქორწილში ვერ მოვიდა, მაგრამ ის შაბათს ჩემს თამაშს დაესწრო, ამ შანსს კი ხელიდან ვერ გავუშვებდი... ის მატჩი 1-0 მორჩა, ერთადერთი გოლი მე გავიტანე და მესისთან ერთად საჭმელად წავედი.

ახლა კი იმ პერიოდზე, როდესაც გუნდში სამწვრთნელო შტაბის წევრები შეიცვალნენ... ეს ბუნებრივია, ყველგან ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე დავიჩაგრე. გესმით, ალბათ, რომ ფეხბურთში არის კავშირები, ნათესაობები და ასე და ამგვარად სათადარიგოზე აღმოვჩნდი - უბრალოდ, ძირითადში არ მაყენებდნენ და მესისაც ჩემს მაგივრად სასტარტო თერთმეტეულში დაყენებული ორიოლ რიერას საგოლე პასებით მომარაგება მოუწია.

მე ეს ყველაფერი უბრალოდ არ მესმოდა, რადგან თავს საუკეთესოდ ვთვლიდი. "ბარსელონა" 8-წლიან კონტრაქტს მაინც მთავაზობდა, მაგრამ მე ჯიუტად უარი ვუთხარი, ამის შემდეგ კი გუნდიდან წასვლა მაიძულეს. ოღონდ ისე, რომ მადრიდის "რეალისკენ" და "ატლეტიკოსკენ" მიმავალი ყველანაირი გზა ჩამიხერგეს. ამ ორ კლუბში არანაირად არ უნდა მეთამაშა.

საბოლოოდ, ექვსი თვით კატალონიურ "დამში" აღმოვჩნდი, მერე კი 17 წლის ასაკში ტიტო ვილანოვას "ფიგერესში" გადავედი, საიდანაც მესამე ლიგის "გავაში" მოვხვდი, იქიდან - "ალმერიაში" და შემდეგ - "მალიორკაში". ეს უკანასკნელი უკეთეს კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ რატომღაც მასზე ხელის მოწერა მოგვიანებით ვარჩიე. მალევე კი ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე და "მალიორკამ" კავშირის დამყარება თავად აღარ ისურვა. ყველაფერი დავკარგე.

ამ ყველაფრის შემდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი, ფეხიც საშინლად მტკიოდა... როდესაც ფეხბურთის შიმშილი ვიგრძენი, "ფორმენტერაში" ჩავირიცხე, სადაც ერთი წლით დავრჩი და იმის შემდგომ კატალონიას არ გავცდენილვარ." - ციტირებს "მარკა".

ატმის კურკას
მოკლედ შენზეა ნათქვამი სად ერეკლე და სად ჩემი ხიშტა ხოხლაო
გიო
კაცი წერს მისახვედრად, თუ შენ თვითონ არ ჩაეძიე ყველა წვრილმანში ძალიან გაგიჭირდება ადგილის პოვნაში. გინდა ბარსელონა იყოს და გინდა აიაქსის სკოლა. ყველგან შენ თვითონ უნდა გაიტანო შენიო და თან ვილკების გაყრის გარეშეო... გასაგებია
რა ატმი კურკა, რი ატმი კურკა...
დაგვანებე თავი კაცო, რა გინდა საერთოდ თუ იცი?
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
ლეგენდარული "ბარსა 87" - დღევანდელი ვარსკვლავების ლამასიური ამბები
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის