შოტლანდიური "ფალკირკის" მწვრთნელი ჯონ მაკგლინი პსჟ-ში ლუის ენრიკეს მუშაობით აღფრთოვანებულია.

"ენრიკე მართლაც მაღალი კლასის სპეციალისტია. სულ სხვა დონეზეა. გზა გაიარა, რომლის გავლა პსჟ-ში ბევრმა მწვრთნელმა ვერ შეძლო და ეს ისე მოახერხა, რომ მისი ყურება წარმოუდგენლად საინტერესო იყო.

მგონია, ის უკეთ აკონტროლებს ფეხბურთელებს. მესის გაკონტროლება საკმაოდ რთულია, რადგან, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. მბაპესაც ზოგიერთი საუკეთესოდ მიიჩნევს. ისეთი სუპერვარსკვლავები არიან, რომ ინდივიდუალური უნარების გამო ბევრი რამ ეპატიებათ.

ახლა შეგირდებს აიძულებს იმუშაონ როგორც ერთიანმა გუნდმა, უკეთ აკონტროლებს. ისინი უფრო ახალგაზრდები გახლავან, უფრო უსმენენ, ეთანხმებიან და არ ფიქრობენ: "მომეცით ბურთი და გოლს გავიტან", რაც მართლაც ხდება.

მესი, მაგალითად, დიდებულია, მაგრამ თუ მისი გუნდი ბურთს არ ფლობს, უმცირესობაშია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც არ დამეთანხმებიან, რადგან მათი აზრით, მესის გაკრიტიკება დაუშვებელია. მე კი ამას ვუყურებ და ვფიქრობ - მათ 2022 და 2023 წლებში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს.

ამას ახლა ორგანიზებულობით, შრომისუნარიანობით, ტემპით და თამაშის ინტენსივობით მიაღწიეს. "ინტერი" გაანადგურეს", - ციტირებს მაკგლინს "დეილი მეილი".

ჟორა
ქართველებს გვაქვს შესანიშნავი გამოთქმა: "ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო" და ეგ არის. ფეხბურთია გუნდური თამაში და მთელი გუნდი მოტორივით უნდა მუშაობდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა წარმატება.

10 წლის წინანდელი მესი,რომ დღევანდელზე გაცილებით ძლიერი იყო,მგონი არავინ შემედავება,მაგრამ მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი ვერ ხდებოდა.რატომ?-იმიტომ რომ გუნდი გვერდით არ ედგა და ფაქტობრივად მარტოს უწევდა ნაკრების თრევა.როცა თანაგუნდელები მიხვდნენ,რომ თუ ისინიც საკუთარ თავზე არ აიღებდნენ პასუხისმგებლობას,მხოლოდ მესი ჩემპიონობას ვერ მოუტანდათ,სწორედ მაშინ გადაიქცა არგენტინის ნაკრები საჩემპიონო გუნდად. დღეს პსჟს რამდენიმე ფეხბურთელი ოქროს ბურთის კანდიდატია.თუ მათ წარმოიდგინეს,რომ კონკრეტულად მხოლოდ ის არის ძალიან მაგარი და სხვებმა მასზე უნდა იმუშაონ,ეს ამ პსჟს დასასრულის დასაწყისი იქნება.პსჟ იმითაა ძლიერი,რომ ერთმანეთს იდეალურად ავსებენ და ძლიერი ინდივიდუალისტები,ერთიანი მექანიზმის მრავალფუნქციონალურობას და თამაშის ნახაზის მრავალვარიანტულობას ქმნიან.მოიშლება მექანიზმი?-ვარსკვლავების თამაშიც გაფერმკრთალდება და გუნდისაც.
კვარაცხელიას თანაგუნდელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"გურიამ" ქალთა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი "ბაიერნთან" - ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა
ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
კიტეიშვილის "შტურმს" სასწრაფოდ "ფიორენტინას" მეკარის დამატება დასჭირდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" პირველ ტურში მარცხი განიცადა
დელე ალიმ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ასე აპირებს ილიას დამარცხებას? - ნახეთ, როგორ ემზადება ცარუკიანი, რომელსაც წელიწადზე მეტია არ უბრძოლია [VIDEO]
"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს
რუბენ ამორიმმა პირველი გუნდიდან 4 ფეხბურთელი მოკვეთა
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? - ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
კვარაცხელიას თანაგუნდელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? - ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
"გუნდში რუსი არ დამახვედროთ" - უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება - პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა