"პარი ნიჟნი ნოვგოროდის" სპორტული დირექტორი ალექსანდრ უდალცოვი Tass-თან საუბარში ქართული კლუბის "ორბის" გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ რუსულმა კლუბმა გვაუწყა, რომ 21 წლის ვახო ბედოშვილი შეიძინა და მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ბედოშვილი "ორბის" საკუთრება გახლდათ და იჯარით "გარეჯში" ასპარეზობდა. "ორბის" განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა და ფიფას ტრანსფერებთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო, "პარი ნიჟნი ნოვგოროდსა" და ფეხბურთელს უჩივლებდა.

"FIFA-სთან დაკავშირება-არდაკავშირება "ორბის" პირადი საქმეა. ვახო ბედოშვილის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი იყო, რომელიც მის ყოფილ კლუბსა და "გარეჯს" შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში იყო შეტანილი.

სხვა კლუბებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი იყვნენ ფეხბურთელით, ჩვენ ვიცოდით ასეთი პუნქტის არსებობის შესახებ და გამოსყიდვის ოფცია გამოვიყენეთ. ამრიგად, ჩვენ მისი დამატება შევძელით.

შესაძლოა, "ორბის" უფრო მეტი ფულის გამომუშავება სურდა, ვიდრე ეს გამოსყიდვის პუნქტში იყო გათვალისწინებული. ჩვენი გაგებით, არ არსებობს საფუძველი ყველა მხარის მიერ შეთანხმებული და ხელმოწერილი კონტრაქტის პუნქტის გასაჩივრებისთვის.

ორბის ქმედებებზე კომენტარის გაკეთება ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის. გვიხარია, რომ ბედოშვილი Pari NN-ს შეუერთდა. ის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა. ვახოს აქვს პოტენციალი, რომლის გამოვლენასაც ვიმედოვნებთ. გვიხარია, რომ მოვახერხეთ ბედოშვილთან კონტრაქტის გაფორმება და ის ჩვენი გუნდის ნაწილი გახდება", - თქვა უდალცოვმა.

Givi
კი წავიდა, მაგრამ აშკარა აუტსაიდერში თან რა უბედურებაა, სამიდან სამი წაგება აქვს სტარტზე და რომ გავარდეს ჭაობის ჭაობში აღმოჩნდება, მართლა ,,საოცარი" ტრანსფერია...
შოთა
წარმატებები ვახოს!
Gurulo
რუსეთი დაარსებიდან ოკუპანტი და დამპყრობელია,მაგრამ ახლა რუსეთში წასვლა,კარიერის დასამარებაა,მაშინ ევროთასებზე თამაშობდნენ,ახლა მოგეხსენებათ,ერთმანათს ,,ვოდკასა,, და ,,პივაზე,, ეთამაშებიან. ფულმა წასძლია.ყველა თავისი ბედის მჭედელია,ბიჭმა ასე გადაწყვიტა და ჩვენ მეტი რაღა დაგვრჩენია,წარმატებები ვუსურვოთ

მაშინ ევროპისაკენ გზა თითქმის გაუკვალავი იყო და საბჭოურ წყობას შეჩვეული ახალგაზრდებისათვის ევროპაში დამკვიდრება,ძალიან ჭირდა,მენტალიტეტში დიდი სხვაობის გამო.რუსეთში ხელფასებიც ძალიან კარგი იყო,მენტალიტეტიც დაახლოებით მსგავსი გვქონდა,ქვეყანასაც უკეთ ვიცნობდით და რუსეთის ლიგაც საკმაოდ ძლიერი.დღევანდელი ახალგაზრდობა,უკვე პირიქით,ევროპას უფრო კარგად იცნობს და მენტალიტეტითაც მათთანაა უფრო ახლოს,ვიდრე რუსეთს და რუსებს,თანაც ქვეყანა იზოლაციაშია და განვითარების პერსპექტივა გაცილებით უარესია,ვიდრე მაშინ იყო.ამხელა ქვეყაანაა რუსეთი და ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი ლეგიონერები ჰყავთ.მართალია რუსეთში მაღალი ხელფასებიც მოქმედებს,მაგრამ ფეხბურთელები მაინც კარგად ვერ ვითარდებიან რუსეთში და რუსეთიდან თავის დაღწევაც საკმაოდ ძნელია.აგერ ლუკა გაგნიძე,ჩარჩა და თავს ვეღარ აღწევს,რუსულ გარემოს.არადა ოქროს წლებს ჰკარგავს,განვითარებისათვის.
Krilia Sovetov
ვერ გადაესხმება. ანანიძის და ჯანაშიას წყალი უფრო გადაესხმება, კვერკველიას და ასათიანის კიდევ. ხვიჩამ ძლივს გამოაღწია რუსეთიდან სასწაულით გადაურჩა დაღუპვას, ამათ რისი იმედი აქვთ? კვარაცხელიაზე გამწარებული რუსები ამათ გაახარებენ ეხლა მეტი საქმე არ აქვთ.
ბადრი
რატომ ლანძღავთ ამ ბიჭს? კობიაშვილი, დემეტრაძე, ჭანტურია, ყაველაშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) „ ალანია „ , ასათიანი,ჯანაშია, მუჯირი „ ლოკომოტივი „ ანანიძე „ სპარტაკი „ ამისულაშვილი, ოქრიაშვილი „ კრასნოდარი „ გოგუა, სირაძე „ სპარტაკი ნალჩიკი „ ამათთვის ნაკრებში თამაში შეიძლებოდა, მაშინ რუსეთი ოკუპანტი არ იყო? იქნებ ყველამ თავის „ ბოზ მამიდას „ მიხედოს?
კიგანი
წარმატებები ვახტანგ ბედოᲨვილს!!! ხვიᲩას და ზურიკოს წყალი გადასხმოდეს....!

გადავიდა რუსეთში დიდი ალბათობით იმიტომ რომ მეტი ხელფასი შესთავაზეს. ეს არის და ეს და არა რუსეთუმე და რაღაც კვერცხობები. რუსეთუმეებს ვისაც უძახით მაგ ხალხს რუსეთის მიმართ იმის 1% დამოკიდებულება არ ააქვთ, რაც თქვენ გაგქვთ დასავლეთის მიმართ, მართლა ტვინგამორეცხილო მონებო. თქვენს გიჟ-თავებს რომ ჰკითხო, თურქეთი ხო "რუსეთუმეებისთვის" არის განტევების ვაცი. ვინმეს თუ დაუწერია ფეხბურთელისთვის თურქეთში რატო გადადიხარო. ამაზეც გეტყობათ რამდენად არაადეკვატური გიჟები ხართ. თქვენ რომ გინდათ ისე რომ იმართებოდეს ქვეყანა მართლა ჩელიაბინსკი გავხდებით, საკუთარ თავსაც დაღუპავდით და სხვებსაც თქვენთან ერთად. პ.ს "ქართული ოცნება"-ის საგარეო პოლიტიკა არის უკიდერესად ცუდი და თითქმის უთანაბრდება კოლექტიური დასავლელების სიგიჟეს.
კახი
ჯერ წარმატებები უსურვეთ ამ ახალგაზრდას და მერე აკრიტიკეთ ის თუ რატომ წავიდა რუსეთში. რუსეთიდან რომ ერიცხებათ რუბლები ვიღაც ვიღაცეებს ის ხომ კარგია.
აზრი
ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ რუსეთის ჩემპიონატი პოლონეთს ჯობია, უკრაინაში ვინც წავიდა ამ ბოლო დროს ერთი მითხარით ვინ იხეირა ამით? რუსებმა ნახეს ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტი რომლითაც თვითონაც ისარგებლეს და გარეჯმაც რომ იხეირა ამით ორი აზრი არაა! რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაგას დრო გვიჩვენებს! ჩემი აზრით იგივე ბედოშვილი, გაგნიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი და მსგავსი მოთამაშეები უნდა თამაშობდნენ საქართველოში და უნდა გადადიოდნენ ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის და პორტუგალიის ჩემპიონატებში. ტრამპლინი უნდა იყოს ჩვენი ჩემპიონატი და მერე აღარ შერცხვებით ევროთასებზე სამარცხვინო გამოსვლით, არარეალურია ეს მაგრამ სხვანაირად ვიქნებიტ ისევ იმ ჭაობში სადაც ეხლა ვართ!
kaxa
საოცარი კომენტარები იდება სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ძალიან დიდი რაოდენობა იმ ხალხის, რომლებიც პირდაპირ აგინებენ, წყევლიან და უშვერი კომენტარებით კარიერულ კრახს უსურვებენ ამ ბიჭს, რომელსაც შეიძლება მართლაც მოუვიდა შეცდომა რუსული კლუბი რომ აირჩია. თუმცა ვინმემ იცის ამ ყველაფრის დეტალური ისტორია? ორბი იწყებს სამართლებრივ დავას, მაგრამ ოფიციალურად არ განმარტავს შემდეგ საინტერესო საკითხებს: 1. რა მოხდა თურქულ კლუბთან მოლაპარაკების გამო და რატომ, ვისი მიზეზით ჩაიშალა ის ტრანსფერი? 2. რატომ შეაფასეს ფეხბურთელი 80000 ევროდ (გამოსასყიდი თანხა)და რატომ ითხოვენ ახლა მეტის გადახდას? 3. რა ტიპის კონტრაქტი იყო გამზადებული ვისლასთან: ხელფასი, ტრანსფერის ფასი, ხანგრძლივობა და პირობები? 4. თუ გამოსასყიდი თანხა გადახდილია (ან აღიარებენ გადახდას), რატომ მონათლეთ ეს ტრანსფერი გაპარვად? მერე ამ ბიჭსაც მიეცით განმარტებების საშუალება და ნუ დაასამარეთ წინასწარ, იქნებ ბევრ რამეს აეხადოს ფარდა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელსაც არ ეწიოს იგივე ბედი. არც ამ ბიჭს ვიცნობ და არც კლუბების მესვეურებს, მაგრამ იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით არსებობს, როცა ყურში ჩაგვძახიან, რომ ფულს სუნი არ აქვს, რატომ არ ჰქონდა მასაც უფლება ის ვარიანტი აერჩია, რომელიც მის ოჯახს უფრო გამოადგებოდა.
zaza
სწორად ამბობს უდოლცევი ,გარეჯს და ორბს შორის იყო გამოსყიდვის მუხლი და ის ავამოქმედეთო.რამდენიც უნდა იმდენი იჩივლოს ორბმა.ეს იმის ბრალია რომ უცოდინარი და დილეტანტი იდიოტებით არის სავსე ქართული კლუბები.მესამე კურსელი იურისტი გაარკვევდა მაგ საკითხს.იყავით ეხლა და წერეთ საჩივრები.ეგ ბიწი ტალანტია და რუსეთიდანაც მოხვდება ძლიერ ლიგაში ისევე როგორც ხვიჩა და ზურიკო,და ჩაკვეტაძე რომ არ იყო რუსეთსი და იყო ბელგიაში იმიტომაც არ დაუნგრიეს კარიერა.ანდაც უკრაინაში ვინც თამასობს ყველა სკამს ხეხავ.ასე რომ ენა ჩაიგდეტ თქვე ვაი გულშემატკივრებო და ბალეტს უყურეთ
იურისტი
ანუ ამ განცხადებიდან გამოდის რომ "გარეჯმა" გამოიყენა გამოსყიდვის უფლება, "ორბს" გადაუხადა გამოსყიდვის თანხა და გაყიდა რუსულ კლუბში. თუ ასე მოხდა ორბი რაღას ღელავს ვერ გავიგე, იურისტთან გაიარეს კონსულტაცია თუ ჩატჯიპიტისთან საინტერესოა?
ზაკო
შენრით გამოხატავ და რას აკეთებაფხაზეთის დაცხინვალი დასბრუნებლად სხვას რომ აკრიტიკებ
მდაა
რუსეთის ( აგრევე თურქეთისაააც და ყველა იმ სამეზობლოს ვისაც ერთი მუჭა ქართული მიწა აქვს დაპყრობილი ყველა ირგვლივ ოკუპანტები არიან და არანაკლები არიან ვინც გვკარნახობს როგორ ვიცხოვროთ )დედაც დილით და ღამითაც მაგრამ რას გადაეკიდეთ ამ ბავშვს და გაგნიძესაც .?!?! რა გინდათ ათას ლარზე რომ ირბინონ ამ ჭაობში …?! სადაც უხდიან იქაც მიდიან არ მოგწონთ მიდით და მაშინ თქვენ გადაუხადეთ მეტი …რაღაც არ მახსოვს არველაძეებზე საყვედური და ტაო-კლარჯეთის ფეხებზე დაკიდების შესახებ !!! თურქები არა მარტო მიწებს გართმევდნენ ასევე რწმენას და ქართველობასაც …!!!
გიორგი
ruski miri asetia aranairi pativi vinmes rames

იმედია რუსეთის ნაკრენშიც მოხვდები!!
jose
ვიძახდი 'ძაღლის თავი სხვაგან მარხიათქო". არ გაგიკვირდეთ თუ აღმოჩნდა, რომ ოფიციალურად გარეჯმა გამოისყიდა და მერე წავიდა. ეგ თქვეს რუსებმა, გამოსყიდვის მუხლი იდო გარეჯთან დადებულ იჯარაშიო.
სლავა უკრაინი
ჯობდა უკრაინაში წასულიყო სათამაშოდ

მსოფლიო ფეხბურთისაგან მოკვეთილ ქვეყანაში წავიდა იმის გამო,რომ იქ ნათესავები ჰყავს!უდალცოვი კარგი მწვრთნელიაო!ეს ბიჭი ბავშვია და აზრი არ ჰყოფნის,მაგრამ მისი ოჯახი,ან ის ნათესავები,იქ რომ ჰყავს,რატომ არ ფიქრობენ,რომ ბიჭს ხაფანგში აბამენ?აგერ,რამდენი წელია,რაც ლუკა გაგნიძე რუსეთშია და ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი,სამი წლის წინანდელ დონეზეც ვეღარ თამაშობს და მოსკოვის დინამოს ძირითადიდან,სამი წლის წინ რომ თამაშობდა,დღეს მაშინდელზე სუსტი სათადარიგო ფეხბურთელი დაგვრჩა. რატომღაც მგონია,რომ მისმა ნათესავებმა პირადი გამორჩენის მიზნით წააქეზეს და დაიყოლიეს,იქ გადასვლაზე.შესაძლოა აგენტობაც მათგან რომელიმემ იკისრა და ფული გააკეთა.ათიოდე წლის წინ,უამრავი ასეთი აგენტები ტრიალებდნენ,ახალგაზრდა ქართველი ტალანტების გარშემო და მრავალი მათგანიც დაღუპეს.წასვლით წავიდა,მაგრამ წამოსასვლელად გამოუშვებენ?ამას ეტყობა ნორმალური მრჩეველი არ ჰყავს და ისეთი კონტრაქტით დააბამენ,რომ მათი სურვილის გარეშე,იქდან ვეღარასოდეს წამოვა.ღმერთმა ქნას შევცდე,მაგრამ ასეთი კონტრაქტები,ჩვეულებრივ ასე ცუდად სრულდება,სპორტსმენისათვის.
კოფე გნებავთ?
იყიდეს ატამი რუსებმა და გაყიდიან როგორც ასატრინას ევროპაში. ყოჩაღ ბედოშვილს, მშვენიერი ქვეყანა და გუნდი აურჩევია, ანაღვლე ეხლა მაგას აფხაზეთი და სამაჩაბლო. ნაკრების მწვრთნელი რომ ვიყო, სათოფეზეც არ გავაკარებდი გუნდს. ეს გაგნიძესაც ეხება!
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა - ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
გაოფიციალურობა დაიწყო - "ლიონმა" ჩეხი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"ორბი" ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
[VIDEO] მამარდაშვილმა "ენფილდზე" პირველად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა
მამარდაშვილი სასტარტოშია - "ლივერპულმა" პირველი მატჩი "ბილბაოს" დამაჯერებლად მოუგო
პსჟ-ს დონარუმას გაყიდვა სურს - ფასი ცნობილია
მამარდაშვილი "ბილბაოსთან" "ლივერპულის" პირველ მატჩში არ ითამაშებს - Evening Standard-ი მიზეზს განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ჰატო 2022 წლის შემდეგ "ჩელსის" 50-ე შენაძენი გახდა - შემდეგი სამიზნეები გარნაჩო და სიმონსი არიან
ოფიციალურად: პალინია "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
სად შევძლებთ "ლივერპულისა" და "ბილბაოს" მატჩების ყურებას?
"დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა" - შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
"ფეხბურთელები ველურები არ ვართ" - მბაპემ ჰაკიმი დაიცვა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
U16. თბილისის ჩემპიონი "ორბი" გახდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "სამგურალი" - "გარეჯი" [LIVE]
სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი "ორბი" ოვერტაიმში დაამარცხა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დილა" - "გარეჯი" [LIVE]
ქუთაისელთა საოცარი გამარჯვება "ორბთან" და ნანატრი ნახევარფინალის საგზური
"ორბი" ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს