ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კაირატმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანს“ 1:0 სძლია.

მასპინძელთა გუნდში ლუკა გადრანი მწვრთნელმა რაფაელ ურაზბახტინმა სათადარიგოთა შორის დატოვა, გიორგი ზარია კი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ იყო. სტუმართა რიგებში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

65-ე წუთზე ნახევარმცველ რაჰიმ იბრაჰიმის გაძევების გამო, „სლოვანი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ყაზახურმა გუნდმა შეტევები გააძლიერა და გამარჯვების გოლიც გაიტანა - მას შემდეგ, რაც დანილ იგნატენკომ საჯარიმოში ვალერი გრომიკო წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც 16 წლის თავდამსხმელმა დასტან საპტაევმა ზუსტად შესრულა.

კომპენსირებულ დროში არბიტრმა წითელი ბარათი სლოვაკური გუნდის მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს უჩვენა. sportnet-ი და hetrik-ი იტყობინებიან, რომ ვაისი ნიდერლანდელ არბიტრს სერდარ გეზიუბიუკს შეუვარდა, ისე ხმამაღლა შეაგინა, სლოვაკეთშიც კი გაიგეს და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს. სხვათა შორის, ვაისი ვიდრე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებდა, 2013-2015 წლებში „კაირატის“ თავკაცი იყო.

საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.

ამ გუნდებს შორის გამარჯვებული პლეი-ოფში „სელტიკს“ დაუპირისპირდება, დამარცხებული კი ევროპა ლიგაზე გადაერთვება და „იანგ ბოიზს“ შეხვდება.

ალმათი. „ცენტრალი“

კაირატი - სლოვანი 1:0

გოლი: სატპაევი (90, პენ)

გაძევება: იბრაჰიმი (65, სლოვანი)

ეგრეა-ს
რატომ არ ეყვარებათ საქართველო? კარგს ჭამენ, კარგს სვამენ და ბოლოს ჯიბესავსე მილიონერებს ღირსების ორდენებით და მადლობებით აცილებენ.))))))))))
ეგრეა-ს
აბა რა. კაბო-ვერდეებთან და ტაილანდებთან სპარინგები არის კულტურა და პროფესიონალიზმი. ერთი პრეტენზია არ გამოუთქვამს სანიოლს რომ მეტოქეებად ნორმალური ევროპული ნაკრები არა გვყავს. ნეტავ რის ბრალია, ხომ ვერ გვეტყვი? იქნებ მაგ სამწვრთნელო შტაბის პოლიტიკურ კუთვნილებას ეწირება ეროვნული ნაკრების მომზადება და შესაბამისად შედეგებიც, ამაზე გიფიქრიათ ვინმეს?

ევროპის ჩემპიონატის 5 საუკეთესო მატჩიდან 3,საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჩატარდა და იმ ნაკრებისაგან,რომელშიც მხოლოდ ორი ფეხბურთელი თამაშობს ტოპ-5-ში,მწვრთნელის ხელს თუ ვერ ხედავთ,დალტონიკი ყოფილხართ.ვაისს აგინებენ და სწორედ ვაისმა შეკრა ეგ ნაკრები,ერთ ოჯახად გადააქცია და ერთმანეთისთვის თავს დებენ,არაბიძეს კი,პიროვნული პრობლემები აქვს და დიდხანს ვერსად ჩერდება.მეც ვწერ,რომ ნიჭი აქვს,მაგრამ ნიჭს შრომა და გამოყენება უნდა.აგერ დღევანდელი კვარაცხელია,იმით გახდა სუპერვარსკვლავი,რომ გუნდის ინტერესებისათვის მოედნის მთელ ფართობზე ერთნაირად იბრძვის.არაბას ხვიჩაზე მეტი ტალანტი აქვს?ვერც ქინქლაძეს უახლოვდება ტალანტით და მანაც კი ვერ ითამაშა დიდხანს მაღალ დონეზე,რადგან სირბილი და ვარჯიში დიდად არ უყვარდა.არაბიძეს კიდევ შეუძლია ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი,მაგრამ საამისოდ სულ სხვანაირად უნდა იფიქროს და ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ძირეულად შეცვალოს.ეს მისი გასაკეთებელია და სხვა ვერ გააკეთებს.
ეგრეა
ვაისი არის კარგი სპეციალისტი, უყვარს საქართველო,ვილიმ კი მსოფლიოს გააცნო ქართული ფეხბურთი და დაწერა ისტორია, თქვენი უკულტურობაა სიტყვა პრაქტიკანტის საერთოდ გულისხმობა,
გიორგის რო გამოეხმაურა იმას(იგივე შადიმანოვიჩს)
რა დღეში ხარ აკაცუკ?ერთ კითვაზე გამეცი პასუხი:რატო გძულთ ასე ქართველი და საქართველოს წარმატება?
გიორგი-ს
მაგან კი არ გვათამაშა ხვიჩამ და ბიჭებმა გვათამაშეს. ევროპაზე კი გამოჩნდა რასაც წარმოადგენს. რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი, რაც მამარდას უბრახუნეს კარში და ბიჭი ამის გამო კინაღამ საუკეთესო მეკარედ დასახელდა. პორტუგალიის მეორე გუნდთან, ისიც 10-კაციანთან(რონალდო მხოლოდ დადიოდა) გამარჯვება, აქ არაა მოსატანი. ცოცხალი თავით არ ათამაშებდა თავიდან ლობჟანიძეს, ჟორჟს, სანამ ხალხმა არ მოითხოვა. პრინციპულად არ იძახებს არაბიძეს. აი, სულ არ გვახატია მაგის პირადული, როცა საქმე ნაკრებს ეხება? წავა ფედერაცია, მიყვება ხურდაში სანიოლიც. ეგ ამ შესარჩევის გამქაჩავი არ არის, ტყუილად დაიკარგება წლები...მერე იტყვის, ძლიერ ჯგუფში მოვხვდითო, ინტენსივობაო, ჩვენ ჯერ ვსწავლობთ და ვიზრდებითო, მიზეზები არ გამოელევათ.
TT
რას ერჩი ვაისს, პირველად ვაისს დროს ვნახეთ მეტ-ნაკლებად დისციპლინირებული ნაკრები და რეალური შედეგებიც გაგვიჩნდა. ვაისმა დაგვამგვანა ნაკრებს, მანამდე იყო სრული ანარქია
გიორგი
სწორედ მაგ “პრაქტიკანტმა” გვათამაშა პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ უმადურ ადამიანს რა გამოლევს!

იბრაჰიმმა სულელურად გააძევებინა თავი,თუმცა მეორე გაფრთხილების მიცემაც არ იყო სავალდებულო.პენალტის დანიშვნის ეპიზოდი რამდენჯერმე ვნახე და დარწმუნებული ვარ,თავდამსხმელმა მაისურზე შეხება იგრძნო თუ არა,მაშინვე ჩაყვინთა.სულ ცოტა 80%-ში,მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა,რადგან ამაზე გაცილებით ძლიერ კონტაქტზეც კი თვალს ხუჭავენ.ეს 90 წუთზე მოხდა,მერე თამაშგარედან გატანილი გოლი,კინაღამ ჩათვალეს და ამის შემდეგ კიდევ აეჭვოდ რომ მოიქცა მსაჯი,ვაისს ნერვებმა უმტყუნა.არასოდეს მინახია, ვაისი წყობილებიდან ასე გამოსული.მის შვილზეც კარგად ინადირეს და ეტყობა ამანაც იმოქმედა.
რა დღეში ჩაგვაგდეს
ქაირატის მწვრთნელს რომ ნაკრების მწვრთნელად მოიწვევ და თანაც დიდი ხნით, იქა ხარ დამთავრებული. იგივე ითქმის პრაქტიკანტ სანიოლზეც. არადა რა მაგარი თაობა გვეკარგება. აფსუს, ეხლა ერთი მაგარი მწვრთნელი გვყვავდეს....
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!" - კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან...
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ოპერაცია გაიკეთა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ზარია ბათუმის "დინამოდან" "ქაირათში" გადავიდა
"სლოვანის" გულშემატკივრებს უნდათ, გუნდი ვლადიმირ ვაისმა ჩაიბაროს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
ერთ მეტოქეს ზიდანივით თავური უთავაზა, მეორეს ცხვირი გაუტეხა - გადრანი ლატვიაში გააძევეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
ზარია ნეიმარის სტილში - ქართველის ეს ულამაზესი ფინტი უნდა ნახოთ, მაგრამ ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა... [VIDEO]
არჩილ ბერიძემ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა... [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"როგორც კატა ტომარაში, ისეთი სიტუაციაა" - ავერჩენკო ზარიასა და ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყაზახეთში
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა