საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპაში დაგეგმილი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს მართავს. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში 2 და ლიეტუვაში 1 შეხვედრა ჩაატარა, 14 აგვისტოს კი პოლონეთში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

პოლონეთი პროვინციულ ქალაქ სოსნოვიეცში გვმასპინძლობს, რომელიც კატოვიცედან 1 ნახევარი საათის სავალზეა. საკუთრივ ჩვენი გუნდი კატოვიცესა და სოსნოვიეცს შორის მდებარე პატარა ქალაქ დაბროვა გორნიცაში ცხოვრობს, საიდანაც სოსნოვიეც არენა 20 წუთის სავალზეა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ჩვენი გუნდი ჩასვლიდან მეორე დღეს, 12 აგვსტოს დატვირთულად ავარჯიშა. საწვრთნელმა სესიამ ლამის 3 საათი გასტანა, რომლის განმავლობაშიც მოთამაშეებმა კალათბურთი ერთ ფარშიც ითამაშეს და მთელს მოედანზეც, ესროლეს ფარში და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებით დაიტვირთნენ.

ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მყობრშია. პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, რომელიც ტურნირის მონაწილე 5 ქვეყანას კატოვიცეში მიიღებს. პოლონელებმა დაიმატეს ახალი ამერიკელი კალათბურთელი, ჯორდან ლოიდი, რომელიც ევროლიგის ფინალში გასულ “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერია. პოლონეთს ბოლოს 2 წლის წინ, საბერძნეთში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ აკროპოლისის თასზე შევხვდით და 76:87 დავმარცხდით. იმ მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც 14 აგვისტოს პოლონეთთან არ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციის ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.

საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლირებას პირველი არხი განახორციელებს.

GBF.GE

Roma
Კაით რა ნნუ შეჭამეთ ეს ლლოონდაარიძე ეგ საბოლოოო 12 ში მაინც არ იქნება، ვიინც. Იქნება იმაან. Ქნაას. Რამე.
Toy
Თოკოს თავვდადება ნაკრებისთვიის არაერთხეელ ვნააახეთ. Და ასეთ მნიშვნელლოოვანნ დროს გუნდის მიტტოვება Უცცნაააურია، იმედია ოჯახშში. Ვონმმეს ჯანმრთელობის პრობლემა არ ააქ.
დიმიტრი
ლონდარიძეს ჯოკერად ინახავს ჯიკიჩი.))
გივი
სამაგიეროდ ლონდარიძე გვყავს შეუცვლელი ფიგურაა ნაკრების დაფრინავს
შაქრო პაპა
ხანაც ბითაძე ცუღლუტობს. ნბას ცენტრი რომ მკვდარ ლატვიას 8 ქულაზე მეტს ვერ ჩაუგდებს და მთელ თამაშს მსაჯებთან კამათში გაატარებს, რა მომზადებაზეა ლაპარაკი. შიშით კალათში ბურთის სროლას ვერავინ ბედავს, 24 წამი არ ჰყოფნით, 50 ქულას ძლივს მოუყარეს თავი, ამათ ვის უნდა მოუგონ....
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89