ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ისევ ვერ დაეხმარა შენგელია, გასვლაზე პოლონეთთან 89:94 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, კორსანტია, ჯინჭარაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე. ამჯერად ქართველი კალათბურთელები შეტევაში უკეთ მოქმედებდნენ და პირველი მეოთხედი 26:25, პირველი ტაიმი კი 51:43 მოიგეს. ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ ჩვენი მაღლები, რომელთა შორის ბითაძე გამოირჩეოდა.

დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, თან ბითაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო, ჯიკიჩმა მოედნიდან გაიყვანა, თამაში ქულა ქულაში წავიდა და დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 68:66 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, აქტიურმა ანდრონიკაშვილმა ტრავმის გამო დატოვა პარკეტი, ბოლოს შეცდომები დავუშვით და მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი შერმადინი იყო, მამუკელაშვილმა 16 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 14 (პლუს 3 დაფარება და 6 მოხსნა), სანაძემ 12, ანდრონიკაშვილმა 11, ბურჯანძემ 9, ხოლო ბოლდუინმა - 5.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის წინ ბოლო სპარინგებს უკვე შენგელიასთან ერთად 19 და 21 აგვისტოს ჩეხეთთან გამართავს.

დავით 67-ს
დავით,შალვას გარდაცვალებაზე ნაღდად იცით?დაახლოებით შარშან,ფეისბუკზე მისი ჩხუბი ლოპატოვთან გავიხსენე და მაშინ გამომეხმაურა,მისი სოფლელი,სოფელში ცხოვრობს,კარგად არისო.ძალიან გული დამწყდება,თუ მართლა გარდაიცვალა.ნამდვილი მეომარი იყო,მოედანზე.
დავით 67
არსენა ცოლიკაური-ს! შალვა აღარ არის ცოცხალი და შენი ღლიცინი უადგილოა! გაიგე?
1981
უკვე უკეთ? შაყირობთ?

ნეტა როდის გვყოლია უკეთესი ფედერაცია ? 90-იანებში გაზრდილითაობა (რომლებიც ძველი თაობის ნორმალურმა მწვრთნელებმა გაზარდეს ) თამაშობდა უკეთ და იმათაც გაუმართლათ, ევროზე გუნდები რომ დაამატეს , მერე ხვდებოდნენ . ზუსტადაც ლიპარტელიანიდან დაწყებული, უსუსური მართვის შედეგია ეს, რაც ხდება. სანიკიძის დროს ვინც გაიზრდება, 10-15 წლის შემდეგ ითამაშებს. აუცილებლად უნდა აუმაღლოს კვალიფიკაცია ადგილობრივ ბავშვთა მწვრთნელებს. თანაც ისეთები უნდა გაუშვას სასწავლებლად, ვისაც სკოლაში უვლია და შეუძლია გაიგოს რასაც ასწავლიან, მერე რომ გადასცეს ქართველ ბავშვებს.
ელიასი
ყველა გასახურებელი მატჩი რომ წავაგეთ, ეს გარემოება, ჩემი აზრით, დიდს არაფერს ნიშნავს. სულმთლად უსაფუძვლო ოპტიმიზმი რომ არ მამოძრავებს, ამაში დამარწმუნა სიამ, რომელიც იმ მოთამაშეთაგან შევადგინე, რომელთაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ საკუთარ გუნდს. ამ სიაში 10 კაცი მოხვდა. წინა წლების ჩემპიონატებს თუ გავიხსენებთ, ვერცერთში 6-7 ქმედითუნარიან მოთამაშეზე მეტი ვერ დაითვლებოდა, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი გვქონდა, რაც გამორიცხავდა სერიოზული შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. ახლა ამ კუთხით სხვა სურათი ჩანს, თუმცა, შესაძლოა, ესეც დიდს არაფერს ნიშნავდეს, თუ ამას არ დაემატება ჟინი და მწყობრი გუნდური თამაში. ვნახოთ.
სამართალი
რას აყაყანდით, პოლონეთთან გასვლაზე 5 ქულით წაგება კატასტროფაა ?
გოგა
შენგელიას მერე როცა წავა ნაკრებიდან, ერთ ერთი მაჩანჩალა გუნდი ვიქნებით, არავინ ჩანს შენგელიას შემცვლელი, ბითაძეს და მამუკელაშვილს არ აქვთ ის ფონე, რო ლიდერობა იტვირთონ, ბოლდუინი კი ნაკლებად შედეგიანი ალბათ ტრამვის გამოა, ევროპაზე კვიპროს მოვუგებთ იმედია და ბოსნიასთანას გვაქ შანსი თუ თოკომ იმარჯვა, დანარჩენი ესენი არაფლის მომგები არ არიან
fan1
რატის რა ჭირს იქნებ დაწეროთ
არსენა ცოლიკაური
უკეთესი იქნებოდა გამოცდილი ვეტერანების გამოძახება, საშა თა თენგო ფეხბურთში და დერიუგინი და სინჯარაძე კალათბურთში.
დავითი
ახალგაზრდები ჰყავს 1–2 კარგი ბიჭი წაყვანილი (სულაბერიძე, მაზიაშვილი) ისინი მაინც ათამაშოს? რამდენიმე წუთი მაინც... საკმაოდ ნიჭიერები არიან და ვნახავდით მათ შესაძლებლობებს, ბოლო–ბოლო ამათზე ცუდს რას იზამენ? ყველა წავაგეთ რაც ამხანაგური ვითამაშეთ... (ანგარიშს აქ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რა იქნებოდა) აქ თუ არ მისცა შანსი, ევრობასკეტზე მისცემს? აშკარაა რომ გუნდი საჭიროებს თაობათა ცვლას და სასწრაფოდაა ეს პროცესი დასაწყები...
ადამიანი
სანამ ფესვებს ძირიდანვე არ ვუმკურნალებთ მანამდე არაფერი გვეშველება.ფესვებიდან უნდა დავიწყოთ გაზრდა ჯანსაღი ფესვების და უვარგისი უნდა მოვაცილოთ
ნიკა
კაპუსტინი გალოთდა და დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
კიგანი
რა ქნან მეტი არ ᲨეუᲫლიაᲗ.....

ეჰ,არც ამ მამუკელაშვილს და ბითაძეს იმედი არ მაქვს,იმიტომაც უწევთ ყოველ წელს ახალი გუნდის ძიება!
ტაქტიკოსის
ლონდარიძე დიდი ალბათობით ევრობასკეთის 12 კაცში არ იქნება, მერე საინტერესოა ვის დააბრალებთ წაგებას.
ტაქტიკოსი
ლონდარიძეს ინდივიდუალურად ავარჯიშებენ განსაკუთრებილი სქემით: მომნუსხველი ღიმილი სკამიდან. ეს ჯიკიჩის ნოუ-ჰაუა. ამ სქემით ჩაანაცვლა მან ზუროსის აწ უკვე მოძველებული სქემა - პირსახოცის ბზრიალ-ტრიალი დავაი ბიჩებოს შეძახილის თანხლებით. ))
ლელა კაკულია
უი, კიდევ წააგეს? არა უშავს, აი ვხედავ საქართველოს ნაკრების გაბრწყინებას 60 წლის შემდეგ.
გენო პეტრიაშნირი
ლონდარიძე დაფრინააააავს, ჯინჭარაძე არ დადიიიის, რატომ აგებთ რა გინდააათ, შიგ კრემლში ხართ მარადიიიის///
თორნიკე
სამარცხვინოა!
toy
ბოლდუინი თუ გაიღვიძებს და პლიუს თოკო არავის არაფერს არ დაუთმობთ, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი/
ჰკა კამარ, ჰკა! )))
ეგ ჯეელი რომელმა ჭკუათმყოფელმა გამოთხარა, ვინმემ იცის?)))
კიელინი
კუკურელია და გენადი კაპუსტინი მაინც დაიმატეთ გამთამაშებლებად. დაურეკოს ბოისამ ლენინგრადში, რუსული ხომ იცის, თუ ცოცხალია იქნებ დათანხმდეს თამაშზე, ჯერ კიდევ არის დრო, მოასწრებს ფორმაში ჩადგომას. დერიუგინსაც შეეხმიანოს ვინმე, არც კოლია ითამაშებს მაგათზე ნაკლებად.))) ნაკრები გვყავს იმის დე რა. ვინ საით გარბის, გაგნებაში არ არიან. სწრაფი შეტევა და ეგრევე ბურთი ჩვენს კალათშია. პოლონეთი რომ 91 ჩაგიგდებს, ესპანეთი, სერბეთი ან საფრანგეთი რაღას გიზამს....
გივი
მთავარია ლონდარიძეს ხომ ვაბერებთ სკამზე თა დაფრინავს.რატო არზრდიან ახალგაზრდებს კითხეთ ფედერაციას.20 ადგილზე რომ გავიდნენ იმათ არ ვგულისხმობ.სიბერემ წაგვაგებია ეს თამაში სიბერემ
დიმიტრი
ვინმემ შეამჩნიეთ ერთი დამუშავებული კომბინაცია მაინც? რისთვის ყავთ მწვრთნელი, სროლებში ხომ მეც ვავარჯიშებ. საცოდაობაა ამათი ქაოტური თამაშის ყურება!
შაქრო პაპა
ამ სანიკიძეს რო დაუღია პირი და ბუზებს თვლის, მიკერძოებულ მსაჯობაზე მე უნდა დავაყენო საკითხი სადაც საჭიროა? მაგრამ ალბათ საარჩევნოდ დარბის და არ ცალია. ასე ძნელია ნეიტრალური მსაჯების დანიშვნა ამხანაგურებში?
ფეოლა
ანდრონიკაშვილი - ტრავმა ბოლდუინი - გასტროლიორი (თითქმის ბალასტი) ჯინჭარაძე, სანაძე2, ლონდარიძე, ფევაძე (მუდმივი ბალასტი) სანაძე1 - მტერი იყოს მაგის იმედად. დარჩა ბებერი შერმადინი, თოკო, სანდრო, ბურჯანაძე, კორსანტია, ბითაძე და ოჩხიკიძე. 7-8 კაცით რას უნდა ველოდეთ, ვერ გამიგია. ფაქტიურად 12 ნაღდ მოთამაშეს ვერ მოუყარა თავი ჯიკიჩმა. ფიზიკურადაც ვერ გაუძლებენ ასაკოვნები, უკვე ეტყობათ ფარის დათმობა, სისხარტე აღარ უვარგათ, უკანაც ვერ ასწრებენ ჩამოსვლას. მხოლოდ გოგას ბლოკ-შოთებით შორს ვერ წავალთ, თანაც ბევრ ჯარიმას იღებს მოკლე დროში.
ks
ეს გამთამაშებელი მაგარი დაგვიმატებია! პასს ეს ვერიზლევა, ბურთს ეს ვერაგდებს, გახსნით ეს ვერიხსნება ...ბურთს ეს ვერატარებს..... რატო მოგვყავს ასეთები რატო!!!!!!!?????
კონტე
ასეთი არასიმპათიური, ჯირკივით უგრძნობი მწვრთნელი არასდროს გვყოლია.
duo
მოზგაჩ პოლონეთი სუსტი გგონია?
ირაკლი
რა არის კაცო უკეთ, პოლონეთი რომ 94 ქულას ჩაგიგდებს? გაგიჟდება კაცი
გია
უნიჭო ბებერი გუნდი,, უნიჭო მწვრთნელთა შტაბით და უნიჭო ფედერაციით. ადამიანთა დაცინვაა მათი თამაში!
[VIDEO] - 41 საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება „პროტური ფოთი 2025“
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატი სურს - თურქეთის ნაკრებს ყოველთვის ყველაფერი არ გამოუვა!
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 - საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს - მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა