ევროპის სუპერთასს უდინეში დავესწარით. მთელი იმ დღეების განმავლობაში, რომელიც იტალიაში გავატარეთ, ქართველი სპორტსემენების მიმართ თბილი დამოკიდებულება შეინიშნებოდა და ამ საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი განსაკუთრებულია. მან გულშემატკივრებს თავი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა შეაყვარა. რაც შეეხება ევროპის სუპერთასს, ის პსჟ-ის მორიგი ევროპული ტრიუმფით დასრულდა - ამ კლუბის მფლობელებს ყველა მიზანი და სურვილი უსრულდებათ.

ამ მატჩზე მსჯელობა შორიდან უნდა დავიწყოთ. შთამბეჭდავი წლის შემდეგ მაშინვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლამ პარიზელებს დიდი ძალები წაართვა, რაც იმ ტურნირის ფინალში გამოჩნდა, შვებულებიდან "ტოტემჰემთან" დაპირისპირებამდე კი ცოტა დრო იყო და ეს გუნდს მაინც შეეტყო, ტონუსი აკლდა.

ლუის ენრიკემ სუპერთასზე უკვე მეორე გუნდთან ერთად გაიმარჯვა, ის დიდი მწვრთნელია, მაგრამ გარკვეული კითხვები მასთან გაგვიჩნდა, უფრო მომავალი სეზონის კონტექსტში.

გასული სეზონის ბოლოს პსჟ-ის ერთ-ერთი ძლიერი წერტილი ის იყო, შემტევები პოზიციებს ცვლიდნენ და ეს მოწინააღმდეგეებს თავგზას ურევდა. ახლა, როცა გუნდის თამაში სათანადოდ არ მიდიოდა, ესპანელი სპეციალისტი თითქოს ჯიუტად კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგს არ აშორებდა, ბარკოლას კი მარცხენას. როგორც წინა მატჩებში გამოვკვეთეთ, დემბელეს ხშირად "რვიანის" ფუნქციები ევალება, სიღრმეში ჩადის და თამაშის იქედან გამწვავებას ცდილობს, მაგრამ ისეთი დაკარგვები ჰქონდა, საქმიდან ბევრი არაფერი გამოვიდა.

გუნდს სიახლეები დასჭირდება, მაგრამ მის ავ-კარგიანობის გარკვევას შედეგები მინიმალურად უნდა შეეწიროს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მწვრთნელის მხრიდან განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულება გვახსოვს, მაგრამ ბოლო ორი მატჩია, როცა გუნდი სათანადოდ ვერ გამოიყურება და საუკეთესო შეხვედრა არც "კვარას" აქვს, მისთვის არა ოპტიმალური პოზიციის ძიება და ნდობის ბოლომდე გამოცხადებაა, არამედ მინდვრიდან გაჰყავთ. ბევრჯერ დავწერეთ, ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფორმა და ხასიათი რომ მივიღოთ, მაქსიმალურად დიდი ნდობა უნდა იგრძნოს, ასე გაცილებით მშვიდადაა. მითუმეტეს, თუკი გუნდი კარგ კონდიციებში არაა, ეს ქართველის ხასიათზე მოქმედებს, ემოციური ხდება.

სეზონის სტარტი და პირველი მატჩები კიდევ უფრო მეტს გვეტყვის. გუნდი დალაგების პროცესშია, მომსვლელ-წამსვლელები საბოლოოდ არ გარკვეულან, მათ შორის სუპერთასის ერთ-ერთი გმირის, რამოშის ამბავი.

მაინც გვგონია, პარიზელები ფორმის პიკს კვლავ გაზაფხულზე მიაღწევენ, კვარაცხელიათი გაძლიერების არ იყოს, ახლაც იანვარში სრულფასოვნად შეივსებიან და შემდეგ არც ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგა გამოვრიცხოთ!..

ნოდარ ცაავა
ცვლილებები აუცილებელია
ასეც ხდება
ერთადერთი ფეხბურთელი ვინც კვარაზე უკეთესია ეს ჰაკიმია, ისიც ფიზიკური მონაცემებით, - მოედნის ხედვით ტექნიკით და ჭკუით კვარა ყველაზე მაღლა დგას...
მირო
ხვიჩას თამაში და ხასიათი უნდა იცოდეს ენრიკემ და უნდა გაუწიოს ანგარიში.სხვანაირადარაფერი გამოუვა.მარცხენა ფლანგზე კი კვარას ბარკოლა თუ ამჯობინა,ჩათვალეთ რომ გუნდი იმ შედეგებისთვის ვერ იბრძვის,რასაც გასულ სეზონში მიაღწია.კვარას კლასი გაცილებით მაღალია ვიდრე ბარკოლასი.
123
1 სეზონის პსჟ_მ დედა აუფეთქა ევროპას. იმედია ასევე გაგრძელდება...
გიორგი
ერთმა გუნდმა 11 მეკარე რომ დააყენოს ძირითადში ზოგიერთებს სულაც არ გაუკვირდება პირიქით მაგარ ტაქტიკური სვლააო იტყვით
იპოლიტე
არ ათამაშებს და რეალიც ახლოსაა, ადგება და გადავა. კი მოიგო ყველაფერი საფრანგეთში. ნაპოლიშიც ტყუილად დარჩა მეორე წელს. ახალ წლამდე ითამაშოს მაგრად და მერე დაუქნიოს ხელი ენრიკეს. არავის გვაწყობს მხოლოდ 60 წუთი თამაში და ვფიქრობ პირველ რიგში ხვიჩას. არაა ეგ მარჯვენა ფლანგი ხვიჩასი და რა გაუწყალეს გული ბიჭს.
ოთო
კვარას პოზიცია მარცხენა ფრთაა და მისი მუდმივად მარჯვენა ფრთაზე ჯიუტად დაყენება ენრიკეს შეცდომა იყო. იმედია მომდევნო თამაშებში კვარა დაუბრუნდბა თავის პოზიციას
მამუკა
ზოგადად მიზანშწონილი არ იყო ამ ფინალის ამ პერიოდში დანიშვნა. უმძიმესი სეზონის მერე ფეხბურთელებს დასვენება ჭირდებათ, რომ ტრამვები არ მიიღონ. პსჟ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ამ მხრივ. კარგია, რომ ტრამვებს გადაურჩნენ.ეს თამაში შუა ოქტომბერში, რომ გამართულიყო ბევრად სანახაობრივი იქნებოდა. ფეხბურთელებს უკვე ცხენებივით ტვირთავენ, რაც არ შეიძლება. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ
პატრიოტს,
მართალი ხართ, გუნდი ნამდვილად არ იყო ფორმაში და ეს წაგებული თამაში კი ლუის ენრიკემ მოიგო, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი.
დავით 67
ტოტენჰემი უკეთესი იყო თუ არ ჩათვლით ბოლო 10 წუთს. მაინც სეზონის დასაწყისია, ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრები.შვებულებიდან რომ გადიხარ სამსახურში და გეზარება ის ვარიანტია
გოგა
ენრიკეს ცვლილებები იყო ჩველვებრივი, არცერთ შემტევს არ გამოსდიოდა არაფელი და ვინც ყავდა ის სამეული შეუშვა, წაგება კი ტოტენჰემა საკუთარ თავს უნდა დაბრალოს ტემპი, რო დაგდეს, დუე ბარკოლა კვარას გარეშე პსჟ არაფელი გუნდი არ იქნება, ენრიკემ ახსნა რატომ ქონდა გუნდს ცუდი თამაში, სულ 6 დღე ვემზადებოდით და დროულად ვერ შევიდნენ ფეხბურთელები ფორმაში

არა მარტო კვარამ,გუნდმა ვერ ითამაშა!პსჟს კოზირი სისწრაფე და მაღალ სიჩქარეებზე პრესინგია.6 დღის ნავარჯიშები გუნდი,ცხადია რომ კარგად ვერ ითამაშებდა.ტოტენჰემმა 6 კვირის წინ დაიწყო ვარჯიში და ცხადია,უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდნენ.უპირატესობაც აქედან ჰქონდათ.ენრიკემ თავდამსხმელები შეცვალა,მაგრამ ვინც გამოვიდნენ,დარჩენილ დროში მაღალ სიჩქარეებზე თამაშობდნენ,ტოტენჰემმაც საქმე მოთავებულად ჩათვალა,რაკი მთავარი შემტევები შეცვალა, პსჟმ და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდა,პსჟმაც ცოტა გარისკა,ცოტა გაუმართლა და საბოლოო ჯამში,ანგარიში გათანაბრდა.პენალტები,მაინც პენალტებია და პსჟ საკმაოდ კარგად ურტყამს,მეკარემ კი,კარგად ითამაშა.თვითონ ენრიკესაც არ დაუმალავს,რომ ტოტენჰემმა თამაშით აჯობა.ახლაც გავიმეორებ,ეს თამაში მაინც როგორც სეზონისათვის მოსამზადებელი თამაში,ისე განიხილება და გამარჯვება სასიამოვნოა,მაგრამ ძალიან დიდმნიშვნელობას არ ანიჭებენ.მოსამზადებელ პერიოდში ხომ მრავალ მინი ტურნირებს აწყობენ,რომ გუნდებმა ორი თამაში ჩაატარონ და ამ თამაშებს რაღაცა სპორტული თუ ფინანსური ინტერესი მისცენ.მაყურებელი მოდის,ორგანიზატორები შემოსავალს იღებენ,გუნდები კი,სათამაშო პრაქტიკას.ყველა მოგებული რჩება.
პატრიოტი
თამაში ენრიკემ მოიგო, სწორი შეცვლები გააკეთა, რაც შეეხება ხვიჩას, აჭრლი იყო და შეიძლება გაეძევებინათ, სწორად მოიქცა მწვრთნელი, მეგობრებო ნუ ვშიშობთ, ხვიჩას ვარჯიშები აკლია, ცოლთან ერთად ნებივრობდა სანაპიროზე, იმედი მაქვს ჩადგება რიტმში, ისე გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობამ ნასზე დაბალი შეფასებები მიიღო ( მაგალითად, დუემ, ბარკოლამ), წარმატებები ხვიჩას და პსჟ-ს
ჟორა
სუპერთასი, რომ წაეგოთ არ ვიცი როდის მოვიდოდნენ გონს, მაგრამ ამ თასის მოგებამ დიდი საქმე გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის დაწყებას გუნდი ჩვეულ ფორმაში შეხვდება. ვფიქრობ დონარუმა ძალიან დააკლდება გუნდს.
გიორგი
სუპერ თასის თამაში ენრიკემ უცნაური შემადგენლობა დააყენა რამაც გამოიწვია გუნდის შუაში გაწყვეტა წარმოიდგინეთ გუნდის ერთერთი ყველაზე მუშა ფეხბურთელი რომელიც გამოირჩევა ბურთის ართმევით დისკვალიფიცირებულია იმის მაგივრად რომ ნერეში კორეელით ჩაენაცვლებინა ფაბიანიც სკამზე დასვა და ძირითადში ოთხი შემტევი დააყენა აქედან თავის პოზიციაზე მხოლოდ ბარკოლა დუე საერთოდ რა ფუნქციას ასრულებდა ვერანაირად ვერ გავიგე გასაგებია გუნდმა ფაქტიურად მოსამზადებელი პერიოდა ვერ გაიარა რაც ყველა ფეხბურთელზე აისახა მაგრამ მწვრთნელის უხეშ შეცდომას რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას ხომ ვნახეთ ბოლობოლო კორეელის და ფაბიანის ძალისხმევამ გამოიღო შედეგი.კიდევ ერთი როცა ხვიჩა ჩვეულ რეჟიმში ჩადგება მას სკამზე ვერავინ დასვამს არცერთი მწვრთნელი არ ჩაიგდებს შარში თავს.
ნუგზარი
დაანებეთ ჭორაობას თავი! ერთი კვირაა ვარჯიში დაიწყეს რას ითხოვთ ან ხვიჩასგან ან ენრიკესგან ან დანარჩენებისგან?!!!!
რაულ მირგატია
კვარას გარშემო "მოღრუბლულა"დროა გაფანტოს მოქუფრული ღრუბლები
რაულ მირგატია
კვარას გარშემო "მოღრუბლულა"დროა გაფანტოს მოქუფრული ღრუბლები
თემო
ფაქტია რომ ვერ ითამაშა კვარამ სუპერ თასი
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე: იმედია, ვცდები და ტესტების შედეგად კარგ სიახლეს შევიტყობ
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
ლუის ენრიკე "ნიუკასლთან" წაგებაზე ერთი პირობით თანახმაა - რა თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე?
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
Le Parisien-მა ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ენრიკეს პარიზულ მომავალზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა
"რა შემთხვევაში გახდება საფონოვი პსჟ-ს ძირითადის მეკარე?" - ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?