საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 16 აგვისტოს 15:30 საათზე (საქ. დრო) ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ეს იქნება სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის დასკვნითი შეხვედრა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველ თამაშში ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (35:31), მეორე კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 19:57 დათმეს.

ირლანდიასთან მატჩისთვის ამონაშვილმა თითქმის ისეთივე დამწყები შემადგენლობა შეარჩია, როგორითაც ინგლისთან თამაში დაიწყო. ცვლილება მხოლოდ ერთია - ბურჯად პირველივე წუთებიდან მოედანზე ნიკოლოზ ბალანჩივაძე გავა. სასტარტოში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ ფულბეკი დავით არობელიძე, ცენტრი დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე, მესამეხაზელი გიორგი ზაზაძე და მეორე ხაზის წყვილი - ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.

საქართველო (18წ.) წელს ერთხელ უკვე ეთამაშა ირლანდიას და 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე სამი ლელო გაუტანა, თუმცა დრამატული შეხვედრა 21:26 დათმო.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. პაარლი.15:30 საქ. დრო

საქართველო - ირლანდია

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. გოგა ბერიძე (ბათუმი), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26. ზაზა ლეჟავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

ჩვენი ნაკრები ცდილობს რაგბი ითამაშოს და შედეგის მიუხედავად,მათზე საყვედურს ვერ ვიტყვი.ამ ასაკში ძალისმიერი რაგბი,არაფერს მოგვიტანს.რაგბი უნდა ვითამაშოთ და ამ თამაშშიც შეამოწმონ,რა შეგვიძლია და რაში ჩამოვრჩებით,მოწინავე ქვეყნებს.ინგლისთან დერეფანში თითქოს კარგად ვიდექით,მაგრამ აფრიკასთან ძალიან გაგვშიფრეს და ეტყობა ძალიან ცოტა კომბინაციები გვაქვს ნასწავლი.ირლანდიამ რა თქმა უნდა ორივე თამაში ნახა და ეს კომბინაციები მათაც გაშიფრული ექნებათ.ამიტომ რაღაც სიახლეები,აუცილებლად დასამუშავებელი ექნებათ.აფრიკამ მოლშიც მაგრად გვაჯობა და მანდაც მოსაფიქრებელია რაღაცა,თუმცა ისინი მთლიანობაში ჯანში გვჯობნიდნენ და ამას იყენებდნენ,კარგად.ინგლისთან საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ და ხვალაც დაახლოებით იგივე იწყებს თამაშს.ესე იგი,ჩვენი აქცენტი,ინგლისის და ირლანდიის წინააღმდეგ თამაშებზე გვაქვს.თუ ტექნიკური შეცდომები პირველი თამაშის დონეზე მაინც დავიყვანეთ,შედეგის მიუხედავად,მაინც კარგი თამაში გამოგვივა.აქ გამარჯვებას,თამაშის დახვეწა და სათამაშო უნარების გაუმჯობესება,გამოცდილების შეძენა მირჩევნია.აქ მიღებული გამოცდილება,მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოგვადგება,20 წლამდელებში.რა თქმა უნდა კარგ თამაშს,ევროპულ ქვეყნებში სკაუტების თავის მოწონებას და შესაბამისად სასურველ შედეგს ვუსურვებ ბიჭებს.განსაკუთრებით უკანა ხაზელების მიმართ.
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
U18. სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კაზემირო: წელს პრემიერლიგას "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიგებს
[VIDEO] დრამა და სამი ქართული საგოლე პასი კონფერენს ლიგის მატჩში
აზაროვი ისევ არ ათამაშეს - "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოვარდა
"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ლიონი" დატოვა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
"პარიზი" პსჟ-ს ყოფილი მეკარის შეძენას აპირებს
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
ჩელსის ფეხბურთელებმა 15.5 მილიონი აშშ დოლარი ჟოტას ოჯახს გადასცეს
"ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია, ჩემი გუნდით ვამაყობ" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე
"დავტოვებ თუ არა პსჟ-ს?" - რამოშმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო - ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტოტენჰემთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ-მ სუპერთასზე "ტოტენჰემს" თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება